შრომის უსაფრთხოება მოუგვარებელი პრობლემა

ავტორი: ნინო თეთრაული

2011 წელს სამუშაოს შესრულების დროს დაშავდა 137 მუშა, 54 კი – გარდაიცვალა. 2012 წელს დაშავდა 289 ადამიანი, გარდაიცვალა  – 48, ხოლო 2013 წელს დაშავდა 161 და დაიღუპა 33 ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, რომელსაც www.eugeorgia.info ავრცელებს, ემატება პროფკავშირების კიდევ ერთი მონაცემი – სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტი მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაზე მოდის. ამას მოყვება მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობა, ენერგეტიკის სფერო, ნავთობის, გაზის და ნახშირის მრეწველობა, კავშირგაბმულობა, რკინიგზა, მეტროპოლიტენი და სხვა. საგანგაშოა  ტყიბულის ნახშირის შახტებში და ჭიათურის მაღაროებში არსებული ძალზე მძიმე მდგომარეობა.

shromis safrtxoeba

ამ პრობლემის მოსაგვარებლად კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება.

შრომის უფლება და თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, რაც ნორმატიული აქტების იერარქიაში პირველ ადგილს იკავებს. სწორედ კონსტიტუციის მეორე თავშია საუბარი შრომის უსაფრთხოებაზე, სადაც ნათქვამია: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით’’. ეს ორგანულ კანონი საქართველოს შრომის კოდექსია.

შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები დაცული და გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლით. აღნიშნული მუხლი, დამსაქმებელს აკისრებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო და პირობები, დასაქმებულს ობიექტურად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველანაირი ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. თუმცა, ის ფაქტი, რომ კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს დამსაქმებლისთვის ხელთ არსებულ, უკვე ცნობილ ინფორმაციაზე, არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს პასუხისმგებლობა, მოიძიოს და ფლობდეს ყოველგვარ საჭირო ინფორმაციას გარემო ფაქტორების თუ ზოგადად სამუშაო გარემოს შესახებ. ასევე, დამსაქმებლის ვალდებულებაა  არსებული რისკის აღმოსაფხვრელად, ან შესამცირებლად პრევენციული ზომების მიღება. 35-ე მუხლი აგრეთვე არეგულირებს ორსული ქალის დაცვას საფრთხისშემცველი გარემო პირობებისგან და ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას, სამუშაოს შესრულების დროს მიღებული დაზიანებისთვის.

უსაფრთხო გარემო პირობების საკანონმდებლო განხილვისას, უნდა აღინიშნოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიღებული წესდება, რომელიც მიუთითებს, რომ აუცილებელია მუშაკთა დაცვა მათი დასაქმებით განპირობებული ტრავმების, ავადმყოფობის და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისგან. შსო-ს მიღებული აქვს მრავალი აქტი რომელიც შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტებს აყალიბებს. (მაგ.:1981 წლის, 2006 წლის კონვენციები).საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი არის 1993 წლიდან და ზემოთ აღნიშნული კონვენციების ხელმომწერია, რაც მას დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვას ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით ავალდებულებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და შრომის კოდექსი უზრუნველყოფს დასაქმებულის უსაფრთხოების დაცვას, დღეისათვის არსებული მდგომარეობა  სრულიად განსხვავებულ სურათს ასახავს და არანაირად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. მას შემდეგ, რაც შრომის სახელმწიფო ინსპექცია გაუქმდა – ორგანო, რომელიც აწარმოებდა დაკვირვებას საფრთხისშემცველი ობიექტების ბაზაზე, ეს პასუხისმგებლობა აიღო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ’’.

ეს ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს მხოლოდ მაღალი საფრთხისშემცველი ობიექტების ბაზაზე, რაც საწარმო ობიექტების უდიდეს ნაწილს ტოვებს ყოველგვარი ობზერვაციის გარეშე. სამუშოს შესრულებისას გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც დასაწყისში მოვიყვანეთ,  აჩვენებს, რომ აუცილებელი ნაბიჯების დროული გადადგმა არის საჭირო. სიტუაციის სიმწვავე უფრო კარგად ჩანს თუ საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ და შევადარებთ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვთან. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღარ ხდება პროფესიული დაავადებების აღრიცხვა. შესაბამისად რელუარი სურათი ბევრად უფრო მძიმეა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი მომზადებულია და  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქართველ ექსპერტებთან ერთად ეცნობიან. აღნიშნული კანონი შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად  ჩამოყალიბებას თვალისწინებს აღნიშნული კანონი ითვალისწინებს დამსაქმებლისთვის, როგორც გონივრული ვადის მიცემას არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ასევე გარკვეული სახის სანქციებს.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ, აუცილებელია სამოქალაქო სექტორიდან და ორგანიზაციებიდან იყოს დაინტერესება და მუდმივი მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს შრომის სახელმწიფო ინსპექტორის რეალურად, გამართულად და ნაყოფიერად მუშაობას..

One thought on “შრომის უსაფრთხოება მოუგვარებელი პრობლემა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s