“GAZPROM – თავისუფლების გაზის კამერა”

gazi 2

ავტორი: ელზა ელბაქიძე

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია სახელწოდებით “GAZPROM – თავისუფლების გაზის კამერა”. შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს საქართველოს მიერ რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომთან” დაწყებული მოლაპარაკებები. ისინი მიჩნევენ, რომ სქართველომ არ უნდა გაზარდოს გაზის იმპორტი რუსეთიდან, ვინაიდან, რუსული გაზი ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური იარაღია.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ქვეყნის მთავარი მტერი, ამიტომ არა რუსულ გაზს, არა რუსეთის ოკუპაციას არა რუსეთზე ენერგოდამოკუდებულებას”- ეს იყო იმ აქციის მთავარი მესიჯები, რომელიც კანცელარიასთან გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ჩერგოლეიშვილის
თქმით, “აქციაზე შეკრებილი, დაახლოებით 20 000 ადამიანი ხელისუფლების იმ უპასუხისმგებლო ქმედებებს აპროტესეტებს, რომლებიც ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულს ხდის.” მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო შეკრებას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე ახალგაზრდული არასამთაბრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

აქცია, სახელწოდებით “GAZPROM – თავისუფლების გაზის კამერა” მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კომპანია “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s