დღეს მეც კენიელი ვარ

ავტორი: თამუნა გეგიძე

 “Слава Україні “  ცისფერ–ყვითელ ფერებში ჩაძირული სოციალური ქსელები. დროშებში გახვეული უკრიანელი გოგონების, დაზარალებული მოსახლეობის, გადამწვარი მაიდანის  და გულის ფორმაში მოქცეული უკრიანის დროშების ფოტოსურათებმა  ჩემი მთელი სამეგობროს თანადგომა და ემოციები გამოხატა.

 “Je suis Charlie »  ერთი ფრაზის ირგვლივ გაერთიანებულმა მსოფლიომ სიტყვის თავისუფლება დაიცვა. ევროპის ქუჩები  და სოციალური ქსელები შარლის თანამოაზრეების აქტივობამ შთანთქა. „მე ვარ შარლი“ განაცხადა საზოგადოებამ, რომელმაც ექსტირიმისტი მუსლიმების მიერ ფრანგული ჟურნალის შენობაში განხორციელებული ტერაქტი დაგმო. ფრანგი ერის ტკივილი მსოფლიომ იგრძნო.

პარალელურად კი  „ I am Palestinian child, all I want is freedom in my homeland” გაზიარებების ნაკლებობას განიცდის.  აქტუალური ვერ გახდა ღაზას სექტორში დაღუპული ასეულობით ბავშვის და უსახლკაროდ დარჩენილი პალესტინელების პრობლემები. ორ ქვეყანას შორის დაუსრულებელმა ომმა, ახალი ეტაპს მიაღწია და სიტუაცია ორივე მხარეს დაიძაბა. ამ დროს კი სოციალური ქსელები მასობრივმა პარანოიამ არ მოიცვა. რამდენიმე ადამიანმა დაზარალებული ებრაელი ქალის სურათი გააზიარა და აღნიშნა, რომ – ცუდია, როცა ტერორიზმის მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანი ხდება. უცხოურმა გვერდებმა ფეისბუქზე აქტიურად დაიწყეს ანტისემიტური პოსტების გავრცელება.  ჩემმა რამდენიმე facebook მეგობარმა ამაში პრობლემა დაინახა, სავსებით ლოგიკურად. თუმცა, პალესტინელი ბავშვების სიკვდილმა საერთო აღშფოთება ვერ გამოიწვია. ტრაგედია ქვეყანაში ტერორისტების არსებობამ შთანთქა. თითქოს პალესტინაში დაბადებული ბავშვის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია, ქვეყანაში მცხოვრები ტერორისტების გამო.  ბლოგები და ინტერნეტმედია დუმდა.

10394488_10204953844538797_8988567263148463134_n2015 წელი, 2 აპრილი , კენიისა და სომალის საზღვარზე, უნივერსიტეტში ტერორისტები შეიჭრენ და სტუდენტები დახოცეს.  ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. „The New-Yourk Times” ცნობით 147 ადამიანი დაიღუპა. სხვა გამოცემები  დამატებით 200 დაზარალებულის შესახებ საუბრობს. ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ტერორისტებმა სტუდენტები დახოცეს.  არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, პრობლემა იმაშია, რომ ახლაგაზრდების სიცოცხლე ტერორიზმა იმსხვერპლა. სოციალური ქსელები არ აჭრელებულა.

დღეს, 6 აპრილია ახალი ამბების თვალიერებისას შემთხვევით აღმოვაჩინე “The New-Yourk Times”–ის პოსტი და ქართულ გვერდებზე დავიწყე ძებნა, ინფორმაცია სულ რამდენიმე გვერდზე ვნახე. მეგობრების აქტივობებს გადავხედე და არსად შემეჩეხა პროტესტი, სინანული ან თანადგომა.  უფრო დეტალური ძიებისას აღმოვაჩინე, რომ „ქალთა მოძრაობამ“  6 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად,  სოლიდარობის აქცია დაგეგმა. ესე იგი საზოგადოება ფლობს ინფორმაციას, თუმცა სოციალური აქტიობის ბუმი მაინც არ შეინიშნება.  Facebook–ის ღონისძიებაზე, რომელსაც 750 კაცი ესწრება ინფორმაციის ველში წაიკითხავთ ამ ფრაზას : მაშინ, როცა ნებისმიერი მსგავსი ტერაქტი (იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო მისი განმახორციელებელი) ევროპასა ან ამერიკაში ხდება, მედია უფრო აქტიურად აშუქებს მომხდარს და ადამიანები უფრო ფართოდ გამოხატავენ სოლიდარობას. აფრიკის კონტინენტზე მომხდარმა ამ ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მოწინავე მედიის ყურადღება ვერ დაიმსახურა.“   ეს სიტყვები ჩემს მთავარ სათქმელს ეხმაურება. როცა უკრაინაში იღუპება ხალხი , რომელიც ჩვენს მეგობარ ერად მიგვაჩნია, ჩვენ განვიცდით. როცა ევროპის ცენტრში ხოცავენ ადამიანებს, მსოფლიო განიცდის, მაგრამ როცა ჩვენთვის უინტერესო ქვეყანაში, სადღაც შორს, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ჩვენ სოლიდარობის გამოხატვის პრობლემას ვაწყდებით.

პრობლემა მხოლოდ ჩვენში არ არის.  ზოგადად მსოფლიო დუმს და მედიაც ნაკლებ ყურადღებას უთმობს „არარეიტინგული საკითხების გაშუქებას“.  არადა, რეიტინგებს ჩვენ ვქმნით. თუ დღეს კენიაში დაღუპული სტუდენტები არ გვაწუხებს , თუ პალესტინელი ბავშვების ბედი უმნიშვნელოა, ხვალ ნუ მოვითხოვთ მსოფლიოს ყურადღებას და თანადგომას თუკი ვინმეს პოლიტიკური აგრესიის ან ტერაქტის მსხვერპლი გავხდებით. პრობლემის აღსაქმელად, სოლიდარობის გამოსახატად არ არის საჭირო მოდურ და აქტუალურ თემებს ვსდიოთ, ვიყოთ შარლი ან ვადიდოთ უკრაინა. საჭიროა პატივი ვცეთ ადამიანების სიცოცხლეს განურჩევლად ერისა, სქესისა თუ რწმენისა. დავგმოთ ძალადობა ყველგან და ვიბრძოლოთ ყველას უფლებების დასაცავად. თუკი ამისთვის საჭიროა ყველამ ერთად ვთქვათ – დღეს მეც კენიელი ვარ , მაშინ ნუღარ დავაყოვნებთ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s