„მზიანმა“ „მზიური“ გააფერადა

ავტორები: ირინა რურუა, მარიამ ყეინაშვილი

26 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანმა“ შაბათი დღის გასატარებლად ხალხი „მზიურის“ პარკში მიიწვია. სტუმრებს ფერადი სამოსით, ბუშტებით, პასტელებითა და ცარცებით მისვლა სთხოვა და „მზიურის“ „გაფერადებას“ შეეცადა.

„მზიანმა“ „მზიურის“ გასააქტიურებლად პროექტიც შეიმუშავა „ახალი მზიური“ უწოდა და თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის მიმართა. ავტორების თქმით პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პარკის ფუნქციონირების გაზრდაში იმისათვის, რომ  მოქალაქეებისთვის პარკში შეიქმნას მყუდრო გარემო გართობისა და დასასვენებლად. პროექტი სხვდასხვა აქტივობების განხორციელებას გულისხმობს, მაგალითად, პარკში უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში სოციალური კაფე გაიხსნას და ამფითეატრის ამუშავებას.  ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი კომერციულ მიზნებზე ორიენტირებული არ არის და რეინვესტირების გზით სოციალური პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

თბილისის მერიიდან კონკრეტული პასუხის მიღებამდე კი პარკში შეკრება და „გაცოცხლება“ გადაწყვიტეს – გამართეს საბავშვო კონცერტი, მოიწვიეს ჯამბაზები, მოაწყეს სახატავი კუთხე.

„ჩვენი მიზანია, რომ „მზიური“ მსგავსი ღონისძიებებით დატვირთული იყოს ყოველთვის. ის თანაბრად უნდა იყოს გათვლილი ყველასთვის – ბავშვებისთვის,   პენსიონერებისთვის, შშმ პირებისა თუ სტუდენტებისთვის“, -უთხრა „ლიბცენტრს“ პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გოჩა გაბოძემ.

აქციას ესწრებოდა საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც. „ჩემი აქ ყოფნის მიზანია ვიდგე იქ, სადაც მომავალი თაობა დგას, მივესალმები მსგავსი ტიპის აქტივობებს და მზად ვარ ყოველთვის ვიდგე იქ, სადაც ბავშვები იქნებიან ბედნიერები. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში „მზიურმა“ ახალი სიცოცხლე შეიძინა“ – განაცხადა მან.

12011159_512497158926850_8870962995103822932_n 12033197_512497395593493_8429588525666059380_n 12036681_512497695593463_3664414888334839754_n 12039422_512497302260169_6311134580583253880_n 12043164_512497155593517_2779399844302489003_n.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s