იმისთვის, რომ “გავთბეთ”

putin_gaz ავტორი: ელზა ელბაქიძე

დღეს კანცელარიასთან აქცია იმართება, სახელწოდებით – „Gazprom- თავისუფლების გაზის კამერა!“  ნამდვილად პარადოქსია – 2006 წლის გამოცდილების შემდეგ ვინღა იფიქრებდა, რომ ოდესმე, თანაც ასეთ ახლო მომავალში, მისი ხელისუფლება ხელახალ მოლაპარაკებებს დაიწყებდა იმავე კომპანიასთან, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მთელი ქვეყანა ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა?! მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლებს არ ახსოვთ, რომ არც თუ შორეულ წარსულში, 2006 წლის იანვარში, „გაზპრომის“ წყალობით მთელი ქვეყანა გაზმომარაგების გარეშე დარჩა. მაშინ პატარა ვიყავი, ამიტომ კარგად არ მახსოვს ეს პერიოდი, არ მახსოვს სიცივე, უგაზობა ცივ იანვარში, მაგრამ ამის წარმოდგენა რთული ნამდვილად არ არის – იღვიძებ ერთ დღეს და იგებ, რომ გაზმომარაგება შეგიწყდა, რადგან ორივე მილსადენი, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივი აირით მარაგდებოდა, აფეთქდა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს ასე სურდა. ეს ქვეყანა ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მისი პოლიტიკური ინტერესები მოითხოვს- უნდა მილსადენს აგიფეთქებს, უნდა საზღვარს გადმოგიწევს, უნდა ექსპორტს შეგიწყვეტს ბორჯომსა და ღვინოზე და ასე. და ჩვენ რას ვაკეთებთ?  ვერგებით მის ინტერესებს და მეტ ბერკეტს ვუგდებთ ხელში იმისთვის, რომ თავი ნამდვილ ფეოდალად იგრძნოს.

რამდენიმე წელია ისმის, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობები უნდა დავათბოთ და აი, გამოსავალიც გამოიძებნა – ქვეყნის გაზმომარაგების გაზრდა „გაზპრომიდან“ – ქვეყანაც გათბება და ურთიერთობებიც. სითბო კარგია, კეთილმეზობლური ურთიერთობებიც, მაგრამ მოდი, სახელმწიფოს ინტერესებიდან ვიმსჯელოთ- ჩვენ ხომ გვაქვს დამოუკიდებლობაზე პრეტენზია? გვაქვს, მაგრამ არ/ვერ ვგრძნობთ მას, რადგან ყოველთვის, ნებით თუ უნებლიედ, სხვების დაკრულზე ცეკვას ვამჯობინებთ. ახლაც – ვიცით, რომ „სითბოს“ გამო შესაძლოა, „ცეკვა-თამაში“ მოგვიწიოს, მაგრამ „საგანგაშო არაფერიაო”, „ცუდი არ იქნება, თუ საქართველო რუსეთისგან გაზის მეტ რესურსს მიიღებსო,“ „რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და, მგონი, ევროპა არ დაქცეულა ამითო,“  „როგორ გგონიათ, გაზს რა უნდა მოჰყვეს მილში? გგონიათ, რომ რაღაც ბომბი გამოცურდება და ბომბი მოვა? რა თქმა უნდა, არაო,“  და ა.შ., გვითხრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ასე მიაჩნიათ, მაგრამ საინტერესო ისაა, რატომ არასოდეს არავინ გვეკითხება მოსახლეობას, ჩვენ რას ვფიქრობთ? გვინდა თუ არა რუსეთთან ამგვარი ურთიერთობების აღდგენა, გვინდა თუ არა მასზე დამოკიდებულები ვიყოთ? დიახ, დამოკიდებულები, რადგან „გაზპრომისგან“ მეტი გაზის მიღება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებასაც ნიშნავს, რაც არც თუ სახარბიელოდ ჟღერს.

მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის, რომ „გაზპრომი“  რუსეთის მთავარი სიძლიერეა, რომელსაც ყოველთვის კარგად, სათავისოდ იყენებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.   ყველა ქვეყანა, რომელიც „გაზპრომისგან“ იღებს ბუნებრივ აირს, ცდილობს, ალტერნატივა მოძებნოს და არ იყოს მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული. ჩვენ კი პირიქით – საკუთარი სურვილით გვინდა, გავზარდოთ რუსული გაზის როლი და ამით მასზე ენერგოდამოკიდებულებაც გამოვაცხადოთ. გამოცდილება ხომ მაინც გვიჩვენებს, რომ „გაზპრომის“ გაზი არის არასანდო და რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, იგივე გააკეთოს, რაც 2006 წელს. ამიტომ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა რუსეთისგან მივიღოთ გაზი, როცა ალტერნატივად გვაქვს აზერბაიჯანი? რატომ უნდა დავუკავშიროთ ამ მხრივაც ბედი რუსეთს? რატომ უნდა ვიცხოვროთ მუდამ იმის შიშით, რომ გაზმომარაგება არ შეგვიწყვიტოს? და ა.შ.

არ ვიცი, ვის როგორ წარმოუდგენია “გაზპრომთან” ურთიერთთანამშრომლობის აღდგენა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი უპრინციპობასა და უთავმოყვარეობასთან ასოცირდება, რადგან ყოველთვის, როცა წარმოვიდგენ, როგორ მორჩილად გავივლით რუსეთის სურვილზე, მხოლოდ იმის გამო, რომ „გავთბეთ“, გამახსენდება, რომ უსუსურ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელსაც მორჩილება ყოველთვის ურჩევნია დამოუკიდებლობას.

Gasputin

One thought on “იმისთვის, რომ “გავთბეთ”

  1. Pingback: იმისთვის, რომ „გავთბეთ“ | Orange Press

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s