ბრძოლა მიუღწეველი ნორმების დასაკმაყოფილებლად

ავტორი: ნანა გობეჯიშვილი

როდესაც სახლიდან გავდივარ, ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქუჩაში ფეხით დავდივარ, ვურთიერთობ ნაცნობებსა თუ უცნობებთან, მიწევს,  ვიფიქრო იმაზე, ვაკმაყოფილებ საზოგადოების მიერ დაწესებული ესთეტიკურ სტანდარტებს თუ არა. ვფიქრობ, მეტისმეტად უსახურად ხომ არ გამოვიყურები?! იქნებ დახვწილი ვარცხნილობის გაკეთებისათვის რამდენიმე წუთითა თუ საათით მეტი უნდა დამეხარჯა და თმის დახვევის 3 მარტივის ხერხის შესახებაც უნდა წამეკითხა ის უინტერესო სტატია, იქნებ სწორედ ის არაკომფორტული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა, ან ის კაბა, რომელიც, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, უფრო ფემინურს  გამხდიდა.

იმასაც ვფიქრობ, ასე რომ გამეკეთებინა, ადამიანები ხომ არ იფიქრებდნენ, რომ ზედმეტად ვეცადე და რომ ჩემს პიროვნებას გარეგნობის გარდა, უფრო საინტერესო არაფერი აქვს, ამიტომაც ვცდილობ სწორედ გარეგნობაზე მოვახდინო ფოკუსირება და ჩემი იდენტობის მთავარ ხაზად ვაქციო.

20140210-133148რეალურად ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ჩვენივე დაწესებული სტანდარტების საფუძველზე აღმოცენებულ ბრძოლაში მოგება შეუძლებელია იმიტომ, რომ ორი სრულიად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება იკვეთება: პირველ შემთხვევაში, ადამიანები ფიქრობენ, რომ გარეგნობა არ გვადარდებს, იმიტომ, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ მათ მიერ დაწესებულ სტანდარტებს და, შესაბამისად,  ვებრძვით მათ, ხოლო, მეორე შემთხვევაში – ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არაფერი უკეთესი ჩვენს პიროვნებას არ აქვს და ვცდილობთ ამით მაინც წარმოვჩინდეთ. არც ერთ შემთხვევაში “მოგება” არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ, სხვების აზრით, ან ზედმეტად ვცდილობთ, ან საერთოდ არ ვცდილობთ.

მსოფლიოში არსებულ სილამაზის ინდუსტრიაში ჩართულ  აურაცხელ კომპანიასთან ნებისმიერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ადამიანები საკუთარი თავებით არასოდეს ვიყოთ კმაყოფილნი და მუდმივად ვეცადოთ გაუმჯობესებას –   შევიძინოთ ბევრი ახალი პროდუქტი მათგან. რასაკვირველია, პრობლემის ამ რაკურსით ხედვის შემთხვევაში, ეს მეტ-ნაკლებად კაცებსაც ეხებათ, თუმცა ის სტანდარტები, რომელებსაც საზოგადოება ადამიანებს უწესებს, ძირითადად, ქალებზე მოდის: დღეს არსებულ მოცემულობაში ქალები მხოლოდ მამაკაცების ტკბობის საგნებად მიიჩნევიან და ვალდებულნი აიტანონ ის უზარმაზარი წნეხი, რომელსაც მათ პატრიარქალური “ბაზრის” მოთხოვნები უწესებს. ქალებს უწევთ იყვნენ ზედმეტად გამხდრები, ჰქონდეთ ოდნავ აპრეხილი ცხვირები, ვარდისფრად შეფაკლული ლოყები, იყვნენ ყოველთვის წარმოსადეგები, იცინონ ხმადაბლა, პირზე ხელაფარებით და ა.შ. საინტერესოა, რა მოხდება თუ გოგონა გადაწყვეტს, რომ მას არ სურს დახარჯოს ძალისხმევა იმ ნორმების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც სინამდვილეში მიუღწეველიც კია? სწორად მიხვდით _  ასეთ შემთხვევაში, გოგონა ზემოხსენებულ “ბაზარზე” სარფიანად ვერ გაიყიდება.

ესთეტიკურ ფაშიზმს, გარდა იმისა, რომ საშინელი სტრესის ქვეშ გვამყოფებს,  უფრო საშიში შედეგები მოაქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: მსოფლიოში დამყარდა ე.წ. fat shaming-ის ტრენდი. ამ მიმდევრობის მიხედვით,   ადამიანები, რომელთა სხეულის გარშემოწერილობები 90/60/90 სმ არ არის, ფაქტობრივად, მსუქანია და ნაკლოვანებებით სავსე სხეული აქვს. სინამდვილეში ამ პარამეტრებს ხანდახან მოდელებიც ვერ აკმაყოფილებენ და ეკრანებიდან თუ ჟურნალების პრიალა ფუცლებიდან ჩვენ მათ ოპტიმალურ, ფოტოშოპირებულ სხეულებს ვხედავთ, თუმცა საზოგადოებას ჯიუტად სჯერა, რომ ეს ასე უნდა იყოს და სასურველი შედეგების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.  შედეგად, მიმდინარე საუკუნეში შემაშფოთებლად მზარდია კვებითი აშლილობის მსხვერპლთა რიცხვი. ბულიმია, ანორექსია, ზედმეტი ბევრი საკვების მიღების სინდრომი და მსგავსი აშლილობები, რომლებიც ზუსტად არ ერგება მხოლოდ ერთი კონკრეტული მენტალური ავადმყოფობის კრიტერიუმებს, სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა.

