თბილისს აღარ უყვარხართ, მეგობრებო

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

 ტელეფონს ჩავყურებ, მშვენიერი ამინდია, თბილა, ნელა მივსეირნობ, უცებ ხელი ძლიერად მკრეს და ინერციით  ტროტუარის სხვა მხარეს აღმოვჩნდი. როცა გონს მოვედი, გავარკვიე, რომ მეგობარმა კარგ შემთხვევაში ჩემი საყრდენ–მამოძრავებელი  სისტემა იხსნა, რადგან ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა ბილიკზე მომავალი მანქანა მეჯახებოდა.

ყველას გვახსოვს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები. სარეკლამო რგოლებში თუ დებატების დროს როგორ გვპირდებოდნენ კანდიდატები კეთილმოწყობილ ქალაქს ავტოსადგომებითა და შემოვლითი გზებით და ესტაკადებით, რათა მოძრაობა განმუხტულიყო. ავირჩიეთ ახალი მერი, პრობლემები კი ძველიც შეგვრჩა და ახალიც შეგვემატა.

საქმე ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაპირებები გრძელვადიან პერსპექტივაში განხორციელებადია, თანაც უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ინვესტორების მოზიდვა, კონკურენტული გარემოს შექმნა, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, თეთრზე შავით “მუშაობას” კი რა უნდა, მიდი წერე და მოსახლეობამ იკითხოს, იხადოს “სითი პარკის” ჯარიმები, იმიტომ რომ აკრძალულ ადგილზე გააჩერა მანქანა და კიდევ იმიტომ, რომ შენ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ გამოუყავი. აბა რა, ინვესტორების მოზიდვა უფრო რთულია, ვიდრე მოქალაქეების ჯიბეების გამოფხეკა.

  აი, ისიც გვახსოვს, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაო, თავისუფალი ბაზარიო, ავშენდებით და გვეშველება მეოთხე წელსო, ხოდა ეგ არ ვიცი, მაგრამ გაფუჭებული გზები, გაძვირებული ელექტროენერგია, დახურული მცირე საწარმოები და 1,18 თეთრად მცხოვრები მოსახლეობის რიცხვის ზრდა კი ნათლად ჩანს.

  იმასაც ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩვენთვის ზრუნავს და ცდილობს ქალაქის საცობებისგან განმუხტვას, აი როგორ: მერე რა, თუ კომპეტენცია არ ჰყოფნის თუ სურვილი არ აქვს, რომ ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს, ბიუჯეტი შეავსოს, სამაგიეროდ, აკრძალავს მარჯვენასაჭიანი მანქანების დარეგისტრირებას, აღნიშნული მანქანების ფასი შიდა ბაზარზეც დაეცემა და მეგობრებო, თქვენ ფაქტობრივად მოსიარულე ჯართის მფლობელი იქნებით, რომლის რეალიზაციასაც ვერ შეძლებთ, სამაგიეროდ აყვავდება მარცხენასაჭიანი მანქანების ბიზნესი და ბიუჯეტშიც იმდენი ფული შევა, “ყველა მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს.”

  კიდევ იცით რა ჭკვიანური გეგმა შეიმუშავეს ბიუჯეტის შესავსებად? მანქანის მართვა ხომ ისწავლე, მართვის მოწმობაც ხომ აიღე, მაგრამ გგონია შენს ინტელექტუალურ საკუთრებას სახელმწიფო შეგინარჩუნებს და კანონს შენს დასაცავად შექმნის და არა საზიანოდ?! ნურას უკაცრავად, წესს რომ დაარღვევ, ჯარიმასაც გადაიხდი, ნელ–ნელა ქულებიც დაგაკლდება, ჩამოგართმევენ კიდეც და ოხრადაც დაგრჩება ეგ შენი მანქანა, თუ მეორედ არ ჩააბარებ გამოცდას. საინტერესოა, ეს რეგულაცია არის თუ არა იმის საწინდარი, რომ მოქალაქეები წესებს აღარ დაარღვევენ, რადგან სხვა გზა რომ არ გექნება, ისევ გააჩერებ მანქანას ტროტუარზე და მერს რამდენჯერაც შეახსენებ დაპირებულ ავტოსადგომებს, იმდენჯერ გადაიხდი “სითი პარკისგან” დაკისრებულ ხარკს.

თქვენ მიერ გადახდილი თანხა ბიუჯეტში შედის და ისევ თქვენს კეთილდღეობას ხმარდება, მერე რა, თუ არც ესტაკადები აუშენებიათ, არც შემოვლითი გზები, არც მათი რეაბილიტაციით შეუწუხებიათ თავი და საათობით დგახართ საცობებში, მერე რა… ჩამოგართმევენ მართვის მოწმობას და იარე სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა უმეტესობა ტექდათვალიერებასაც ვერ გაივლის.

  თქვენ გიყვართ თბილისი, მაგრამ თბილისს აღარ უყვარხართ, მეგობრებო.

 The Airport

One thought on “თბილისს აღარ უყვარხართ, მეგობრებო

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s