“იყიდეთ ლიმონი”

ავტორი:ია ჩუბინიძე

როცა ქუჩაში დავხეტიალობ ადამიანებს ვაკვირდები და ვცდილობ იმ დღის განწყობის მიახლოებითი მაჩვენებლის გამოთვლას, შემდეგ კი  ვხვდები, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ბედნიერების სხივი და ღიმილი აკლიათ. მათი ნაკლებობა განსაკუთრებით იგრძნობა მოწყალების მთხოვნელთა თვალებში, რომელთა რაოდენობა ჩვენს ქუჩებში სულ უფრო და უფრო იზრდება. ასაკი კი ყველანაირია –  ჩვილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე. მათი დანახვისას  სამყარო იმ დროს შენთვისაც ნაცრისფერდება. განსაკუთრებით გულს გტკენს იმ ბავშვების თვალები, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩენიათ ბავშვურის სიხალასე. უყურებ მათ და საკუთარ თავს უსვამ კითხვას თუ რატომ გაიმეტა ისინი ცხოვრება ასე, რატომ არის, რომ ზოგს ყველაფერი დაბადებიდან ეძლევა, ზოგს კი არაფერი, თუ ყველაფერი დამსახურებაზეა დამოკიდებული, მაშინ  ამ პაწაწინა ჩვილმა განა ასეთი რა დააშავა?

ფიქრობ მათ მომავალზე და არ გინდა, შეეგუო იმ აზრს, რომ მათი ცხოვრებაც ისე უაზროდ ჩაივლის, როგორც ბევრი მათი მსგავსისა. მათ შემყურეს გულს გიკლავს იმის ყურება თუ როგორ უვარდებიან ბავშვები მოძარავ მანქანებს და ათასი გულისმომგები სიტყვით ცდილობენ მათ დაყოლიებას ნანატრი ხურდების მოსაპოვებლად, რაზეც ბევრი ზიზღით პასუხობს და ცდილობს მათ მოშორებას.

11106435_849851045088024_1580084265_nალბათ, ბევრ თქვენგანს შეზიზღებია მოწყალების მთხოვნელთა გაუბედურებული და ჭუჭყიანი ხელების მოკარება, აქაოდა არ დავისვაროთო, ალაბთ, ბევრს გაგიკრიტიკებიათ ისინი უზრდელობისთვის, მაგრამ, ალბათ, არც ისე ბევრი ჩვენგანი დაფიქრებულა ხშირად იმაზე, რომ მსგავსი ქმედებები მათი სასტიკი სოცილაური გარემოს შდეგია. როცა ამგვარ ფაქტებს აწყდები, სურვილი გიჩნდება თვალები დახუჭო და გაერიდო იქაურობას. მეც ბევრჯერ მსგავსი მოტივით გადამიხვევია გზიდან.  ხშირად, პატარა ბავშვის დანახვისას, ჩემს წარმოდგენებში იგი მომიწესრიგებია, თმები დამივარცხნია, გამომიწყვია ფერადი ტანსაცმლით, მასთან მითამაშია, მაგრამ ეს რეალურად არასოდეს გამიკეთებია, სწორედ ეს არის პრობლემა. მხოლოდ სურვილი მოქმედებაში მოყვანის გარეშე,  ვერაფერს შეცვლის.

ერთხელ, როცა ჩვეული რიტმით მივუყვებოდი სახლისკენ მიმავალ გზას, ფიქრებიდან ამ ოთხმა სიტყვამ გამომიყვანა: „ გოგონა ლიმონი იყიდე რა“, მისი წკრიალა ხმა და ანთებული თვალები დღემდე არ მავიწყდება, მან ისევ გამიმეორა იგივე, ოღონდ ამჯერად მორცხვობაშეპარული  ხმით, ბოლოს კი მადლობა ისე გადამიხადა, გეგონებოდა ამ სიტყვებს მთელი გული და სული  ამოაყოლაო. მახსოვს ნაყინი მინდოდა,  ვნანობ, რომ ნაყინზე არ დავპატიჟე, მეორე დღეს იქ ამ მიზნით გავიარე, მაგრამ ის უკვე აღარ დამხვდა.

მე არ ვიცი როგორია მისი ცხოვრება, იქნებ ძალაინ მძიმე, რადგან ასეთ დროს, თანაც  სიცივეში, ლიმონებს ყიდიდა, არადა, წესით მას უნდა უვლიდნენ, მის განათლებასა და ბედნიერ მომავალზე ზრუნავდნენ. მისი ასაკის მოწყალების მთხოვნელთა რიცხვი ჩვენს რეალობაში ბევრია, მათი რეალური რაოდენობაც კი არ არის დადგენილი, ზოგიერთ მათაგანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიც კი არ გააჩნია, თითქოს, არც არსებობენ.

მსგავსი ფიქრებით მოცული მივუახლოვდი ჩემი სახლისკენ მიმამვალ ჩიხს, სადაც კუთხეში შევნიშნე მოხუცი ბებო, რომელიც ასევე ლიმონებს ყიდიდა. მისის დანახვისთანავე თავში გამიელვა აზრმა:  ნუთუ ჩემს ლიმონიან გოგონასაც სიცოცხლის ბოლომდე იგივე ელის? ნუთუ ოცნებები მასთან ერთად დაბერდება? ნუთუ მისთვის საოცნებო სამყაროს ხილვა მხოლოდ მის ფანტაზიებში შეეძლება?  ალბათ, შესძულდება ლიმონი, რომელიც ჯერ კიდევ მასავით ხალასია, ყვითელი და პოზიტიურია, მაგრამ დროსთან ერთად ამ ლიმონსაც მისთვის ფერი შეეცვლება და მის აღქმაში დარჩება მხოლოდ სიმჟავე, რომლითაც იგი მუდმივად გაავლებს პარალელებს თავის ცხოვრებასთან, რომელსაც აღარ ექნება ხალასი ფერი და არც კარგი გემო, იქნება მხოლოდ  აუხდენელი ოცნებებითა და მტანჯველი ცხოვრებით გამოწვეული სიმჟავე და ტკვილი..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s