მე მაინც ვხედავ

ავტორი: მარიამ ჩიბუხაია

კიდევ ერთხელ ვიღვიძებ ამ სამყაროში.

განწყობა – მშვენიერი.

ყურსასმენები

ზურგჩანთა

“ბიტლსები”

და გზას “hey jude-ის” მოსმენით ვადგები.

“hey jude, hey jude” და მეც უბრალოდ კარგ ხასიათზე მივიჩქარი ჩემი, არც მეტი არც ნაკლები კავკასიაში ნომერი პირველი უნივერსიტეტისკენ.

ჩემს მეზობელს კიდევ ერთხელ დაუტოვებია ნაგავი პარკით სადარბაზოს შემოსასვლელთან და მეც კიდევ ერთხელ, ოღონს ამჯერად “ბიტლსებთან” ერთად, მიმაქვს გადასაგდებად.

ურნასთან მისულმა შევამჩნიე, მოხუცი ქალი თავით გადაყურებულიყო და ნაგავს ჯოხით “ათვალიერებდა.” შემნიშნა თუ არა პატარა ნახტომით ჩემ წინ აღმოჩნდა და ინტერესიანი თვალებით დაუწყო ჩემს პარკს ყურება. არ ვიცი, მისი მზერის გამო იყო თუ რამე სხვის, მაგრამ ნაგვის გადასაყრელად ძლივს გადავდგი ნაბიჯი. ნაგვის გადაყრა და მოხუცი ქალის  ურნაზე შემოხტომა ერთი იყო. მაშინ შევნიშნე ურნაზე მარკერით გაკეთებული წარწერაც: ” პური არ ჩაყაროთ, ცალკე დადეთ.” მოხუცი ახლა უკვე ურნაში აგრძელებდა ჩემი მიტანილი პარკის “დათვალიერებას,” მე კი რამდენი ხანი ვიდექი და ვუყურებდი მას, არ ვიცი.

გზა გავაგრძელე.

11051238_823168504385085_1161715747_nაქამდეც ვიცოდი, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გადარჩენისთვის საჭმელს ნაგვის ურნაში ეძებდნენ. ვიცოდი, თანაც როგორ, ერთხელ თუ ორჯერ დამიწერია სტატია ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და გაჭირვებაზე.  დარწმუნებული ვარ, არც თქვენთვისაა ეს სიახლე, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი, რომ ამ რეალობას ასე შევგუებოდი. ალბათ, პირველად არ ეძებდა ეს მოხუცი საჭმელს ამ ურნაში და ალბათ, არც მე ჩამივლია ამ ურნასთან პირველად.

მახსოვს, დედას ქუჩაში პატარა რომ დავყავდი, როგორი გრძნობა მეუფლებოდა მოწყალების სათხოვნელად გამოსული ადამიანების დანახვაზე. მახსოვს ეს გრძნობა დიდობაშიც, მაგრამ რამდენი ხანი გავიდა, რაც ეს გრძნობა არ გამჩენია, არ ვიცი. მიზეზი ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა რომ არაა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. და აი ახლა, ურნასთან რომ ვიდექი, ზუსტად ეს გრძნობა დაბრუნებულიყო, მაგრამ ერთი განსხვავებით, ახლა თვალებზე ხელის აფარება აღარ მშველოდა, ვიდექი, ვუყურებდი და ვიცოდი, რომ ვერაფერს ვცვლიდი.

ამ ფიქრებიდან “მარშუტკაში” მოჩხუბარი ქალის ხმამ გამომიყვანა. მაშინ შევამჩნიე,  მუსიკას რომ აღარ ვუსმენდი. ” ფულს არ გადაგიხდი, ხომ ხედავ მოხუცი ქალი ვარ და ძლივს დავდივარ, ერთი საათია გიყვირი გააჩერე-მეთქი.” მძღოლმა, ალბათ, მსგავს ამბებს შეჩვეულმა, არც პასუხი დაუბრუნა და არც მისი ჩასვლის შემდეგ დაუწყია ჩხუბი.

მე მუსიკის მოსმენას ვცდილობ, მაგრამ გუნება-განწყობილების შესაფერისსა თუ გამოსაკეთებელს ვერაფერს ვპოულობ და მცდელობა მცდელობად მრჩება.

