1 ლარი და 18 თეთრი

ავტორი: ირინა რურუა       

ხელისუფლების შეცვლიდან ძალიან მალე ყური უამრავი სისულელის მოსმენას შეეჩვია. რეაქციებიც პერიოდულად სხვადასხვა საფეხურებს გადიოდა და სწორედ ახლა იმ ეტაპზე ვარ სრულიად მშვიდი ნერვებითა და სახის ბუნებრივი გამომეტყველებით (რამდენადაც ეს არის შესაძლებელი) ვუსმინო საკრებულოს წევრ ქ-ნ რიმას, რომელიც ირწმუნება რომ 1.18 თეთრიან სადილში კალორიულობა დაცულია.

ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენად ყალბია ადამიანის ბუნება. რამდენად ადვილად შეუძლია მოერგოს არსებულ სიტუაციას და მის გარშემო შექმნილ კომფორტს. რამდენად შეუძლია დაიბრმავოს თვალები რეალობის არდასანახად…

-თქვენ იცით, რომ მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია.
ამბობს ქ-ნ რიმა გულწრფელობის 100 % მაჩვენებლით და რას ვერჩით?

რა თქმა უნდა, ბუნებრივია…

მე ვხედავ რა მდგომარეობაშია პენსიონერი, რომელიც დახლთან ჩემ წინ მდგომი გამოზომილად ყიდულობს წინა დღის პურს, რომ დარჩენილი თანხით წამალი დაამატოს თავის დღის რაციონს.
მე ვხედავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც მგზავრობის პრობლემები ექმნება. ვხედავ, ძალიან კარგად ვხედავ და შემდეგ მახსენდება, რომ 21-ე საუკუნეა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება..
კიდევ უამრავ მიუსაფარ ბავშვს ვხედავ ქუჩაში გამოწვდილი ხელებით და ჩემი გამოზომილი ჯიბის გახსენებაზე ვცდილობ აღარ დავინახო.. აღარ ვიფიქრო და აღარ განვიცადო.

ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი რამის დანახვა და გაგებაა შესაძლებელი. მთავარია თვალი და გული გვივარგოდეს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი არ არის საკმარისი არსებული სიტუაციის შესაცვლელად.

„უმწეოთა ერთჯერადი (სადილი) კვების ერთკვირიანი მენიუ“. დიდი ასოებით ვკითხულობთ ცხრილზე დატანილ წარწერას, სადაც სეზონურობის გათვალისწინებით იქმნება მენიუ. ახლა შემოდგომაა. კვირა კი ეჭვი მაქვს ჩვეულებრივზე მეტად ბედნიერი დღეა, რადგან ცხრილითა და კეთილი ნებით კვირა მეტად ნოყიერი ჩანს.
წვნიანი ხორცით, შვრიის ფანტელის ფაფა რძით, ხილის კომპოტი და პური (ხორბლის)..
განა არ მესმის თქვენი შეშფოთება ქ-ნ რიმა, 1.18 თეთრი რომ საკმარისად მიგაჩნიათ და გიკვირთ, ადამიანური პროტესტი.
მე ის არ მესმის, ვითვლი და ვერ ვიგებ რამდენი ასეთი კვირა დღის ყიდვა შეგიძლიათ გაცემული მრავალნულიანი პრემიებით… ვითვლი და მგონია, რომ სწორ რიცხვს ვერ უნდა ვიღებდე.

„გუნდმა აიღო ძალიან დიდი პასუხისმგელობა. თქვენ იცით, რომ მოსახლეობა არის უმძიმეს მდგომარეობაში და საჯარო მოხელე რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში მას აუცილებლად უნდა ქონდეს შესაბამისი ანაზღაურება რომ მან მისი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულოს ძალიან მაღალ კეთილსინდისიერად.“

გიყურებთ და ეს სიტყვები მახსენდება, გიყურებთ და პრემიები მახსენდება, გიყურებთ და თქვენი უკანასკნელი განცხადება მახსენდება, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელი არ უნდა იყოს.. გიყურებთ და თქვენი ნახსენები სინდისი მახსენდება რომელიც სავარაუდოდ პრემიის მრავალჯერადი აღებისას გაცვდა..

რთულია ადამიანად ყოფნა, იმდენად რთული, რომ გვირჩევნია არ ვიყოთ.

19d84286bead

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s