საკუთარი თავის აღზრდა ბავშვის აღზრდისთვის

ავტორი: ნარმინა გუსეინოვა

– დედა, წავიდეთ სახლში. სამეცადინო ძალიან ბევრი მაქვს. არ ვიცი, აქ ვის ელოდები?!

– …

15 წუთის შემდეგ

–  დედა, ფრის ფული მაინც მომეცი. აქ მაინც შევჭამ. სახლში ჭამას ვეღარ მოვასწრებ, პირდაპირ მეცადინეობა უნდა დავიწყო. მასწავლებელმა დღეს ძალიან ბევრი მოგვცა…

ამჯერად, დედამ კვლავ უყურადღებოდ დატოვა ბავშვი, სიგარეტს მოუკიდა და კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა დაქალებთან ერთად.

ასეთი სიტუაციის მომსწრე გავხდი იმ დროის განმავლობაში, როცა ერთ-ერთი სკოლის ეზოში მეგობარს ველოდებოდი.

ბავშვის აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას ყოველთვის მახსენდება ინდოელი ფილოსოფოსის, ოშოს მოსაზრება. მისი აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს ოჯახები და არსებულები სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს. ამის მიზეზად ფილოსოფოსი თავისუფლების დაკარგვას ასახელებს. ხოლო ბავშვების შესახებ ამბობს:

„ბავშვები საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა იყოს და არა ოჯახის… თუ გვინდა ახალი ადამიანი, ბავშვი უნდა გათავისუფლდეს ოჯახისგან, რომელიც მახინჯი ინსტიტუტია… ოჯახში ბავშვი მხოლოდ ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს იცნობს და იცის მუდმივი ჩხუბი მათ შორის. ქალი მუდამ უკმაყოფილოა მამაკაცით, მამაკაცი კი სცემს ქალს. და, აი, რას ასწავლი შენ მათ. შენი ბიჭი გაიმეორებს ამას, შენი გოგო მიბაძავს შენს ცოლს, შეგნებულად, თუ შეუგნებლად. ამიტომაა, რომ არცერთი ბიჭი პატიობს მამას, არცერთი გოგო – დედას… თუ საზოგადოება იზრუნებს ბავშვებზე, მათ მრავალი ტიპის ადამიანთა გამოცდილება ექნებათ… რაც უფრო მეტი კონტაქტები, მჭიდრო კავშირები, სასიყვარულო ისტორიები ექნება ადამიანს, მით უფრო მდიდარი იქნება იგი“.

kiarakylan_0361_edited-1ჭკვიანი ადამიანების აზრი არასდროს ერგება რეალობას. ოშოს ეს „თეორია“, ალბათ, მეორე რენესანსს მოჰყვება, თუმცა, დღესდღეობით ოჯახი სტაბილურობის, წესრიგის, სიმშვიდის, დაცულობის სიმბოლოა და, ალბათ, ამიტომ „უოჯახობა“ ნამდვილ ქაოსს გამოიწვევდა.

თუმცა, არსებობს მრავალი ოჯახი, რომელიც დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს, რადგან მას აღარ ჰქვია ოჯახი. დისფუნქციური ერთეული აღმოსაფხვრელია.

ამგვარ ოჯახებში თითქმის იდენტური სიტუაციაა:

  1. კონფლიქტი მშობლებს შორის – „მამა მე არ მცემდა, დედას სცემდა. ეს კი ერთსა და იმავეს ნიშნავს ჩემთვის“ (კარინ ალვტეგენი – „სირცხვილი“).
  2. ძალადობა ბავშვზე – ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზიანი
  3. „მე ვარ უფროსი“ – ხშირად ბავშვისგან მოითხოვენ პატივისცემას მაშინაც კი, როცა არ იმსახურებენ. არადა, ბავშვები მართლებიც რომ იყვნენ, მშობლებს არ აქვთ იგივე პატივისცემა მათ მიმართ. ეს ზუსტად ხსნის იმ სიტუაციას, რომელზეც თავში ვისაუბრე.
  4. არ უსმენენ ბავშვებს – „დიდი მონდომებით მოუსმინეთ ყველაფერ იმას, რისი მოყოლაც თქვენს შვილს სურს. თუ პატარაობაში მოყოლილ პატარა რაღაცებს არ მოისმენთ, რომ გაიზრდება უფრო დიდის თქმის სურვილი არ გაუჩნდება, რადგან ის პატარა შიშები, ნერვიულობები მათთვის დიდია“ Caterina M. Wallace).
  5. მხარში არ უდგანან – ბავშვმა მუდამ უნდა იგრძნოს მშობლის თანადგომა ნებისმიერ სიტუაციაში. ეს მას უფრო თავდაჯერებულ, გულღია, ოპტიმისტ პიროვნებად ჩამოაყალიბებს. უფრო ახლოს, მეგობრულად იქნება მშობლებთან.
  6. უკრძალავენ – ბავშვს არ აუკრძალოთ ცხელ ჩაიდანთან მისვლა, თითი მიადებინეთ და აღარ მივა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კარგისა და ცუდის გარჩევა. თავად უნდა გამოსცადონ.
  7. ასწავლიან ძალით – ყველაფერს აქვს სახალისო ფორმა. ეს თამაშია ბავშვისთვის. ასწავლეთ, შეაპარეთ თამაშ-თამაშით.
  8. ადანაშაულებენ – „მე შენ გამო ვუძლებ მამაშენს!“. ბავშვს აწუხებს სინდისის ქენჯნა, ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს და საბოლოოდ იკეტება.

ისე საინტერესოა, როგორ აღზარდოს ბავშვი მშობელმა სწორად, თუკი თავის დროზე არასწორად აღიზარდა თვითონ?! სწორედ ასეთი ჯაჭვური დანაშაული ხდება საზოგადოებაში.

ამიტომაა, რომ თურქი ფსიქოლოგი, უსთუნ დოქმენი ამბობს: „ნუ შეეცდებით ბავშვის აღზრდას, რამეთუ ის მაინც თქვენ დაგემსგავსებათ. „აღზარდეთ“ საკუთარი თავი“.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s