რაღა დაგვრჩენია ტირილის მეტი

ავტორი: სალომე აფციაური

არაფერი?.. არ ვიცი. ბავშვობაში იმიტომ ვტიროდით, დედამ რომ დაგვტუქსა ან დაგსაჯეს და მეგობართან სათამაშოდ არ გაგვიშვეს. მერე, ცოტათი წამოზრდილები, ვტიროდით ჩვენს „ქრაშზე“, ჩვენს თავს რომ სხვა ვიღაც არჩია. უკვე ზრდასრულები ვტირით, რომ ჯოჯოხეთში ვართ, რომ ცხოვრება გაძვირდა, გვშია, სამსახური არ გვაქვს, მთავრობა არაფერს აკეთებს. ვტირით. ხმამაღლა თუ გულში. უცნაურია, რომ პრობლემათა სიმძიმე იცვლება, გამოხატვად კი მაინც ტირილი შევიტოვეთ.

tumblr_nrg5432UWh1slibb1o1_540რატომ ტირიან ხოლმე მაინც. სტკივათ? მოლოდინები არ გაუმართლდათ? მოტყუებულად იგრძნეს თავები? რატომ ვამყოფებთ თავებს სევდაში და ტირილით მხოლოდ მცირეოდენ სითხეს თუ გამოვყოფთ სხეულიდან, გვეშველება?

ბავშვობაში მიგიმართავთ მეთოდისთვის? – „მოდი ახლა ვიტირებ, მშობლებს შევეცოდები და სურვილს შემისრულებენ. ოღონდ შენ არ იტიროო, მეტყვიან.“ ზოგჯერ მგონია, რომ დღესაც ამ მიზეზით ვტირით, რომ გვაქვს მოლოდინი, ან უფრო სწორად, ილუზია, რომ ვიღაც გამოივლის, შევეცოდებით და გამოგვისწორებს სიტუაციას. თუკი მტირალნი დავიბადეთ არ ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარ საუნდტრეკადაც ტირილი უნდა გავიხადოთ.

მე ტირილს კონფორმისტულ პროტესტს ვუწოდებ. ბედნიერების გამო ხომ იშვიათად გვდის ცრემლი და მხოლოდ ის გვატირებს, რაშიც უსამართლობას ან ბოროტებას ვხედავთ. მაგრამ ცუდია, გული ამოგვიჯდება ხოლმე, დავიღვრებით ცრემლებად და რაღაც ხანის მერე კი ვმშვიდდებით, გადავდივართ სლუკუნზე და მერე საბოლოოდ ვჩუმდებით, ესეც გვღლის და ვეგუებით.. ვეგუებით, რომ სამსახურს ვერ ვშოულობთ და მშობლების კმაყოფაზე ვაგრძლებებთ ცხოვრებას. ვეგუებით რომ მთავრობა ასეთია და ველით როდის ამოიწურება მათი მმართველობის ვადა. ზოგი ეგუება, რომ ქალია და ბევრ რამეს ითმენს, ზოგი თავის ჰომოსექსუალობას ეგუება და ჩუმადაა. ყველანი ტირიან და წინააღმდეგობას საკუთარ თავებს უწევენ-შეიკავონ ცრემლი და ასე ყელში ბურთგაჩხერილებმა განაგრძონ.

მე მგონია, ყოველნაირი ცნება, ლიბერალიზმი, დემოკრატია, ფემინიზმი, ყველა, სადღაც ზემოთ თაროზეა შემოდებული. ჩვენ ვსწავლობთ მათ არსს, თითქოს ვიცით რა რა არის, მაგრამ მაინც თავს ვიკავებთ მივწვდეთ და მოვირგოთ. და ეს ყველაფერი სისულელეა. თითქოს ქვეყანა, ჩვენ, მთავრობა, მოკვდა და დავტირით, რომ ფეხზე ვერ წამოვაყენებთ და ტირილიც ინსტინქტურად მოგვდის, რამეს კეთებად და საქმედ რომ ჩაგვეთვალოს ჩვენივე ტუილად შრომა.

მე მგონია, ადამიანების უმეტესობას უყვარს თავისი თავი და ყველაზე ადვილად მასვე პატიობს შეცდომებს. ხოდა, ყველაფერში თუ არა, ზოგიერთ რამეში  მაინც რომ გვეძებნა ჩვენი ნეგატიური წვლილი, იქნებ აღარ ავტირებულიყავით. ჩვენ რომ ვიღაცამ გაგვქურდა იქნებ ეს ჩვენი შეცდომაა როგორც საზოგადოების, რადგან მისი ერთი წევრისთვის გარემოს ფუნქცია გვეკისრა და ჩვენვე ირიბად ვუბუძგეთ. ან, როცა ვიგებთ რომ ჩვენ გვერდით ქალი დაჩაგრეს ან მოკლეს და გული შეგვტკივა, გავიხსენოთ, იქნებ ჩვენც შევსწრებივართ სიტუაციას „ბოიფრენდს“ აბუჩად რომ აუგდია გოგო, რომ წაურტყია და ჩვენ გვერდით ჩავუარეთ და არაფერი გავაკეთეთ.  როცა სამსახურს ვერ ვშოულობთ, იქნებ ესეც ჩვენი პრობლემაა, რომ დასაწყისშივე რაღაც ბოლო საფეხურს, მაღალანაზღაურებადს ვეპოტინებით, საიდანაც უარით გვისტუმრებენ. და თუ ეს ყველაფერი მაინც მთავრობის ბრალია, გავიხსენოთ, იქნებ არჩევნებზე ჩვენვე დავუჭირეთ მათ მხარი.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ტირილი მარტივი გამოუვლობაა და გამოსავალი, გაუმჯობესება, ცვლილება, განთავისუფლება, კანონმორჩილება, სხვებს კი არა, საკუთარ თავებს უნდა მოვთხოვოთ. მარტო, ჩაკეტილ ოთახში დაცლა დაგროვილი ემოციებისგან , პრობლემას  არ აგვარებს და მუდმივად უკმაყოფილო, დაჩაგრულ, მცირედ არსებებად გვაგრძნობინებს თავს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s