არა – სიძულვილის ენას!

ავტორი: ნინო თეთრაული

წელიწადზე მეტია, მე და ჩემი მეგობრები,,ვარეპორტებთ’’ სოციალური ქსელის ერთ-ერთ გვერდს, სახელწოდებით ,,წავიდეს ყველა ზანგი საქართველოდან’’. თუმცა უშედეგოდ – სოციალური ქსელის (facebook) სისტემისთვის აუცილებელია ასობით ადამიანმა გამოხატოს პროტესტი, რათა გვერდი დაიბლოკოს.

ეს ერთ-ერთია იმ ათასობით ჯგუფიდან და გვერდიდან, რომელიც რასისტულ, ჰომოფობიურ სახელწოდებას ატარებს, ამ გვერდებიდან კი ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები.

hate speechპრობლემის არსის სრულად გასაანალიზებლად, პირველ რიგში განვიხილოთ რა არის სიძულვილის ენა: სიძულვილის ენა წარმოადგენს როგორც ვერბალურ, ასევე წერილობითი გამოხატვის ფორმას, რომელიც მიმართულია რომელიმე ინდივიდუალის, ან კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ მათი ეთნიკური წარმოშობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიური აღმსარებლობის, გარეგნობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის გამო. როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ყველაზე ხშირად სხვადასხვა უმცირესობები აღმოჩნდებიან ხოლმე სამიზნედ, როგორც საზოგადოების ყველაზე სუსტი და ხშირად დაუცველი ნაწილი. სიძულვილის ენის ფორმები და გავრცელების არეალი კი გაცილებით ფართოა სოციალური ქსელების შექმნის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ქვეყნებში სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ გენოციდის ან სხვა კატეგორიის დანაშაულის ინიცირებას უწყობს ხელს(კანადა,ბელგია). ევროპის ზოგ ქვეყანაში კი სიძულვილის ენის გამოყენება ტოტალურად აკრძალულია(დანია). ჩვენი კონსტიტუცია, სიტყვის და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს გარანტირებულს ხდის და მათი შეზღუდვის მიზეზად, მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებს ასახელებს(მაგ.: როდესაც საფრთხის წინაშე დგება სახელმწიფო უშიშროება, ტერიტორიული მთლიანობა). საგულისხმოა, რომ დღემდე ჩვენი კანონმდებლობა ტერმინს, ‘’სიძულვილის ენას’’ არ ცნობს არანაირ კონტექსტში.

საქართველოში, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ყოველდღიურად ისმის გარკვეული გავლენის მქონე პოლიტიკოსებისგან თუ ცნობადი სახეებიდან. აღნიშნული მოვლენა იმდენად ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, რომ აღარავის უკვირს რომელიმე საჯარო მოხელის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური, დისკრიმინაციული, ეთნოცენტრული განცხადება.  დღევანდელ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს და კომენტარებს მძიმე შედეგები მოსდევს. განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, – ე.წ ბულინგი- ჩაგვრა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა,  მათ შედეგებს კი იმდენად გვიან ვხედავთ, რომ გამოსწორება ხშირად უკვე შეუძლებელია.

ამის შემდეგ ლოგიკურად ისმის კითხვა: როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას? ევროპის საბჭოს მიერ 2012-2014 წლებში განხორციებული ონლაინ კამპანია, ევროპის მრავალ ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც მოიცავდა. კამპანია ორიენტირებული იყო სიძულვილის ენის და მისი უარყოფითი რეზულტატების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე(მეტი ინფორმაციისთვის: nohatespeechmovement.org ). თუმცა, ევროსაბჭოს თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ ინიცირებული კამპანია ვერ მოგვცემს იმაზე დიდ შედეგს, ვიდრე თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯი სიძულვილის ენის წინააღმდეგ – არააგრესიული, არგუმენტირებული დიალოგი ჩვენს გარშემომყოფებთან, ონლაინ-მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ე.წ დარეპორტება იმ Facebook გვერდების, რომლებიც ატარებენ სიძულვილის ენის გამომხატავ სახელწოდებებს და განსაკუთრებით, – დიალოგი უმცროს თაობასთან ბულინგის უარყოფით შედეგებზე..

One thought on “არა – სიძულვილის ენას!

  1. არა – სიძულვილის ენას!
    no hate speech !!!
    ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული ყველა პრობლემა ამ თემასთან დაკავშირებით.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s