ასურელი ბავშვები, ქართული მოსახლეობა და საპატრიარქო

ავტორი: დავით აბზიანიძე

იმ მასობრივი გენოციდის უკან, რაც დღესდღეობით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში: ლიბანში, კენიაში, ერაყსა თუ სირიაში მიმდინარეობს, ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ი დგას. ისინი ადამიანებს ხოცავენ, ცოცხლად წვავენ, თავებს ჰკვეთენ…

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ბავშვების წამების ამსახველი ვიდეოები. ისინი ამბობენ, რომ დაუწვეს სახლები და ემუქრებათ თავიანთი თანატოლების ბედი – კიდურების მოკვეთა და შემზარავი წამება ტერორისტების მხრიდან.

1 (1)ქართულმა საზოგადოებამ გამოთქვა დიდი სურვილი ასურელი ბავშვების დროებითი შეფარებისა, სანამ აღმოსავლეთში სიტუაცია ჩაწყნარდება და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დახმარებით გაერთიანდა ათასობით ქართველი და მიმდინარე კვირაში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში დაგეგმილია მშვიდობიანი აქციები ასურელი ბავშვების მიმართ სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ამასთან, ვრცელდება პეტიცია, სადაც რიგითი მოქალაქეები საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავენ, რათა ასურელ ქრისტიან ოჯახებს თავშესაფარი მისცენ. პეტიციას ამ დროისათვის 9000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს და ყოველ საათში ასობით მოქალაქე უერთდება მას (თუ თქვენც გსურთ, რომ შეუერთდეთ ამ ადამიანებს, გადადით ბმულზე: http://www.petitions24.com/113880).

ქრისტიანთა მასობრივ ხოცვაზე განცხადება გააკეთა საპატრიარქოს პრეს-მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა. მისი განცხადებით, ასურელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის.

ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს. ჩვენს მთავრობას აქვს ალბათ გარკვეული გეგმა. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა რაიმე ინიციატივით მივმართოთ საქართველოს მთავრობას, აღნიშნულზე ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიმყოფები საქართველოში და არ ვიცი საპატრიარქოში რაიმე ინიციატივას განიხილავენ თუ არა“ – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “აქცენტს” ბოტკოველმა. მან დასძინა, რომ საპატრიარქოში არდადეგებია, ის შვებულებაში იმყოფება და საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებს.

 3არ ვიცი, ვერ გეტყვით, არდადეგებია, მე შვებულებაში ვარ და თბილისში არ ვიმყოფები – აღნიშნა ბოტკოველმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ჩემდა გასაკვირად, მოსახლეობის უმრავლესობა ნეგატიურად შეხვდა ბოტკოველის ამ განცხადებას. გამიკვირდა, რადგან სასულიერო იერარქის მიერ გამოთქმული ნებისმიერი სახის აზრი, ფაქტობრივად, ყოველთვის მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერით სრულდებოდა. ის პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ხანებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს, სრულიად არაჰუმანური და ქრისტიანობის იდეას მოკლებულია. ვთვლი, რომ სასულიერო პირისთვის არანაირ მნიშვნელობას არ უნდა ატარებდეს სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის პოლიტიკა, როცა საქმე თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ფაშიზმია და სხვა არაფერი იმ ბავშვების მცირედით დახმარებაზე უარის თქმა, რომლებიც უმოწყალოდ იხოცებიან ბოროტი ხელის მიერ. ქრისტიანული მოძღვრების ამომავალი წერტილი არ არის სახელმწიფო, ეთნოსი თუ სხვა რამ, ქრისტიანობისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ამის შეხსენება მიქაელ ბოტკოველისთვის და არამხოლოდ მისთვის, მეტად საჭიროა.

„სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს“ – კვირას, 19 აპრილს 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაიმართება..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s