რუსეთის რბილი ძალის ეფექტი

ავტორი: შაკო ჩიხლაძე

საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ფაქტორზე საუბრისას გამოიყოფა ორი ძალის ელემენტი. ხისტი ძალა, რომელიც სახელმწიფოებს გააჩნიათ თავიანთი სამხედრო ძლიერებიდან გამომდინარე, რომლის ამოქმედება ნიშნავს სახელმწიფოთა სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას. მეორე, რბილი ძალის ცნება ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოზეფ ნაიმ ჩამოაყალიბა მასში მოიაზრება ის ძალა, რომელიც სახელმწიფოებს აქვთ კულტურული, რელიგიური თუ სხვა ელემენტების ამოქმედებით.

სანამ ჯოზეფ ნაი ამ ცნებას შემოიტანდა, იქამდე სახელმწიფოები ნებსით თუ უნებლიედ იყენებდნენ ამ ელემენტს, ვინაიდან ხშირად ის გაცილებით უფრო ეფექტური და რაც მთავარია იაფი საშუალებაა, ვიდრე ხისტი ძალის – ტანკების, ფლოტის, არტილერიის, ავიაციის გამოყენება.

რბილ ძალად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებასა და „ექპორტიორ“ სახელმწიფოს დამატებით ქულებს ანიჭებს  მასპინძელი საზოგადოების თვალში.

დემოკრატიული ღირებულებები, თავისუფლება, ჰოლივუდი, სხვადასხვა სახის მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ არსებული რეალობის წინააღდეგ, კოკა-კოლა, ჯინსები სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს შეერთებული შტატების კოზირად ცივი ომის პერიოდშიც და დღესაც.

კიდევ ერთი მაგალითი რბილი ძალის ეფექტური გამოყენებისა ჩინეთისა და აფრიკული ქვეყნების კავშირებია. ჩინეთს აფრიკის ბევრ სახელმწიფოში იმაზე დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე ბევრ დასავლურ სახელმწიფოს, მიზეზი კი ერთია – ჩინელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ აფრიკის კონტინენტს, მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულს და ქმნიან სამუშაო ადგილებს, რაც უღარიბესი მოსახლეობისთვის ნამდვილი შვებაა. ამას ემატება კონფუცის ინსტიტუტები,რომლებიც ავრცელებენ და ეხმარებიან ადგილობრივებს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში.

რბილი ძალამიუხედავად იმისა, რომ კოკა-კოლა, ჯინსები, ჰოლივუდი, კონფუცის ინსტიტუტი და ჩინური ინვესტიციები საქართველოშიც არის, ამ ეტაპზე მათ ისეთი დონის (ნაგულისხმევია ეკონომიკური ურთიერდამოკიდებულბის არნახულად დიდი მასშტაბები,) ხიფათის მოტანა არ შეუძლიათ ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოს, რომელმაც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ თავის თავზე აიღო მართლმადიდებული სახელმწიფოების დაცვა და მოისურვა გამხადრიყო ლიდერი სახელმწიფო მართლმადიდებლურ სივრცეში.

გამოუვიდა კიდეც. რუსეთი მართლაც ლიდერი სახელმწიფო იყო მართლმადიდებელ სივრცეში, თავისი სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური შესაძლებლობებით, ბოლო საუკუნეებში ამას დაემატა კულტურლი გავლენაც პატარა ერთმორწმუნე სახელმწიფოებზე.

მივიღეთ ეწ „უფროსი ძმა“, რომელმაც თავისი უპირატესობა გამოიყენა და იყენებს პირადი იმპერიალისტური მიზნების დასაკმაყოფილებლად. მესამე რომის იდეისა და მართლმადიდებლობით მიცემული შარმის გამო მე-18 საუკუნეში ქართველების მზერაც მიიპრყო. შედეგად კი მივიღეთ ინსტიტუციონალური ბრძოლა მსოფლიოში რიგით მეხუთე მართლმადიდებლური სახელმწიფოს მისამართით, გაუქმებული ავტოკეფალია, უცხოელი ეგზარქსოსები, რუსიფიკაცია და ხშირ შემთხვევაში კირით გადაფარული ქართული კვალი.

ალბათ, არაერთხელ გაიგონებდით მოსაზრებებს, რომელიც ვრცელდება რუსული არხებით, თითქოს  მასონები, სიონისტები და ათასგვარი ჯგუფები ებრძვიან მართლმადიდებლურ სამყაროს, რომლის უკანასკნელი ბასტიონი არის რუსეთი და რუსეთის ქმედებები საქართველოსა თუ უკრაინის მისამართით კი ჩვეულებრივი თავდაცვითი ნაბიჯია. ასევე საკმაოდ ხშირად მიდის დასავლეთის დემონიზაცია, ათასგვარი ჭორების გავრცელება.

რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს ევროპის ლიდერ სახელმწიფოთა გაკრვეულწილად ეგოისტური პოლიტიკაც, რომლებიც, ალბათ, მაშინ დაიწყებენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, როცა ზამთრის სუსხიან დღეებში “გაზპრომი” ახალ ფასებს დაადგენს და რუსული ტანკების ძრავები მომართულნი იქნებიან სხვადასხვა მიმართულებით.

გეოპოლიტიკური კატასტროფა ვლადიმერ ვლადიმერის ძისთვის დადგა წინა საუკუნეში, მაგრამ, როგორც ჩანს, სსრკს აღდგენის იდეა ისეა მომძლავრებული კრემლის კედლებში, რომ არ არის გამორიცხული შემდეგი ნაბიჯი რუსულენოვანი მოსახლეობით „მდიდარი“ ჩრდილო ყახაზეთი ან გაურჩებული ბელარუსია ან სულაც ნატოს წევრი ლატვია იყოს, რომელიც კბილის მოსინჯვა შეიძლება, აღმჩნდეს ნატოსთვის.

ისმის ბუტირკას ხრიალი, შუფუტინსკის აკომპანიმენტით გადის მწვანილი და ღვინოო.

იწევა საზღვრები, ფორმდება ხელშეკურლებები სოხუმთან და ცხინვალთან, იმართება წვრთნები ჩვენს ტერიტორიაზე, საოცარ სინთეზშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ევროპა საკუთარ ქურქს უფრთხილდება, საბერძნეთში დუგინის „ძმები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, საით მიდის მსოფლიო წესრიგი და მოხდება თუ არა საერთაშორისო სამართლის „ექსპლუატიაციაში ჩაშვება“ ოდესმე – ეს რთული სათქმელია, მანამდე კი ჩვენთან ძალას იკრებენ მარი ლე პენის „კავკასიელი“ თანამოაზრეები, ხოლო დასავლური ღირებულებების დამცველად თავი იმ ძალას მოაქვს …

ვის ვუპირისპირებთ ერთმორწმუნეს რბილ ძალას?

მაია, გია, ეკა, ნანუკა, ადრე ნოდარიც გვყავდა ,მაგრამ გამოგვაკლდა,

კომეტები, ასტეროიდები, მეტეორები კი გვცდება და გვცდება,

არც აბასთუმნის ობსერვატორიისგან ისმის რაიმე საიმედო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s