აქცია „ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“

ავტორები: ირინა რურუა, რუსუდან დუმბაძე

25 ნოემბერს „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან  გაიმართა აქცია სახელწოდებით „ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“

აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გამოხატეს  პროტესტი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. ისინი მიიჩნევენ, რომ 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს. ამას გარდა ისინი ამბობენ ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს არსებული სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა.  2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!“ ასე ჟღერდა აქციის მთავარი მესიჯი.

აქციას პერფომანსის სახე ქონდა და მასში მონაწილე ახალგაზრდები  ნაადრევად დაოჯახებულ ყოფილ მოსწავლეებს განასახიერებდნენ.

„ეს პრობლემაა და საქართველოში ის დღემდე არსებობს. მონაწილეობის მიზეზი, რეალობის შეცვლის სურვილია და ეს მცირე პერფორმანსი, ვფიქრობ, ყველაზე მთავარს გააკეთებს. იმას, რომ ხალხს ამ პრობლემაზე აალაპრაკებს. როგორც წესი, პრობლემა რომ მოგვარდეს, ჯერ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ“ – ამბობს აქციის მონაწილე ირაკლი კუნჭულია.

აქცია სლოგანით „ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“ სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მთელი დღის განმავლობაში საქართველოს 14 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, ახალციხე, ახალქალაქი, გარდაბანი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, ქობულეთი, დუისი, ბორჯომი) გაიმართა.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s