აბორტის მოტივი – მშობლის გულგრილობა თუ სოციუმის შიში

 ავტორი: ანა დამენია

ერიხ მარია რემარკის ცნობილი რომანის „ტრიუმფალური თაღის“ ეპიზოდური გმირი ბუშე, „პაციენტებისთვის“ მფარველ „ანგელოზად“ წოდებული, 30-იანი წლებში არალეგალური აბორტების კეთებით ირჩენდა თავს, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო საფრანგეთში. არასასურველი ორსულობის შეწყვეტას ბევრი ესწრაფვოდა. კლინიკის აკრძალვის ფონზე კი ექიმბაშები ხსნას წარმოადგენდნენ, ამ სახიფათო პრაქტიკას ბევრის სიცოცხლე ეწირებოდა. ბევრი კი ბიოლოგიური შვილის ყოლის უნარს საერთოდ კარგავდა.

ათეული წლების გასვლის, საზოგადოების განვითარების და აკრძალვის მიუხედავად, დღესაც არსებობენ არაკვალიფიცირებული ექიმები, რომლებიც არალეგალურად აკეთებენ აბორტს. ეს ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფო, სამედიცინო და საკანონმდებლო სტრუქტურა ვერ გააკონტროლებს ბოლომდე მანამ, სანამ ქართული საზოგადოება სოციუმის შიშს არ დაძლევს და ქალებს არ მიეცემათ საშუალება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კომპეტენტური სპეციალისტების რჩევის გათვალისწინებით მიიღონ.

აბორტი პრობლემაა მაშინ, როდესაც ახალგაზრდა გოგო მიდის ექიმთან აფექტურ მდგომარეობაში და მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს პროცედურული ნორმების შესახებ და ექიმიც (ექიმბაშიც)  გულგრილად ეკიდება ამ საკითხს.

pregnetპრობლემაა, როდესაც ეს ყველაფერი ვიცით საიდან მოდის და მიუხედავად ამისა, საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგია ახალგაზრდებისთვის სქესობრივი განათლების მიცემის. თვით ტერმინი „სქესობრივი განათლება“ მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. კითხვაზე, უნდა იღებდნენ თუ არა სკოლებში სქესობრივ განათლებას ბევრს აქვს ასეთი პასუხი  – რა საჭიროა, დრო, რომ მოვა ყველაფერს გაიგებენ. სწორედ აქ არის პრობლემა, შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებს „თვითგაგება“ იწვევს.

აბორტის რაოდენობის შემცირებაზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, სექსუალური განათლების სისტემის დანერგვით უნდა დაიწყოს. თავდაცვის საშუალების სწორი და დროული გამოყენება საშუალებას მისცემს ახალგაზრდა გოგოებს თავი დაიცვან არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებებისგან, რომელიც არანაკლები პრობლემაა, ვიდრე არასასურველი ორსულობა.

ზოგადი დაკვირვებით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში აბორტის გადაწყვეტილების მიღების მოტივი არის ეკონომიკური სიდუხჭირე ან სოციუმის შიში – მარტოხელა დედობის შიში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალს ეშინია გახდეს დედა ქორწინების გარეშე, მას ეშინია საზოგადოების უარყოფითი რეაქციების, იმის, რომ გარიყავენ ახლობლები, მეგობრები. გახდება ჭორიკანა მეზობლების დამცირების ობიექტი. რა პასუხს გასცემს მშობლებს, რომლებსაც, კაცმა არ იცის, რა რეაქცია ექნებათ (უარეს შემთხვევაში სიკვდილი – უკეთეს შემთხვევაში სახლიდან გაგდება). მეორეს მხრივ, შესაძლოა ახალგაზრდას არ ქონდეს იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ მარტო გაზარდოს ბავშვი, გვერდით არ ჰყავს დამხმარე, რომელიც მასთან ერთად გაიზიარებს ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.

აბორტი ქალისთვის არც სასურველი ამბავია და მითუმეტეს არც ოცნება, მაგრამ სწორედ რომ ჩვენი სოციუმის წევრების ქცევა აიძულებს მას საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. რომ არა საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება, მათი ცრუ დოგმებსა და ღირებულებებზე აგებული ცნობიერება, სტატისტიკური მონაცემები ასეთი შემაშფოთებელი არ იქნებოდა. როგორც ცნობილია, საქართველო აბორტის მხრივ მსოფლიოში მოწინავე პოზიციას არ თმობს და კარგი იქნება, პირველ რიგში, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ სხვისი ცხოვრების მართვა და განსჯა მის პრეროგატივაში არ შედის..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s