„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა

ავტორი: ლილე მიქაძე

21 მარტს, თავისუფლების მოედანზე“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა თქვა, მათი პროტესტის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემებია და მოთხოვნას ხელისუფლების გადადგომის შესახებ საფუძვლიანი და დროულია.  მისი თქმით, ისინი ვერ ხედავენ ხელისუფლების რესურს არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად და საზოგადოებას გარკვეულ ნაბიჯებს სთავაზობენ, რომლის საშუალებითაც მთავრობას უფრო სწრაფად შეცვლიან.

“მე მგონია, რომ აქციის მიზეზებს დიდი განმარტება არ სჭირდება. ეს არის სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ ვხედავთ, რომ გაღარიბდა ბევრი ოჯახი, გაიზარდა ფასები, შემცირდა სამუშაო ადგილები. ეს არის საწინააღმდეგო იმ დაპირებებისა, რომელსაც იძლეოდა მმართველი გუნდი, პირადად ივანიშვილი და ბუნებრივია რომ ხალხს აქვს უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, იქნება მოქმედება რეგიონებშიც, მოქმედება პარლამენტშიც“ – უთხრა “ლიბცენტრს” გიგი წერეთელმა.

აქციის მონაწილეები, თავდაპირველად „ვარდების რევოლუციის“ მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე შეიკრიბნენ და ორგანიზატორებთან ერთად თავისუფლების მოედნისაკენ დაიძრნენ, სადაც ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის იყო ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქციას ბრიუსელიდან ჩაერთო. შეკრების მონაწილეებმა გასაბერი ზვიგენები გაუშვეს და მთავრობისთვის ბოლო გაფრთხილების ნიშნად წითელი ბარათები აწიეს. აქცია, რომელსაც ორგანიზატორების ინფორმაციით, 50 000-მდე ადამიანი დაესწრო, კანცელარიის შენობასთან 19:00 საათზე დასრულდა.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s