„შეურაწყოფილი“ ღვთისმშობელი

ავტორი: თამუნა ჯიბუტი

მორწმუნე ადამიანების ნაწილი (მართლმადიდებელი ქრისტიანების, ამ შემთხვევაში), ხშირად დავკვირვებივარ, ყველაფერ უცხოს, რაც რელიგიური ტრადიციებიდან ოდნავ ამოვარდნილი მაინცაა, მაშინვე საფრთხედ, სულის წარწყმედად ან შეურაცხმყოფლად მონათლავს ხოლმე ისე, რომ კარგად არც იაზრებს, რა ხდება.

ამის კარგი მაგალითი ეს რამდენიმე დღის წინანდელი, მე თუ მკითხავთ თითიდან გამოწოვილი, აჟიოტაჟია, ლია უკლებას ნახატმა  „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ რომ გამოიწვია. თავად ნახატი, როგორც ასეთი, მე დიდად არ მომეწონა, მაგრამ მისი იდეა კი საინტერესო მგონია და თან ძალიან ცხადი და მარტივად გასაგები – ორსული ღვთისმშობელი თავს იკლავს და უარს ამბობს მესიის გაჩენაზე; რატომ? იმდენად ამაზრზენია მისთვის, რაც დედამიწაზე (ან, თუ გნებავთ, საქართველოში) ხდება, მასაც კი სასოწარკვეთა და ბრაზი იპყრობს და კაცობრიობის გადარჩენაზე უარს ამბობს. ქრისტიანული დოგმების თანახმად, ეს ამბავი შეუძლებელია მომხდარიყო (თეოლოგი არ ვარ და, თუ მეშლება, გამისწორეთ), ღვთისმშობელი მსგავს რამეს არასოდეს ჩაიდენდა, მისი სიყვარული იმდენად დიდია, ადამიანებს არაფრით გაწირავდა. მაგრამ არსებობს ერთი დიდი (ჩემი აზრით) ჭეშმარიტება: ხელოვნება დოგმებს არ ცნობს და ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმოებში მთავარი იდეაა და არა – გამოხატვის ფორმა. „ვაიმე, ღვთისმშობელს პისტოლეტი როგორ დააჭერინესო“, ეს კი არ უნდა შევიცხადოთ, რატომ დახატა მხატვარმა ასე, იმაზე დავფიქრდეთ: იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოში ჯერ არდაბადებულ გოგონებს კლავენ, „ბიჭი გამოცდილი უნდა იყოს“, ხოლო გოგო „თავის სიწმინდეს გაუფრთხილდეს“, ცოლებს ხოცავენ ან ცემენ და თან ეუბნებიან, შენი ბრალია, უნდა მოითმინოო, დედებს ცხრა მთას იქით წასვლა უწევთ, შვილებისთვის ლუკმაპური რომ იშოვონ, ქუჩებში კი ქალები საბნებში მაგრად შეკრულ ჩვილებს სამათხოვროდ დაათრევენ და ბავშვების უემოციო სახეებით ვერც მიხვდები ცოცხლები თუ არიან?!

lia uklebaან ამ „შეურაწყოფა-შეურაცყოფას“ რომ გავიძახით აქეთ-იქით (სწორად როგორ იწერება, ის მაინც ვიცოდეთ), რელიგიური გრძნობების და მით უმეტეს ღვთისმშობლის შეურაცხყოფა როგორ წარმოგვიდგენია? როგორ შეიძლება ვინმეს ნახატმა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ან ადამიანს, ან ღმერთს, ან ღმერთის დედას რამე დაუშავოს? ან ნახატმა როგორ უნდა გაგრყვნას და სული წარგიწყმიდოს?

ამ პოსტით იმის თქმა არ მინდა, თითქოს ქრისტიანობა ცუდია და ქრისტიანები უვიცები არიან (ისედაც ცხადია, მგონი (რომ არ მინდა), მაგრამ მაინც ვაზუსტებ).  დასაწყისში „ მორწმუნეთა ნაწილი“ შეგნებულად ვახსენე. დარწმუნებული ვარ, თავიანთ რელიგიურ გრძნობებში გულწრფელიც ბევრია, მართლა რომ სჯერათ, ასეთი ნახატი ბოროტებაა, საფრთხეა, უზნეობაა. ჰოდა, იმის თქმას ვცდილობ, რომ არაა ასე – საფრთხე ჩვენი ორმაგი სტანდარტები, უცოდინრობა და უმოქმედობაა. ჩვენ საქმის კეთების ნაცვლად მხოლოდ ლოცვებს ვკითხულობთ გაუაზრებლად (იმასაც „მარშუტკებში“) და გვგონია, ღვთისმშობლის წილხვედრნი ვართ, მარიამს განსაკუთრებულად ვუყვარვართ, ცოტაც მოვითმინოთ და ივერიას გააბრწყინებს.

ჰოდა, არ გააბრწყინებს.

 

3 thoughts on “„შეურაწყოფილი“ ღვთისმშობელი

  1. სრულიად გეთანხმებით,ასევე იყო ფრაზები ეს ნახატი უნივერსიტეტში რატომ დაკიდესო? სწორადაც რომ ლიბერალიზმს ემსახურება დღეს ჩემი უნივერსიტეტი და ამაყი ვარ რომ ასეთი განათლების საშუალება მომეცა! ილიაუნი ჩემი უნივერსიტეტია,რომელიც ადამიანებს თავისუფალი ხედვითა და აზროვნების უნარით ზრდის! საქართველო კი (უმრავლესად) ფარისევლად ქცეული ადამიანების ქვეყანაა! მიუხედავად იმისა რომ მეც მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ეს სურათი (ჩემი სუბიექტური აზრით) შეიძლება არც მომწონდეს,არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის ვინ რას დახატავს და რას გააკეთებს.. ცოტა გონების დატანებაა საჭირო და არა წესების ბრმად დაცვა..საცოდაობაა.

    Like

    • უნივერსიტეტზე თავდასხმა კიდევ სხვა თემაა, ვერც კი მივხვდი, რას ერჩოდნენ.

      Like

    • ილიაუნიზე თავდასხმებს კიდევ ერთი პოსტის მიძღვნა უნდა, ალბათ 🙂 “საოცარი” ბრალდებები ჰქონდათ

      Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s