ცხოველთა დასაცავად მსვლელობა გაიმართა

10881504_439251322918101_1338532259625977273_n

ავტორი: ნანუკა კაიდარაშვილი

4 აპრილს, თბილისში, „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“-ის ინიციატივით, გაიმართა მსვლელობა ცხოველთა დაცვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ  იმ ახალი რეგულაციების მიღებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვით, პატრონი ვალდებულია დაარეგისტრიროს შინაური ცხოველი 6 თვის ვადაში და განმეორებითი რეგისტრაცია განახორციელოს ყოველ წელს.

ამგვარი რეგისტრაცია დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც პატრონმა უნდა გასწიოს, რაც შეიძლება ცხოველების მიტოვების მიზეზიც გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წესი მოითხოვს, მიტოვებული ძაღლების თავშესაფრებში განთავსებას, სადაც 10 დღის ვადაში პატრონის არ გამოჩენის შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ კანონით დადგენილი სანიტარული ღონისძიებები (სტერილიზაცია; კასტრაცია) და მიენიჭებათ უპატრონო ცხოველის სტატუსი.

„ცხოველთა მოვლა-პატრონობის ახალი პროექტის განხორციელების ინიციატივა საეჭვოდ ემთხვევა 2015 წლის თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. ვფიქრობთ დადგენილება მიმართულია უპატრონო ცხოველების გაადგურებისაკენ, რაც ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჩამოსული ტურისტებისთვის მეტად კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ დადგენილებას! ჩვენ არ გვინდა „სისხლიანი ოლიმპიადა“! “-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად. მხარდამჭერი მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და საკრებულოს შენობის გავლით პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s