მხოლოდ ა.შ.შ-ს სტატისტიკის მიხედვით, ქალთა 91%-ს მაინც უცდია ყოფილიყო მკაცრს დიეტაზე კოლეჯში სწავლის პერიოდში, მოსახლეობის 4%-ზე მეტი იტანჯება ბულიმიით, ანორექსიის მსხვეპლთა მხოლოდ ⅓ ნაწილი იღებს შესაბამის მკურნალობას და ა.შ. გარდა კვებითი აშლილობებისა, შეიძლება, თავი ისეთმა მენტალურმა ავადმყოფობებმა იჩინოს, როგორიც, მაგალითად, სხეულის  დისმორფიული აღქმაა: ამ დაავადების მსხვეპლნი საკუთარ თავებს ისეთებად ვერ აღიქვამენ, როგორებიც სინამდვილეში არიან. საერთო ჯამში, ისინი ფიქრობენ, რომ გაცილებით უარესად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში, თუმცა შემთხვევები ინდვიდუალურია. ეს მათ თვითშეფასებაზე, ცხადია, უარყოფითად აისახება.

ესთეტიკური ფაშიზმის ნიადაგზე მენტალური აშლილობების მსხვერპლთა    ზრდის ტემპი შემაშფოთებელია, თუმცა კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ჩვენ არარსებული სილამაზის

ძებნაში თავებს ვიხოცავთ და ვცდილობთ უკეთესები ვიყოთ. დღეს არსებული სილამაზის სტანდარტები სრულიად განსხვავებულია, თუნდაც, 10 წლის წინანდელისაგან. სწორედ ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ასევე გაგრძელდება მომავალში. ამასთანავე, რატომ ვივიწყებთ, რომ სილამაზის აღქმა მეტისმეტად სუბიქტურია იმისათვის, რომ განვაზოგადოთ და სრულიად კონკრეტულ ჩარჩოებში ჩასმული სხეულები ლამაზებად, ან უშნოებად შევრაცხოთ.  რა საჭიროა მეტისმეტად ბევრი, თვითმყოფადობადაკარგული, ერთნაირად გამხდარი ქალი, ერთნად აპრეხილი ცხვირითა და სიცილის იდენტური მანერით?! რა თქმა უნდა, ამის არავითარი საჭიროება არ დგას. საჭირო მხოლოდ ინდივიდუაზმის შენარჩუნებაა, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი საკმარისია და იმ მოთხოვნებზე მეტად ფასობს, ვიდრე სხვები უწესებენ მათ.

რთულია ამის ცნობიერებაში დანრეგვა და შემდეგ განხორციელება, თუმცა კი საჭიროა, რომ გვახსოვდეს, საზიზღრობაა გაბატონებული ესთეტიკური ნორმებისთვის მნიშვნელობის მინიჭება და სელექციურად გაცხრილული, სილამაზის ფაშისტური აღქმა, ის წნეხიც, რომელსაც  თქვენ  ადამიანებს უწესებს.

ნაცნობებთან თუ უცნობებთან ურთიერთობისას, საკუთარი გარეგნობა  თუ უხერხულობას შეგვიქმნის, გვახსოვდეს, რომ, თუ მოგვინდება, შეგვძლია, იდეალურად გაკეთებული მანიკიურით არ ვიაროთ და თმაც აჩეჩილი, მეტისმეტად დაუვარცხნელი გვქონდეს, შეგვიძლია, არც მეტი და არც ნაკლები, ზუსტად 150 ან 35 კგ ვიყოთ, სურვილსამებრ, და ამის გამო არავინ უნდა გაგვკიცხოს. როცა შუბლზე დიდი, წითელი მუწუკი გვქნება და საჯაროდ გამოვჩნდებით ასე, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, დაგვადანაშაულოს და ისე გვაგრძნობინოს თავი, თითქოს, საზოგადოებას ჩვენი დიდი მუწუკით შეურაცხყოფას ვაყენებდეთ, იმიტომ თითოეული ადამიანის გარეგნობა მათი საქმეა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და გადავწყიტოთ რა გვინდა, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რა გვეცვას, როგორ ვიქცეოდეთ და ა.შ. ამ გადაწყვეტილებებს, თითოეულ მათგანს, სხვებმა პატივი უნდა სცენ და არ ჩაერიონ, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სხეული მხოლოდ მისი საკუთრებაა და არა – ხალხისა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s