გეშინოდეთო… პრორუსული ძალების!

 ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი                               

„დიახაც, ჩვენი მეგობარიაო! თანაც გეშინოდეთო(პრორუსული ძალების)…“ ამ ფრაზით დაიწყო დილა საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილმა, რომელმაც დილით საინფორმაციო გამოშვებას მიადევნა თვალი.

იმედითა და ლიბერალურ-დემოკრატიული შეხედულებებით თავგამოტენილს, ტვინი გამიცხელდა ამ ეგზალტირებული, მოკომუნისტო საზოგადოების დანახვისას, ილიას და სულხან-საბას ფოტოებს რომ აფრიალებდნენ, გაცისკროვნებული სახეებით, აღტყინებულები რომ ლაპარაკობდნენ რუსეთის სიკეთეზე, შემწყნარებლობაზე და აი, კიდევ იმაზე: „შვილო, საბჭოთა კავშირში რო ცხოვრება იყო, ეგეთი არსად არა ყოფილა…“

rusebiმერე ერთი გახარებული ახალგაზრდა ქალბატონი მეუბნება, რომ რუსეთი კარგია და თუ დავუმეგობრდებით, ტერიტორიებსაც აღარ დავკარგავთო, ოღონდ ჯერ არ იცის, ეს როგორ მოხდება. მე კი, ადუღებული ყავა, ნერვებისგან გაცხელებულმა სისხლმა ხელში კიდევ  უფრო ამიდუღა და ვიგრძენი, რომ ბნელ ოთახში ხოჭოს დავდევთ, რადგან ჯერ შავი კატის ძებნაც კი შორსაა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვსაუბრობთ დასავლურ ღირებულებებსა და კულტურაზე, ვიღაც ოცდაჩვიდმეტმანეთიანები მაინც დედა რუსეთს გვტენიან ან ცდილობენ მაინც ამას.

საინტერესოა, ეს ადამიანები იმაზე თუ დაფიქრებულან, ვისი ტანკები და ბომბდამშენები ანგრევდნენ 8 აგვისტოს ქართულ სოფლებს, იმყოფება თუ არა მათი დედასამშობლო ახლა საომარ მდგომარეობაში, რადგან ჯერ კიდევ „რასიას“ წითელი ბიჭები დააბიჯებენ ჩვენს მიწა-წყალზე, ან თუ შეუძლიათ, რუსეთის სიკეთესა და შემწყნარებლობაზე იმ ათასობით დევნილს ესაუბრონ ასე გულანთებულებმა, რუსმა ჯარისკაცებმა დედები, შვილები და მამები რომ დაუხოცეს და სახლები მიწასთან გაუსწორეს. თუ  მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე დაბალ ფასსა და პროლეტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მისტირიან, სწორია, თავიანთ ცრემლებში ჩახრჩობის ღირსები არიან,  რადგან საკუთარი მადა მუდმივად თავს ახსენებთ და ოკუპირებული და ნაომარი ქვეყნის შვილები რომ არიან, ეს მივიწყებული აქვთ.

რადგან მეხსიერების პრობლემებზე გავამახვილე ყურადღება, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩრდილოელი მეზობელი, ყოველთვის მზადაა, ჩაგვიტაროს რუსულის გაკვეთილები და გაგვახსენოს ის მწარე გამოცდილება, რომელიც ამ უკნასკნელთან „ურთიერთობით“ მივიღეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა გამეორება ცოდნის დედა არ იქნება…

და მაინც, ზოგიერთ მელას იქნებ მართლა შეუყვარდა თავისი მახრჩობელა და ისე შეიპყრო ამ გრძნობამ, რომ აღარც მომავალი თაობა აინტერესებს, აღარც სინათლე ჩვენს ტვინებში და აღარც ლიბერალური დემოკრატია ( თუ ოდესმე გასცნობია მის არსს).

ერთხელ, სწორედ რუსეთ-საქართველოს ისტორიულ კავშირებზე საუბრისისას მოვისმინე იმ პატიმრის ამბავი, თავისუფლებამინიჭებულმა ისევ საკანში დაბრუნება რომ მოისურვა. აი, სწორედ  ამ პატიმარს ემსგავსება ზოგიერთი ქართველი, მონის ულუფით არსებობა რომ ურჩევნია, მშიერ თავისუფლებას. იქნებ არ არის ეს ბოლომდე მისი ბრალი, რადგან აღნიშნული, რეჟიმმა და საბჭოთა პროპაგანდამ მოიტანა, ამ უკანასკნელმა იმდენად კარგად იმუშავა, რომ ზოგიერთის ცნობიერში ისევ ბნელა და მხოლოდ წითელი ვარსკვლავი ანთია.

„გეშინოდეთ პრორუსული ძალებისო…“

სახლში, ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ კაფეში, რეფრენივით გასდევს მთელ დღეს, მოსვენებას არ მაძლევს იმ ქართველის ფრაზა, თავისი მახრჩობელა რომ უყვარს.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s