ვაჭრობა ქრისტესთან

23-8 ავტორი: შაკო ჩიხლაძე  

ბევრი სისხლი

ოქრო, ვერცხლი, ხო, ვერცხლი ის ვერცხლი, რაზეც ის გაყიდეს

ჯიპები, შავი ჯიპები – იმდროინდელი ბედაურები, არადა თვითონ სახედრით შევიდა იერუსალიმში

სასწაულის მოლოდინი – ყველგან მისი ძიება, არადა ჯვარზე გაკრულმა ხელი არ გაანძრია,რომ რწმენის თავისუფლება არ დაეკარგა ადამის მოდგმას

ვაჭრობა მასთან ყველგან და ყველაფერში – არადა ხელი დაავლო კეტს და გაყარა ვაჭრები მან ტაძრიდან

თან ისეთი ვაჭრობა, აი კორუფციული გარიგება, ქრთამები(მსუყე ქრთამები) ბონუსებად რომ უნდა დაგვხვდეს იქ სამსჯავროზე

და მაინც რატომ გავხადეთ ქრისტე მოვაჭრე? მოვაჭრე ჩვენი ყოფიერებით? პატიოსან ვაჭრობას კიდევ ვინ დაეძებს, კორუმპირებულად ვაქციეთ და ჩვენი საზოგადოების დაუშრეტელ ფანტაზიებზეა დამოკიდებული ქრთამის ფერი, წონა ზომა და ფასი

რიტორიკული შეკითხვების კასკადი იქით იყოს და ფაქტია, რომ დღესდღეობით კორუფციული გარიგებით ჩვენი საზოგადოება საკმაოდ წინ წავიდა, წინ წავიდა და გადაუსწრო ბევრ ისეთ ფაქტს, რაც ბნელი შუა საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ევროპაში.

რატომ ოქრო-ვერცხლი?

მსხვერპლშეწირვა ეგ არახალი ფაქტია ადამიანის აზროვნებაში. მსგავსი შემთხვევები თითქმის ყველა ისტორიულ რელიგიურ მიმდინარეობას ახასიათებს, სხვაგანაც ქრთამავენ ბუდას, შივას, ამატერასუს, მაგრამ ეგ რა შეღავათი ჩვენი საზოგადოებისთვის?

ასეთი რთული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ჟამს მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელსაც ან ეზარება იმ რიტუალებისა თუ სხვა წესების შესრულება, რაც ქრისტიანულ წმინდა წიგნებშია გადმოცემული, ან დრო არ აქვს გადაწყვეტს, რომ შეიძლება უფრო მარტივად გავიდეს ფონს და იწყება საჩუქრების უხვი ნაკადი მონასტრებისადმი, კონკრეტულად სასულიერო პირებისადმი და აშ. რომლის მიზეზი, ზემოთაც ვთქვი, ბონუსებია სამსჯავროზე.

რატომ სასწაულის მოლოდინი?

“თუ მესია ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენც გადაგვარჩინე” დაახლოებით ასეთი სიტყვებით მიმართა ავაზაკმა ქრისტეს ჯვარცმისას, რა იყო მისი ქმედება?

თავისუფლება, რწმენისა და არჩევანის, დადგა და მიიღო მან თავისი განაჩენი, თუმცაღა მისი ეს ნაბიჯი, რასაც ავაზაკი ითხოვდა, ალბათ, ყველაფერს გაცილებით გაამარტივებდა,

ჩვენ კი  რწმენაშერყეულები გაფაციცებით ვაშტერდებით ცეცხლს ან სხვა ტიპის ხელშესახებ ფაქტებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ის და ღირს მისთვის ქრთამის მიცემა, თორემ ხომ ჩაგვეყარა ყველაფერი წყალში

სამწუხაროდ მე არ ვიცი რა არის სამყაროს შემოქმედის მიზანი, მაგრამ მეეჭვება მას სურვილი ჰქონოდა თავისი შექმნილთან სავაჭრო ურთიერთობებით დაკავებულიყო, მით უფრო – გარიგებებით – თუ შეუსრულებს სურვილს, სამაგიეროდ მიიღებს შესაწირს უხვად და ეს გრძელდება დაუსრულებლად ჩვენს გონებაში.

დღეები გადის, რიტუალები ტარდება, გარიგებები იდება, ვეჭვდებით, მერე ცეცხლი ინთება და ისევ ვიწამებთ მას. ხოლო ქუჩაში მოხუცი ბებო ისევ ხელგაწვდენილი ითხოვს პურის ფულს, მაგრამ ხსნის გზა ხომ მასზე არ გადის და ხომ ჯობია უფრო გავლენიან ლობისტებს მიეცეს პრადო, ჩაგვიწყობს ალბათ სამსჯავროზე..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s