მე, შენ , ის

ავტორი: თამარ გეგიძე

ორიოდ სიტყვით აღგიწერთ ქართველი სტუდენტების ბედს.

მე ვსტაჟიორობ,

შენ სტაჟიორობ,

ის სტაჟიორობს,

ჩვენ სამუშაო გამოცდილება არ გვაქვს.

მოთხოვნები მაღალია, კრიტერიუმები – რთული, სწავლა – არაეფექტური, დასაქმება -თითქმის შეუძლებელი.

გამოცდილება აუცილებელია, გამოცდილების მიღების შანსი უტოლდება ნულს.

პრაქტიკა მნიშვნელოვანია , პრაქტიკული კურსები ნაკლებია.

სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად არ ითვლება, ანაზღაურებადი სტაჟირება ლამის ლეგენდად იქცა,  სტაჟირებაში თანხის გადახდა მოდური ტენდენციაა.

მე ვსწავლობ,

შენ სწავლობ,

ის სწავლობს,

განათლება გვაქვს, რეალიზების შანსი – თითქმის არა.

მე დიპლომი მაქვს,

შენ დიპლომი გაქვს,

მას დიპლომი აქვს,

ჩვენ ტაქსისტები და დალაქები ვართ. ანეგდოტად ქცეული მწარე რეალობა, მხოლოდ საბჭოთა კავშირში განათლებამიღებულ ორდიპლომიან ტაქსისტებს კი არა, უკვე ჩვენც გვიკაკუნებს კარზე.

მე ნაცნობი მყავს,

შენ ნაცნობი გყავს,

მას ნაცნობი არ ჰყავს და უმუშევარი რჩება.

ნეპოტიზმი, როგორც დასაქმების პირველი იმედი და მტერი.

მე უსაფროდ ვარ,

შენ უსაფრთხოდ ხარ,

ის დაზღვეული არ არის.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს უამრავი ადამიანი ზარალდება და იღუპება.

მე უმუშევარი ვარ,

შენ უმუშევარი ხარ,

ის უმუშევარია.

ქვეყანაში კი დასაქამების ინდექსი იზრდება.

umushev_done_.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s