მან კეტები ჩანთაში დურთა, შემდეგ რაც მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ

ავტორი: ნიკა ბახსოლიანი

შემდეგ რაც მოხდა, არც ისე შოკისმომგვრელია…

დასაწყისისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიის დაწერას ჯერ ინგლისურ-ქართული ჟურნალისთვის ვაპირებდი, შემდეგ შემრცხვა და გადავწყვიტე მხოლოდ ქართულად დამეწერა.

როცა სახლიდან ქუჩაში, სამსახურში, სასწავლებელში გავდივართ, ჩვენი ოჯახის ელჩები ვართ. ნებისმიერი ქმედება, ლოგიკურია, სხვა ადამიანებში ჩვენი ოჯახის შესახებ რაღაც წარმოდგენას ქმნის.

ასევეა უცხოეთში წასვლისას, ოღონდ ამჯერად თითოეული ჩვენგანი სამშობლოს ელჩია, რაც არ უნდა ქნათ, ადამიანებს გარკვეული წარმოდგენა უყალიბდებათ ქართველების და საქართველოს შესახებ.

„ნუ მოიპარავთ“ – გერმანელ ბიზნესმენი ისე შეწუხდა, იძულებული გახდა ეს წარწერა ქართულად ეთარგმნა და მაღაზიის ვიტრინაზე გამოეკრა…

Man-Stealing-Foodნება მომეცით, აღვწერო სიტუაცია, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად წააწყდებით საქართველოში:

საქართველოს მოქალაქე -X- რამდენჯერმე სწვევია უცხო ქვეყანას, ბოლოს სულ რამდენიმე კვირის წინ ევროპაში იყო გასტროლებზე, ეროვნული ცეკვების კონკურსზე, საკუთარ კულტურას აზიარებდა უცხოელებს. ახლა -X- ძმაკაცებთან ერთად უზის სუფრას. მეორე სადღეგრძელოა. ყვება თავის ევროპულ ვოიაჟზე – „ბიჭო, პირველ მაღაზიაში ისეთი გოიმი იყო დაცვა, ვერაფერი შენიშნა, მეორეზე კეტები ვდურთე პარკში, მაგრამ დამიჭირეს. პასპორტი მომთხოვეს, დამაბრუნებინეს და გამომიშვეს. აი, მესამეზე და მეოთხეზე უკვე დავამუღამე, კევები და სანთებელა დავითრიე და ისე გავედი, ვითომც არაფერი…“

სუფრის სხვა პატივცემული წევრები ღიმილით უსმენენ მის ბაასს და აღნიშნავენ, რომ ევროპული დაცვის სისტემა უაღრესად ბანძია და არაფრად ვარგა, მესამე მაღაზიაში მოპარული ჯინსი კი ქართველ X-ს განსაცვიფრებლად დააკვდა.

რა არის შემაშფოთებელი? მოდით, ამას პირამიდის ტიპის დიაგრამით წარმოგიდგენთ. პირამიდის წვეროზე წარმოდგენილია პრობლემა, რომელიც ამ სიტუაციურ ამოცანაში ჩემთვის ყველაზე ნაკლებ შემაშფოთებელია, ფუძეში კი – პრობლემა, რომელიც ჩემს გონებაში განგაშის ზარს ტეხს და თავზარს მცემს! შემთხვევითი არ არის ის, რომ მთავარი პრობლემა სწორედ ფუძეშია მოქცეული, სწორედაც ის არის ბაზისი და ყველა დანარჩენის სულის ჩამდგმელი.

სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ X-ის „ვაჟკაცობა“ ევროპულ მაღაზიებს 1-ერთეულით აზიანებს, საკუთარსა და ქვეყნის რეპუტაციას კი 100-ით, ამ პრობლემის აღმოფხვრას დიდი გასაქანი ვერ ექნება. თუ ჩვენ არ მივხვდით, რომ X-ის მავნებლობა, უშუალოდ და ინდივიდუალურად ჩვენთვისაა საზიანო, ვიქნებით ასე, ბარბაროსებივით უსასრულოდ.

რიგის სამიტი ახლოვდება, შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ეს ერთდროულად მახარებს და მაშინებს კიდევაც.

11141560_897932383581238_591908314_o.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s