რატომ არ უნდა გვიყვარდეს სტალინი?

steadmanillustration16ავტორი: მარიამ ყეინაშვილი

ევროკავშირს უთქვამს, ქართველ ხალხს ვიზა ლიბერალიზაცია არ ეკუთვნის, სტალინი გიყვართო, „ვუმტკიცებ, რომ სტალინი არ გვიყვარს“. გვეუბნება ბატონი ლევან ბერძენიშვილი. ნამდვილად არ გვიყვარს სტალინი, ვუდასტურებთ სტუდენტებიც.

1924 წელს ლენინი მოკვდა. ლენინს დიდად არ ეპიტნავებოდა სტალინი, თუმცა მკვდარს ვინ რას დაეკითხებოდა, ყველას აჯობა სტალინმა.

იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც გარკვეული რაოდენობის ადამიანებმა რუსეთის 1917 წლის რევოლუციის პერიოდში უკვე აიტაცეს და გაითავისეს კაპიტალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება იყო და არა მხოლოდ. მარქსისტულ იდეოლოგიას საკმაოდ დიდი რაოდენობის მიმდევარი გამოუჩნდა. სტალინმა 1928 წლიდან განახორციელა ეკონომიკური რეფორმა იმ მიზნით, რომ მისი ეკონომიკა დასავლეთისას გაუტოლდებოდა და კიდეც გადაასწრებდა, მოახდინა ფერმების კოლექტივიზაცია და დაუქვემდებარა ისინი კოოპერატივებს. მოსპო კერძო საკუთრება. რატომ უნდა გვიყვარდეს სტალინი?

საფიქრალი ნამდვილად არის რა განხორციელდა საბჭოთა კავშირში მარქსისტული იდეოლოგიების გათვალისწინებით და რა არა. აი, მაგალითად: “all animals are equal” წერს იდეოლოგია, „but some animals are more equal” პასუხობს კონკრეტული ვითარება.  სტალინმა ჩვენ მოგვატყუა. რატომ უნდა გვიყვარდეს სტალინი?

სტალინმა 20-იანი წლებიდანვე საკუთარი პარტიის წმენდა დაიწყო და რაც 30-იან წლებში მოხდა არ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს. სტალინმა 20 მილიონამდე (თუ სწორად მახსოვს) ადამიანი დახოცა, ბევრიც გადაასახლა. რატომ უნდა გვიყვარდეს სტალინი?

სტალინმა მოგვისპო არჩევანის საშუალება, განვითარების პოტენცია ჩაახშო ადამიანებში. სტალინმა იზოლირებულ ხალხად გვაქცია. მერე სხვების საკვლევ ობიექტად, დღეს არსებობენ უცხოელი მკვლევარები, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს იკვლევენ, მეც აუცილებლად მათი დაკვირვების ობიექტი ვარ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქე, რომელსაც შესაძლოა, რომ ისევ აქვს გარკვეული ტიპის საბჭოური გავლენები. რატომ უნდა გვიყვარდეს სტალინი?

საბჭოთა მემკვიდრეობის გადალახვა მარტივი არავისთვის ყოფილა. მაგალითად აღმოსავლეთი გერმანია, რომელმაც საკუთარი კულტურა ყველაფრის მიუხედავად შექმნა, ძალიან განსხვავდება „დასავლეთისგან“ თუნდაც სიმდიდრის  და პიროვნული განწყობების თვალსაზრისით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კვალი საქართველოზე უფრო ღრმა იყოს, ვიდრე გერმანიაზე. საბჭოთა გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ქცევაში ძალიან შეიჭრა. რატომ უნდა გვიყვარდეს სტალინი?

ერთ დღეს ჩემმა ამერიკელმა ლექტორმა ასეთი კითხვა დაგვისვა: რატომ მალავთ სახლებს ფარდებს მიღმა? დიახ, ეს საბჭოთა მემკვიდრეობაა, როცა ხალხს ეშინოდა რას დაინახავდა ქუჩაში მოსიარულე მის სახლში.

რატომ ხსნიან ყვითელი „მარშუტკის“ მძღოლები მგზავრებისთვის განკუთვნილი სკამებიდან ღვედებს?

რატომ ვისმენ ადამიანებისგან, რომ ხალხს მთავრობის უნდა ეშინოდეს?

რატომ არ შეიძლება გქონდეს რამის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება?

ამ კითხვებზე პასუხს ყველა ჩვენგანი მოვძებნით. ასე რომ, შეგვიძლია დავფიქრდეთ, უამრავ რამეს აღმოვაჩენთ, რაც დაღდასმულად გვაგრძნობინებს თავებს.

დიახ, მე დაღდასმული ვარ, დაღლილი დაღების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასე რომ, მე არ მიყვარს სტალინი, მე არ მიყვარს საბჭოთა კავშირი.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s