„ლიბცენტრი“ აცხადებს ბლოგპოსტების კონკურსს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტი „ლიბცენტრი“ აცხადებს ბლოგპოსტების კონკურსს ლიბერალური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების თემაზე. საუკეთესო ათი პოსტი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე libcenter.ge. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, მათ შორის ერთს კი გადაეცემა ფასიანი პრიზი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსანტი თავისუფალია პოსტის კონკრეტული თემის, მიმართულების და ფორმის შერჩევაში;
  • მასალის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას;
  • მასალა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული
  • მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს

ბლოგპოსტებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • პრობლემის/თემის აქტუალობა
  • ანალიზის უნარი
  • არგუმენტაცია
  • სტრუქტურა
  • მართლწერა

ბლოგპოსტი  გამოგზავნეთ 2015 წლის 25 დეკემბრამდე მისამართზე Liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ „კონკურსი“.

განაცხადების მიღების შემდეგ საუკეთესო 10 პოსტი განთავსდება ვებგვერდზე, იანვარში კი საუკეთესო გამოვლინდება.

ლიბცენტრის შესახებ:

“ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლიდან  ხორციელდება.

კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი 6 თვის განმავლობაში ისმენს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის და რწმენის თავისუფლება, საკუთრების უფლება,  სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გარდა ამისა, სტუდენტები ვებგვერდისთვის (libcenter.ge) ამზადებენ სტატიებს, ბლოგპოსტებს, სიუჟეტებს და მულტიმედია მასალებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: თბილისი, შიო მღვიმელის 6ა

e-mail: liberalismcenter@gmail.com

web: libecenter.ge

FB: https://www.facebook.com/liberalism.center/

Youtube: https://www.youtube.com/user/liberalismcentre

cropped-logo-lib-1

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s