მე, შენ, ჩვენ ერთად – თბილისისთვის

ავტორი: თამუნა გეგიძე

16.06.2015 2:41 გაწვიმდა . ეს წინადადება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ შეიძენდა, რომ არა 13 ივნისს განვითარებული საბედისწერო მოვლენები.

წვიმა, თავსხმა წვიმა. მდინარე ადიდებული და აბობოქრებული. სანიაღვრე არხები – გაჭედილი. გზები პარალიზებული. მოსახლეობა დაზარალებული.

გარდაცვლილები. პანიკა, შიში, ტალახი , წყალი.

წყალს გაყოლილი სიცოცხლე, ზოოპარკი, გზა.

თავდადება, თავგანწირვა, გმირები. პოლიტიკოსები, მაშველები, რიგითი მოქალაქეები, ზრდასრულები, ახალგაზრდები, მოხუცები წელამდე ტალახში სიცოცხლისთვის.

გათენდა ყველაზე გრელი ღამე. გათენდა დაკარგულ მოქალაქეებთან, ქუჩაში გამოქცეულ ცხოველებთან და დაზიანებულ ქალაქთან ერთად. ისევ შიში და პანიკა.

ფოტო: თამუნა გეგიძე

ფოტო: თამუნა გეგიძე

საძიებო პროცესები, გადაკეტილი გზები. უშინაარსო და უადგილო განცხადებები, შეფარული პოლიტიკური ომი, არადეკვატური შეფასებები, ქუჩაში მოხეტიალე ცხოველები , ტყვიები ტრანკვილიზატორის ნაცვლად, შეშინებული და გაღიზიანებული მოსახლეობა.

საპირწონედ კი  ასეულობით, ათასობით მოხალისე, ახალგაზრდები, ბავშვები, ზრდასრულები და მოხუცებულებიც კი,  ხელში ტანსაცმლითა და საჭმლით სავსე პარკებით ქალაქს მხარდაჭერის ტალღად მოეფინენ, იმედი და ძალა შემოიტანეს. ნიჩბები , ბოტები, ხელთათმანები , ტალახი და საოცარი ერთსულოვნება. კომპანიები, ბიზნესმენები, სასწავლებლები, ბანკები და საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის, ლამის უწყვეტი ნაკადი დაზარალებულთა ფონდში.

ყველა ერთად სიცოცხლისთვის, ერთად მხარდაჭერისთვის, ერთად ქალაქისთვის – ასეთი მდგომარეობაა დღეს ჩვენს დედაქალაქში. ქალაქში, რომელსაც მსოფლიო უდგას გვერდით. ჩვენი ახალგაზრდების თავდადებამ დღეს ისე შეკრა ერი, როგორც არასდროს.

დღეს დაინგრა სტერეოტიპები – ამ თაობას არაფერი ეშველება. დღეს დამტკიცდა, რომ სუსტი სქესი არ არსებობს. დამტკიცდა, რომ პატრიოტიზმს წარმომავლობა და კანის ფერი არ განსაზღვრას, ქართველობას არ განსაზღვრას. დამტკიცდა, რომ მიუხედავად წარმომავლობისა, რელიგიური თუ ეთნიკური მიკუთვნებულობისა, მიუხედავად შეხედულებათა სხვაობისა, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჰუმანურობა ის მთავარი ფაქტორია, რომელიც ქალაქს გადაარჩენს, ფეხზე დააყენებს და ყველაფერს გააკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, რომ დაზარალებულებს დაეხმაროს.

დღეს ჩვენ ერთად ვართ, ბევრნი ვართ და ყველას ერთნაირად გვიცემს გული ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის პატრიოტიზმი, ამიტომაც გვეშველება, აუცილებლად გვეშველება!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s