საღი ხეების მოჭრის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

12279120_532291096947456_2164886735706042336_n

ავტორი: ნინი სანაძე

შაბათს, 28 ნოემბერს, 13:00 ქ. თბილისის მერიასთან გაიმართა აქცია ,,პარტიზანული მებაღეობა თბილისის” ინიციატივით. აქციის მონაწილეები აპროტესტებნდენ საღი ხეების მოჭრას და მოითხოვდნენ, რომ  მათ ნაცვლად განადგურდეს მხოლოდ დაავადებულები.

აქციის მონაწილეების თქმით, მერიის მიერ გაცემულია ნებართვა 600 ხის მოჭრის შესაღებ, დღესდღეისობით კი უკვე მოჭრილია 400 მათგანი. როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა “ლიბცენტრს” განუცხადა, ხეები მოიჭრა შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის გამო, კანონიერ საფუძველზე, თუმცა რადგანაც მოსახლეობის მხრიდან ამ ფაქტს რეზონანსი მოჰყვა, შესაბამისად, საკითხი თავიდან უნდა განიხილოს.

,,პარტიზანული მებაღეობის” იდეის ავტორის, ნატა ფერაძის, თქმით აქციის დაანონსების გამო ამ ეტაპზე ხეების მოჭრა შეჩერებულია: ,,არა აქვს არსებითი მნიშვნელობა თუ რომელი კონკრეტული პროექტის გამო მოხდება ხეების მოჭრა, იქნება ეს ,,პანორამა-თბილისი” თუ ახალი დამაკავშირებელი გზა, ორშაბათს გაიმართება გაფართოებული შეხვედრა სპეციალისტებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინება შემდგომ ეტაპებებთან დაკავშირებით.”

აქციის მონაწილეები ადასტურებენ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე ხეების მოჭრა შეჩერებულია. პარტიზანული მებაღეობის ერთ-ერთი წევრი, ნათია მიქელაძე, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინიციატივა შევიდეს მოქალაქეების მხრიდან მსგავსს საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ეს არ მისცემს საშუალებას ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითნებურად გადაწყვიტონ მნიშვნელოვანი საკითხები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s