ავტორი: მარიამ ჩიბუხაია
ჩემი მეგობრები ეზოში თამაშობენ.
მე მაღალი შენობის სახურავზე ვდგავარ.
ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და დამთავრდება ის, რასაც, ჩემი მშობლების თქმით, “ადრეულ ასაკში მომწიფება” ჰქვია, ჩემი აზრით კი ადრე წამოზრდილი ძუძუების გამო სარფიანად გათხოვება.
მეშინია, მაგრამ არ შემიძლია შვეგუო იმ რეალობას, რომ მშობლებმა ექვს ძროხაზე გამცვალეს.
ძირს ვიყურები.
ასფალტი, რომელსაც, მალე ჩემი სისხლი წითლად შეღებავს, მიუწვდომლად შორს მეჩვენება. მგონია, ნაბიჯი რომ გადავდგა, კიდევ დიდხანს არ შეეხება ჩემი სხეული მიწას.
მე 16 წლის ვარ.
რას აკეთებენ ჩემი ასაკის გოგონები ?
იმედი მაქვს, ათი წლით უფროსი, უცნობი კაცის გვერდით არ სძინავთ და არ ეხმარებიან “მამაკაცური მოვალეობების” შესრულებაში.
მანძილი პატარავდება, მაგრამ ჯერ კიდევ მეშინია, ჯერ კიდევ მიჭირავს კბილებით თოკი, რომელიც გილიოტინას აჩერებს ჩემს კისერთან.
სიცოცხლის სურვილი მაინც სჯობნის ჩემს გონებას და აიძულებს ეძებოს მიზეზები სიცოცხლისთვის. უშედეგოდ! განა რამდენი მიზეზი უნდა მქონდეს გოგონას, რომელიც მშობლებმა ისევე მიიყვანეს უცნობი კაცის ლოგინამდე, როგორც პირველ კლასელები მიჰყავთ ხოლმე დედებს მერხებთან.
ჩემს კარებთან პრინცი ექვსი ძროხით იმაზე ადრე გამოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ვიცოდი, ჩემნაირი ღარიბი ოჯახის შვილს, რომელიც ერთ მიყრუებულ სოფელში “ცხოვრობს” რა ბედიც ელოდა. ვუყურებდი, ჩემ გარშემო ახალგაზრდა გოგოები როგორც იცვლებოდნენ მეწველ ძროხებსა თუ ჩასუქებულ ღორებზე. ხოდა, ერთხელაც ჩემს კარსაც მოადგა “პრინცი.” უზარმაზარი თვალები, რომლითაც უხმოდ ვუყვიროდი დედას, მოეცა ჩემთვის ბავშვად ყოფნის უფლება, ვერაფერს გახდა. გარიგებამ სარფიანად ჩაიარა.
ძირს ვიხედები. მანძილი კიდევ უფრო შემცირებულია. გამბედაობა მაინც არ მყოფნის.
დედა!
ძროხები როგორ იწველებიან ? იმედია, კარგად. ჩემს სიზმრებში ასეა, ყოველ შემთხვევაში. ყოველ ღამე, როდესაც ჩემი ქმარი “მამაკაცურ მოვალეობას” მოიხდის” და მეც შევეცდები თვალების დახუჭვას, ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება. დიდი სუფრა, რომელიც სავსეა რძით სავსე ჭურჭლით, მაგიდას ყველა შემოსხდომიხართ ვისა კი გიცნობთ, სხედხართ და სვამთ რძეს მანამ, სანამ პირიდან სისხლნარევი არ გადმოგდით.
სახურავსა და ასფალტს შორის მანძილი ქრება.
მეშინია დედაჩემო!
მეშინია, რომ ვერ დავინახავ შენს სახეს, როცა უკვე გვამს მნახავ. უმადური შვილისთვის, რომელიც დედამ შეძლებულ ოჯახს მიაბარა, გულწრფელ ცრემლს, ალბათ, არავინ გაიმეტებს. იმედია, ძროხას მაინც დამიკლავთ.
შიში ქრება და მოდის გრძნობა, რომელსაც თავისუფლების სურვილი ქვია.
… და მე ვდგამ ნაბიჯს..
კარგია, მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, თუმცა მშობლების თანხმობის გარეშეც ხშირად თხოვდებიან 14 და უფრო პატარა ასაკის ბავშვები 😦 რაც ძალიან სამწუხაროა…
LikeLike
isini sakutari nebasurvilit txovdebian. samagierod ar warmoebs “barteruli gacvla” “shvilis bedit shewuxebul mshobelsa” da vigac “tips” shoris. mat vinc 14 wlis asakshi mshoblebis tanxmobis gareshe Txovdeba rogorc nivts ise ar cvlis. isini sakutari nebasurvilit dgamem nabijs “win” !!!! xazs vusvam “win” brchyalebshi. ((((
LikeLike
რა თქმა უნდა, საშინელებაა არასრულწლოვნები რომ თხოვდებიან, არ აქვს მნიშვნელობა ეს საკუთარი ნებით ხდება თუ მშობლის, მაგრამ ისეტი შემთხვევები, როგორიცა საკუთარი შვილის “გაცვლა” ეს საერთოდ რომელ უკიდურესობასია არ ვიცი
LikeLike
საშინელებაა*
LikeLike