ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ილუზია

 ავტორი: მარიამ მენაბდე    

იმ საღამოს ტროტუარზე ჩამომჯდარი პატარა გოგონამ ხურდა ხომ არ გექნებათო, მობუზულმა მთხოვა. ჯიბეები მოვიჩხრიკე და   ხომ არ გცივათქო ვკითხე,  ამაყი და  გადაღლილი თვალებით მანიშნა :  „მერე რა რომ მცივა, განა ეს რა მოსატანიაო.“  შემრცხვა,  2 მაისური რომ მეცვა, ნათელი ბავშვობიდან რომ მოვდიოდი და ჩემი ცხოვრება ამ ბავშვის 7-8 წლის ცხოვრებასთან შედარებით დრამებისგან რომ იყო გაფილტრული. იმ დღეს ყურსასმენებით იდეალურ სამაყაროში რომ მოვაბიჯებდი, ილუზიები ერთმა მზერამ დამიმსხვრია.

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

beggarდღეს შვილებზე გადაყოლილი დედები ბავშვებს ზეიმებზე დაატარებენ, ტკბილეულობას არ აკლებენ, სითბოსა და ყურადღებას ჩუქნიან. ქუჩაში მყოფი ბავშვები კი ზრდასრულები დაიბადნენ, მათ ბავშვობა არ ჰქონიათ.  მათ არავინ არაფერს ულოცავს, ისინი პატარობიდან შეეჩვივნენ ცხოვრებისეულ სიმკაცრეს, როცა ბევრი ჩვენგანი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში წავაწყდით მას; ისინი პატარობიდანვე შრომობენ, როცა ბევრი ჩვენგანი მუშაობას თაკილობს, ისინი არ ტირიან, როდესაც  სცივათ. ისინი ქუჩის ბავშვები არიან და ნაჩუქარი ხურდა ფულით თამაშობენ,  ჩვენ კი სახლის ბავშვები ვართ, მილიონი თოჯინა რომ გადაგვიყრია მობეზრებისას. ჩვენთვის მშობლებს ყველაფერი ემეტებათ, მათთვის კი ბუნებამ მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტი გაიმეტა, ისინი დანაკლისის გრძნობასაც კი მოკლებულნი არიან, რადგან არასდროს არაფერი ჰქონიათ, მისი არქონა რომ იგრძნონ.

როდესაც ცხოვრება ნაუცბათევ და დაუგეგმავ ცვლილებებს დაგვატეხს ხოლმე თავს, ყველა  ჩვენებურად ვპასუხობთ მას: ზოგი უშრეტ ოპტიმიზმს გამოვიჩენთ, ზოგი სისხლში გამჯდარ პესიმიზმს,ზოგიც ბასრი ირონიით  მიიღებს გამოწვევას. ხოდა მეც დავფიქრდი,  ნეტა როგორ უპასუხებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს ის პატარა ქერათმიანი გოგონა, რომელიც გუშინ საღამოს მოწყალებას ითხოვდა.საკმარისად ძლიერი აღმოჩნდება იმისთვის,  რომ გაუძლოს ყველა  განსაცდელს, თუ ზედმეტ გმირობას მოვითხოვთ მისგან ?  იქნებ ეს მისი საუკეთესო წლებია და წინ უარესი რამ ელის. თუ თავი მშვიდად რომ ვიგრძნოთ, ყველაფრის ჰოლივუდური სცენარით განვითარებას ვამჯობინებთ ?

ბავშვობაში მჯეროდა, რომ ფრთები ამომეზრდებოდა და ავფრინდებოდი, ჩემთან ერთად ამის ჩემს მშობლებსაც სჯეროდათ. დღეს კი სხვის წატეხილ ფრთებს და მიწაზე დანარცხებულ ბავშურ სახეს რომ ვუყურებ, გული მიმძიმს, რომ ამ პოსტის დაწერის მეტი ვერაფერი მოვიმოქმედე.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !

იმედია, საკუთარი გონების  უსიამოვნო ფიქრებისგან  დაცვის ნაცვლად, ოდესმე იმ ბავშვების  დაცვასაც მოვკიდებთ ხელს, ვისაც ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ..

One thought on “ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ილუზია

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s