ლგბტ პირთა მიმართ სოლიდარობის აქცია

ავტორი: ია ჩუბინიძე

2015 წლის 17 მაისს, თბილისში, ჰომოფბიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვასადხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

შეკრების მიზანი, აქციის ორგანიზატორების თქმით, ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო. „აქ შეკრებილი ადამიანები ვუცხადებთ სოლიდარობას ყველა ადამიანს და ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება“, – თქვა ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა რეხვიაშვილმა.

DSC_0756არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გააცნეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,  2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის კონტრდემონსტრანტების მიერ დარბევის გამო საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზრაურება დაეკისრა. გადაწყვეტულებაში ხაზგასმული იყო ისიც, რომ სახელმწიფოში ადამიანებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა, დაუშვებელია კონტრაქციებით აქციების დარბევა და სხვა.

მრგვალ ბაღთან, სადაც აქცია გაიმართა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყო პოლიცია. შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, აქციაზე დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით იყო შესაძლებელი..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s