ქვემდებარეზედ

bbd92688-47fa-4c27-b793-58f610722c7fავტორი: სალომე აფციაური

დაქვემდებარებულები ვართ. რათა გვეწოდოს ქვემდებარე. თქვან ჩვენზე – ის, შენ, მან. გვეთქმოდეს -მე. ყველას ქვემდებარე ჰგონია თავი ქვემდებარობის გაგებით, სულ ერთია რთულ ქვეწყობილ თუ რთულ თანწყობილ წინადადებაში. რატომღაც თავს არიდებენ დამატებად ყოფნას და თუ მაინცდამაინც არიან, ფიქრობენ, პირდაპირი დამატებობა უჯობთ თუ ირიბობა, ან იქნებ სულაც უბრალოობა. პრინციპში სამივეს თავისი დადებით-უარყოფითობები დააქვს ზურგით. ირიბს შეუძლია ბრუნვის, ზნის, ცვლა, მაგრამ ირიბია, დამატება, ზედმეტობა ,ჩაკვეხებულობა და თანაც ირიბი. პირდაპირი კიდევ ეკუთვნის  იქაურობას, ნუ ეთქმის მაინც, მაგრამ იქიდან ფეხს ვერ მოიცვლის. უბრალოს კი მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფუნქცია და ჯაფა არ ადგას, უბრალოა, არასაჭირო, გამოუსადეგარი, როცა უნდათ მოისვრიან წინადადებიდან.

საკითხავია ქვემდებარე მოქმედებს შემასმენელზე თუ პირიქით. მაგალითად ზმნაში: მოაქვს -მას ის თუ ის მას. ვერაფერს გაიგებ. ვერც სახელების ეტიკეტურობით გაიგებ. თუ ჩაუკირკიტებ ვერც მაშინ. როგორია სუბიექტს ერქვას ქვემდებარე ქვე დიახ ქვე მდებარე, რისი ქვე? არ ვიცით. შემასმენელს, ზოგჯერ ქვემდებარეზე რომ ურიერთქმედებს შემასმენელი, შე -მასმენელი. ვისი რისი. ქვემდებარის? თუ უსმენს როგორ ჯობნის. თან ქვემდებარე ხომ ქვევითაა რაღაცის. ისევ ლაბირინთი. სიტყვებში იერარქიულობაა.

მე ხშირად ვფიქრობ, რისი ან ვისი ქვემდებარეა ქვემდებარე. რა დგას მასზე ზევით და ვერაფრით მიპოვია პასუხი. მხოლოდ ადამიანები მინახავს, თავი რომ რაღაცის ქვევით დააყენეს. უფროსის, პატრიარქის, მშობლის, ტრადიციის, მენტალიტეტის, კანონის, ღმერთის. ვფიქრობ იმაზეც ეს უკეთესია? თუ, ის, ადამიანმა თავის თავს ზემდებარე ან უბრალოდ მდებარე რომ უწოდოს. რამე შეიცლებოდა? სიტყვები აზროვნებით  სადმე მიგვაქანებენ? თუ ჩვენ მივაქანებთ? ბოლოს და ბოლოს, განა ერთმა ჭკვიანმა არ გვიწოდა ყველას ქვემდებარე? ასე ვეჯავრებოდით თუ პირიქით. ან იქნებ არასწორია აიღო სხვა დატვირთვის სიტყვა და სხვა დატვირთვით განიხილო. მაგრამ ეს სხვა დატვირთვაა? ეს უკვე ამაზონის ჯუნგლებია, თანაც გაუვალი.

 თქვენს წინაშე იყო  უპასუხო, აზრის არ მქონე პოსტი სიტყვაზე ქვემდებარე, რომელსაც ასე თამამად ვამბობდით სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურშიც ზოგი, და ყველგან, სადაც წინადადება გაურჩევიათ მასში შემავალი წევრებითურთ. პოსტი, რომელიც თავისთავად პასუხს არ/ვერ იძლევა. გაწბილებულ მკითხველს თავის დახრით ვემშვიდობები.
ფარდა…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s