მეტროში ჩასული თეკერეის “ამაოების ბაზარს” ვიღებ. ” მათი პარიზში ცხოვრება იოლად და ტკბ…” წიგნს ჩანთაში ვაბრუნებ. არც კითხვა გამომდის.

სასოწარკვეთილებამდე ისღა მაკლდა მეტროს ფანჯარაზე გაკრული რეკლამა შემემჩნია და ეგეც შევამჩნიე. კრედიტის აღებისკენ და საყვარელი ადამიანის გაბედნიერებისკენ რომ მოგვიწოდებდა. წითელი პომადით დაკოცნილი ბიჭის საზე, რომელსაც ხელში ფული უჭირავს უღიმის ჩემ გვერდით მჯდომ ბიჭს, რომელმაც მერამდენედ გადათვალა ოც თეთრიანები, არ ვიცი.

გვერდით მჯდომი ბიჭის გადათვლილი ოც თეთრიანები კი არა, ახლა შევნიშნე რომ არცერთ გაჩერებას არ ჩაუვლია ისე, ვინმე ფულის სათხოვნელად არ შემოსულიყო. ისიც შევამჩნიე, როგორ იდგნენ ვაგონის ბოლოში ბავშვები და როგორ ელოდებოდნენ თავის რიგს მეტროს მგზავრებისთვის ფული რომ ეთხოვათ.

ვდგები და მეტროდან გამოვდივარ.

მარჯანიშვილზე აღმოვჩნდი.

ფეხით წასვლა გადავწყვიტე უნივერსიტეტამდე და ისეთი შეცდომა დავუშვი, ჩემს უკანასკნელ ნერვის ძაფს რომ გაწყვეტდა.

ტროტუარზე გაჩერებულმა მანქანებმა ბავშვობის თამაში გამახსენა, “კლასობანას,” რომ ვეძახდით და რიცხვიდან რიცხვზე ნახტომებს რომ ვაკეთებდით, ოღონდ ამჯერად ნახტომებს მანქანებს შორის სიცარიელეში ვაკეთებდი.

ასეა თუ ისე რუსთაველის გამზირზეც აღმოვჩნდი და სულ ტყუილად გავივლე გულში იმედი, რომ ამჯერად უნივერსიტეტამდე დარჩენილ ათი წუთის გზაზე აღარაფერი გამიფუჭებდა ხასიათს. იმედი-მეთქი და ზუსტად მაშინ შევნიშნე ზურაბ ჟვანიასა და სანდრო გირგვლიანის გაპლაკატებული ცხედრები. მაშინ გავიგე ტერმინის “თვალები შუბლზე ამივიდას” მნიშვნელობა.

ეს იქით იყოს და უკაცრავად ! მაგრამ ჩვენ გვახსენებთ ამ ადამიანების სიკვდილს? ჩვენ ?! გმადლობ, ნუ შეწუხდებით ან თუ შეწუხებაა, ბარემ ქვევრში დამრხრჩვალი რაფალიანცის და მანქანაში მოკლული  კიწმარიშვილის პლაკატებიც გაგეკრათ.

არ ვიცი, მომეშველეთ ვინმე. მითხარით, არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში არანაირი კანონი, რომელიც მორალური, ფსიქოლოგიური გაუპატიურებისგან დაგვიცავს ?

უფს! მოიცა, პლაკატის ქვემოთ წარწერა: “დემოკრატიის ინსტიტუტი.”

ხოდა, თქვენი დემოკრატიის დედაც.

როგორც იქნა, შევაღე კავკასიაში ნომერ პირველი უნივერსიტეტის კარებიც..

3 thoughts on “მე მაინც ვხედავ

  1. ძალიან კარგად მესმის შენი, და ისიც, რომ ამ ქვეყანაში ფულის თხოვნა / მოთხოვნა უკვე მინიბიზნესად იქცა. ვერც ჩვენ ვმიჯნავთ ვის უნდა დავეხმაროთ და ჰოპ! მათხოვრობა შემოსავლის კარგი წყარო ხდება.

    Like

  2. კი, ეგ სხვა თემაა, რომელზეც სახელმწიფო კონტროლს ას ემარტივად ვერ დააწესებს, მაგრამიცის ხომ ფაქტია, რომ ხალხს , მართლა, ძალიან უჭურს და რომ სახელმწიფომ რასაც კონტროლი უნდა გაუწიოს , იმას არ აქცევს ყურადღებას

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s