ერთი დიდი დისტოპია

ავტორი: მარიამ ყეინაშვილი

ჰაქსლის თანამოაზრე

-წარმოიდგინე, ისეთი დრო რომ დადგეს, როცა ადამიანები სახეებით აღარ გაიცინებენ და ემოციები მხოლოდ ისეთი შეზღუდული იქნება, როგორც ფეისბუქში… მითხრა ერთხელ ძველმა მეგობარმა.

არ მახსოვს რა ვუპასუხე. ყველა სხვადასხვა კიბეზეა, მე კიდევ მოგვიანებით დავფიქრდი ამაზე.

დღევანდელ სამყაროში, მომხმარებლობას, ციფრულ პროგრესის ინერციულ წინსვლას, ეწირება ინდივიდუალობა, ადამიანის შინაგანი, სულიერი სამყარო, ბუნებრივი განცდები და ცოცხალი ურთიერთობები. ეს წინსვლის პროცესი, არ ჰგავს კასეტას, რომელსაც ფანქრით ან თითით მარტივად გადავახვევთ უკან, პირიქით, მეტისმეტი პირდაპირობით ვიტყვი, რომ ეს წვის მუდმივი, შეუქცევადი პროცესია, რომლითაც ხელს მოვითბობთ, მაგრამ ნაცარი შეშად აღარასდროს იქცევა.

ჩვენი შექმნილი ჩვენვე შეგვიძლია მონსტრად ვაქციოთ, ასე რომ ჩვეულ ფორმაში ვართ, არც ვფიქრობთ, იმაზე, რომ ეს პროცესი ჩვენდა უნებურად არაკონტროლირებადი გახდა და შემაწუხებელია.

image.related.articleLeadwide.620x349.vdt0

მაჩვენე შენი ფეისბუქი და მე გეტყვი ვინ ხარ შენ

„აქ სუბიექტურობა პასვორდთა წრეებით განისაზღვრება“. (ბორის გროისი)

ეს ეპოქა თვითდიზაინის შფოთვის ეპოქაა, როგორც ბორის გროისი წერდა, ოლდოს ჰაქსლიმ კი სულიერებისგან დაცლილი სამყარო უწოდა. დღეს ყველა ვალდებულია, რომ საკუთარი თავი რამით წარმოაჩინოს. სოციალურ ქსელში, ყოველ დღე ვანახლებთ გვერდს, ვამატებთ სიახლეებს, შევდივართ youtube-ზეც და ასე შემდეგ… ეს თვითდიზაინის ისტერიაა, ერთი დიდი ნერვიულობა, რაც „ყველას ხელოვნების ნიმუშად აქცევს და მერე ყველასგან ელიან საკუთარი თავის ავტორობას“ (ბორის გროისი).

მას შემდეგ, რაც დღევანდელი რეალობა ორ ნაწილადვირტუალურად და არავირტუალურ სამყაროებად გაიყო,  ბევრი რამ შეიცვალა. სუბიექტს რაღაც ემართება. ადამიანები დაიშალნენ, თითოეული მათგანი ორად გაიყო, ერთი სადღაც იქ, კაცმა რომ თქვას არარსებულ, ხელშეუხებელ სივრცეში და მეორე აქ, შენ თვალწინ, რომელიც ლაპარაკობს და მის ლაპარაკს შეიგრძნობ ორგანოთი, რომელიც სწორედ ამისთვისაა შექმნილი. ის, რაც ოდესღაც პრივატული იყო, რაც ადამიანს მეტად საინტერესოს და თავისთავადს ხდიდა გასაჯაროვდა, დღეს შეგვიძლია ყველამ გავიგოთ რაზე ფიქრობს N, რას გრძნობს N, რას აკეთებს N ისე, რომ ამას არავინ იკითხავს.

კითხვის პირისპირ დასმა მნიშვნელოვანია

კითხვის დასმა სულ სხვა რამეა… ის შინაგანი სამყაროს ვიბრაციას იწვევს, მერე იწყება პასუხისთვის მზადება და შემდეგ ბუნებრივი დაბადებით გვირგვინდება. შინაგანი სამყაროს კოლაფსი კითხვების არარსებობიდან იწყება. იქნებ ერთმანეთის მიმართ ჩვენი უყურადღებობა ხდება მეტი გულგრილობის მიზეზი, რასაც სოციალური ქსელიც ხელს უწყობს. ვზივარ და ვფიქრობ. მერე მეც ვიყურები ტელეფონში. აგრესიაც ლექსივით ჰგავს მეწყერს, აგრესია გაგიტანს და დაგმარხავს ცოცხლად…

მეტად თუ ნაკლებად უარესი, კაფეებში თუ ბარებში შემწყდარი ცოცხალი ურთიერთობებია, სადაც არ უნდა გაიხედო მეტი ფასადური სახეები…

დაგვიანებული პასუხი

-ადამიანებს თავების მაგივრად ეკრანები რომ ჰქონდეთ? ძნელად წარმოვიდგენ, რომ ოდესმე შეიძლება ყურებს ფუნქცია დაეკარგოთ, თვალები ვეღარ ხედავდნენ, ხელებიც ვეღარ ეხებოდნენ, მაგრამ ადამიანები ზოგადად მართლა ახერხებენ ყველაზე არარეალური აზრები რეალობად აქციონ…

ერთი სიტყვით, რაღაცები რაღაცების ხარჯზე ხდება, ცოცხალი ურთიერთობები ვირტუალურმა გადაიყოლა და თავის ტვირთქვეშ გაჭყლიტა. პრობლემა არის არა ის ფაქტი, რომ წინსვლამ თავისთავად გაგვიუმჯობესა რაღაცეები, არამედ შემაწუხებელია ის, რომ მხოლოდ რაღაცების ცოდნა საკმარისი არაა და არც არაფერს ცვლის… შემაწუხებელია არაკონტროლირებადობის, დისბალანსის შეგრძნება ახლა არ ვიცი, მაგრამ ოდესღაც, ძველ ბერძნებს ბალანსების საოცარი აღქმა ჰქონდათ, ბალანსი თუ დაირღვეოდა, მთელი ღმერთობა აიშლებოდა, მოკვდავ-უკვდავიანად ყველა სასწორის გასათანაბრებლად იბრძოდა…

იმაზე ვფიქრობ ხოლმე ჩვენდაუნებურად არ გაგვიუფასურდეს მნიშვნელოვანი, არ გავხდეთ კმაყოფილნი სოციალურ ქსელში ჩახუტებით, კოცნით, გაღიმებით, არ დავივიწყოთ პირისპირ საუბარი, არ დაგვავიწყდეს ერთმანეთისთვის კითხვების დასმა, არ აღმოჩნდეს, რომ ვირტუალურმა სივრცემ დაგვავიწყა გარშემო ცოცხალი ერთმანეთი, თორემ თავების ნაცვლად მართლა ეკრანები გვექნება..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s