თვითმმართველობის მთავარი გამოწვევა

ავტორები: ნინო თეთრაული, ნიკა ბახსოლიანი

2014 წლის თებერვალში პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ დაამტკიცა. ახალმა კოდექსმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი გააერთიანა და თვითმმართველობას ახალი უფლებამოსილებები და ვალდებულებები დააკისრა, რაც მოიცავს თვითმმართველი თემისთვის მეტი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მინიჭებას, მათი საქმიანობის  კონტროლის პრემიერ მინისტრისთვის და შესაბამისი ზემდგომი ორგანოებისთვის მინიჭებას, საშტატო უწყების, თანამდებობრივი სარგოს და პრემიების განსაზღვრის სრულ უფლებამოსილებას. კოდექსის ამოქმედება კი ამავე წლის ივნისში ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოხდა. საინტერესოა, რა გამოწვევების წინაშე დადგნენ მუნიციპალიტეტები ახალი კოდექსის ამოქმედების შემდგომ.

question-markუმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ კოდექსი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში, რაც თავისთავად გულისხმობს საქმიანობის გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ და აქტუალურ პრობლემებზე კონცენტრირებას. აღნიშნულის მიუხედავად, მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა დღემდე ძალიან დაბალია. ამის გამომწვევი პირველი მიზეზი თავად თვითმმართველობის პასიურობას უკავშირდება. მეორე – მოსახლეობაში დაბალ სამოქალაქო აქტივობას, მესამე კი უნდობლობას.

თვითმმართველობის პასიურობა უმეტეს შემთხვევაში პრაქტიკის დეფიციტთანაა ასოცირებული. ‘’სტუდენტები თვითმმართველობის’’ პროექტის ფარგლებში ჩატარებული გამოკლევების საფუძველზე,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამგეობებში არ არის დანერგილი უკუკავშირის დამყარების ეფექტიანი მეთოდები, არსებული უკვე მოძველებულია ან/და ხშირად არ ხორციელდება. მოსახლეობა ერთპიროვნულად აღნიშნავს, რომ მთავრობას ხალხის აზრი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. გამგეობების ნაწილში არსებობს დრომოჭმული შეხედულება, რომ მოსახლეობის აზრი არც თუ ისე მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებენ, ეს კი თვითმმართველობას უშლის ხელს და გამგებელ/მერმმართველობას აყალიბებს.

მეორე მიზეზის გამომწვევ ფაქტორებს მივყავართ იმასთან, რომ უკუკავშირის პრაქტიკა არც მოსახლეობაში არსებობს. მათთვის სიახლეა ის, რომ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს შესაძლებლობა მათ წინა ხელისუფლებების დროს, განსაკუთრებით კი კომუნიზმის პერიოდში არ ჰქონდათ. ხშირად მოსახლეობას ინფორმაციასაც კი არ აქვს მათ ხელში არსებული ბერკეტის შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმეტესად რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და აქტივობის დონე ძალიან დაბალია.

მესამე მიზეზი მოსახლეობაში არსებულ უნდობლობას უკავშირდება. გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ხალხს ეჭვი ეპარება გამგეობის კადრების კომპეტენციაში, ისინი ასახელებენ ნეპოტიზმისა და პროტექციის შემთხვევებს. შემდეგი ყბადაღებულ პრემიებს უკავშირდება, ადვილია ეჭვი შეიტანო ბიუჯეტის გადანაწილების არამართებულობაში და ძნელია იფიქრო ის, რომ საკუთარი აზრი მუნიციპალიტეტის მიერ რეალობაში ტრანსფორმირდება და გამგებლის ძვირადღირებულ ავტომობილს არ მოხმარდება. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში აზრის დასაფიქსირებლად მისვლისას, სათანადო ყურადღება არ ექცევა, ან აგდებულ დამოკიდებულებასშეიგრძნობს, ეს კი უნდობლობას ამყარებს.

მიჩნეულია, რომ თვითმმართველობებს დემოკრატიის აყვავებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ. თუმცა რაოდენ დემოკრატიულია პრემიები, ნეპოტიზმი და ტატამი, რთულია, ითქვას..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s