ისევ პარიზში მომხდარ ტერაქტზე

ავტორი: ნინო ხუროშვილი

მას შემდეგ რაც  გავიგე  13 ნოემბერს, პარიზში მომხდარი ტერაქტების  შესახებ, მუდმივად ვცდილობ ამ საკითხის შესახებ ინფორმაცის მოძიებას. ვისმენ პოლიტიკოსების გამოსვლებს, ვკითხულობ გავლენიანი და ჩემთვის საინტერესო ადამიანების ინტერვიუებს და ვხედავ, როგორ ამკაცრებს ზომებს დასავლეთი ტერორიზმის წინააღმდეგ, ვისმენ როგორ ძლიერდება უსაფრთხოების ზომები, როგორ ეძებენ ტერორისტებს და როგორ აკონტროლებენ საზღვრებს, როგორ წუხან ადამიანები დაღუპულების გამო და როგორ სძულთ ტერორისტები, ცოტა ხნის წინ კი ვიდეო ვნახე როგორ გარბის პარიზში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ხალხი ცრუ განგაშის გამო როგორი უსუსურები და პანიკაში ჩავარდნილები ტოვებენ ტერიტორიას და ვხედავ, რომ გვეშინია.

paris2სწორედ ახლა თურქეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, განსხვავებული და უფრო სწორად რომ ვთქვათ დაპირისპირებული ინტერესებით ერთად სხედან და საუბრობენ, ტერორიზმისგან თავის დაწევის საშუალებზე, იმაზე თუ, როგორ გააძლიერონ უსაფრთხოება და როგორ ებრძოლონ ამ გამოწვევას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა მათ საერთო მიზანი აერთიანებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას  უბრალოდ გვეშინია.

ახლა ყველას ერთი აზრი გვიტრიალებს თავში- შემდეგი ჩვენ ხომ არ ვიქნებით? როგორ დავიცვათ თავი ტერორიზმისგან? როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ? მაგრამ შეგვიძლია კი თავიდან ავირიდოთ ტერორიზმი?!

ეს საკითხი გლობალური ხასიათის რომაა ცხადია, ისიც ნათელია, რომ სახელმწიფოები უპრეცენდენტოდ მაღალ ბერკეტებს მიმართავს ტერორიზმის შესაჩერებლად.   ჩემი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ პოლიტიკოსების თუ გავლენიანი ფიგურების უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც არიან ერთ აზრზე, უმრავლესობა გამოსავალს ძალისმიერ მეთოდებში ხედვას. ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები დღეს უკვე ვნახეთ, ვგულისხმობ საფრანგეთის მიერ ISIS-ის  ბაზების განადგურებას. მაგრამ რას მოგვიტანს ეს? არის კი ძალისმიერი მეთოდები გამოსავალი? მე მგონია რომ ეს მეთოდები გვამსგავსებს ტერორისტებს. ძალადობას ვპასუხობთ ძალადობით. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამ მეთოდებით ტერორისტების განადგურება, აქ ხომ არაა საუბარი ინდივიდთა სიაზე, რომელიც გავქს და შეგვიძლია ყველას მივადგეთ და დავხოცოთ ან იარაღის ბაზების კონკრეტულ რაოდენობაზე, რომლებსაც უბრალოდ გავანადგურებთ და ამის შემდეგ  სამყარო იქნება თავისუფალი და ბედნიერი.

პრობლემა ტერორისტების  არსებობა კი არ არის არამედ იმ იდეის არსებობაა, რომლის გარშემოც ისინი ერთიანდებიან და რამდენი ტერორისტის ლიკვიდაციაც არ უნდა მოვახერხოთ, სანამ იარსებებს იდეა- იარსებებს ტერორიზმიც. ის მითი,  რომ ისლამური სახელმწიფო მხოლოდ ერთი ეროვნების ადმიანებს აერთიანებს და მასში ევროპელებს არაფერი ესაქმებათ  მრავალგზის დაიმსხვრა თუნდაც პარიზის ტერაქტის დროს. აქ საკითხავი ისაა, რატომ უნდებათ ევროპელ, წესით ლიბერალური იდეებით გაჯერებულ ოჯახებში დაბადებულ ახალგაზრდებს ისლამურ სახელმწიფოს წევრობა და თითმკველელი ტერორისტობა. ახლა საჭიროა სწორედ ამ მიზეზებზე დაიწყოს თანამედროვე სამყარომ ფიქრი, რომლებიც ამ იდეას ასულდგმულებს.

მგონია, რომ დროა დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ ხომ არ ვუშვებთ შეცდომას ვაკეთებთ კი ყველაფერს იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმს, ვართ კი უდანაშულონი მათ წინაშე?  მივდივართ დიალოგზე? ვისმენთ მათ პრობლემებს? პირველ რიგში კი შეცდომებზე ფიქრი ალბათ ერაყიდან უნდა დავიწყოთ. მე მგონია, რომ უმიზეზოდ სამყაროში არაფერი არ ხდება და მათ შორის არც ტერორიზმი. ყოველი ტერორისტული აქტი ერთ 1999 წელს კოლორადოს ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევას მაგონებს, მაშინ ორმა სკოლის მოსწავლემ 13 ადამიანი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  მიზეზი სკოლის მოსწავლეების ამორალური მოპყრობა, დაცინვა და ბულინგის უკიდურესი ფორმები იყო. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ბულინგისთვის ხელი რომ შეეშალა, 15 ბავშვი არ მოკვდებოდა, მაგრამ ეს არავის უცდია  მხოლოდ დამნაშავეების გაკიცხვა დავიწყეთ. ტერორიზმიც ამ შემთხვევას გავს ჩემთვის. ჩვენი ძალები ახლა მაქსმალურად უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ მოვუსმინოთ რას გვეუბნებიან. მე არავითარ შემთხევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ მივიღოთ მათი მოთხოვნები უპირობოთ და შიშის გამო დავთმოთ თავისუფლება, მაგრამ ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავარკვიოთ თუ რა იწვევს ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ასეთ აცდენას და ვებრძოლოთ სწორედ ამ მიზეზებს. სამწუხაროდ არც მე ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ მაგრამ ერთადერთი რაც დანადვილებით ვიცი, ისაა, რომ ძალისმიერი მეთოდები და იზოლირება  ყოვლად არაეფექტურია. ეს უკვე დრომ გვიჩვენა, რაც უფრო იზოლირებას ვცდილობთ მათგან, ისინი უფრო გვიახლოვდებიან  და ამისგან საზღვრები ვეღარ გვიცავს ვინაიდან ისლამური სახელმწიფოს წევრები ხშირად სწორედ ჩვენი თანამემამულეებიც არიან.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s