ლოცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ავტორი: ირინა რურუა   

-ღვედი შეიკარი!
-მირჩია წითელი სამარშუტოს მძღოლმა და სავარძელზე ჩამოჯდომაც არ დამცალდა ისე უმალ შევეჭიდეთ თბილისისაკენ მიმავალ გზებს.

რთული ყოფილა ცხოვრება. გასაჭირი როდის წამოგეწევა წინასწარ ვერასოდეს მიხვდები. აი, ასე – აჩერებ სასურველ ტრანსპორტს და არ იცი, რამდენად ექსტრემის მოყვარული მძღოლი შეგხვდება. აჩერებ და იმედოვნებ, რომ შენი შინ დაბრუნების შანსი თანდათან ნულს არ გაუტოლდება.

როცა დღის განმავლობაში უძვირფასეს რამდენიმე საათს მგზავრობაშიი ატარებ, ძალიან ბევრ რამეზე გეფიქრება. ძირითადად ცუდზე, რადგან არსებული სიტუაცია ოპტიმიზმის საშუალებას არ გაძლევს.  ფიქრობ გადავსებული სამარშუტოებით მგზავრობა  როგორ შეიძლება მარტივად გახდეს წამების თანამედროვე საშუალება.

მარშუტკაამქვეყნად ყველაფერს შესაძლოა მოვუძებნოთ დადებითი მხარე, მათ შორის უკიდურესად მძიმე შემთხვევებსაც.
განმარტოებით სიკვდილზე არასოდეს მიოცნებია და ამ ბოლო დროს მგზავრობისას შეზღუდული პირადი სივრცეც მაბედნიერებს.

ლოცვა აძლიერებს ადამიანსო და სწორედ ამ იმედით ვლოცულობთ 22-დან 20 მგზავრი გულმხურვალედ, გადარჩენისთვის.

სატრანსპორტო საშუალებები ელასტიურობით არ გამოირჩევიან, არც ხმარებაში გაწევა ახასიათებთ. თუმცა ფაქტია, რომ „წინამძღოლების“ უმრავლესობა ამ სიახლის ეფექტურად დანერგვას, მგზავრების ნერვების გამოცდის ხარჯზე ცდილობს. გადავსებული სავარძლები და დამატებით გამოჩენილი მგზავრები მძღოლების ფანტაზიას უშრეტი ენერგიით ამარაგებენ და ფრთებს ასხამენ არაკომფორტულ, მწვალებლურ წუთებს.

პრინციპში ამ ეტაპზე არაფერი მაოცებს. ტაბურეტკიანი და მფრინავი ყოვლისშემძლე სამარშუტოები ხომ ჩვენი ყოველდღიურობაა.

მივაპობდით გზებს თბილისისაკენ, წითელი, ოთხ ბორბლიანი „რაშით“. მაქსიმალური შემართება და დაძლეული საცობები რჩებოდა უკან. ტრანსპორტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აქვს ფრთები, ნიჩბები და გამძლე მუხრუჭები. სიცოცხლისათვის საშიში ყოველი მოძრაობის ჟამს ვაცნობიერებდი დანაშაულს საკუთარი თავის წინაშე. ეს გავდა ფილმს, ჟანრი-ფანტასტიკა.
დაახლოებით ისეთი სცენარით საკუთარ სიკვდილს რომ უყურებენ, აკვირდებიან და არაფერს აკეთებენ.
ფანტასტიკა რეალურ ცხოვრებაში არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.

-რომ გადახვალ გააჩერე..
-ვთხოვე წითელი სამარშუტოს მძღოლს და ასე ერთი წინადადებით, ბანალურ-არაექსტრემალურად განვშორდით ერთმანეთს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s