WELCOME TO EUROPE!

12386751_919008178175910_6888778_nავტორი: ელზა ელბაქიძე

WELCOME TO EUROPE! „ვიზალიბერალიზაციას გილოცავთო! არა, რას ზეიმობს ეს ხალხი, მე არ ვიცი?! ახლა ვართ უბედურები, ცოდვის ბუდეს კიდევ ერთი ნაბიჯით რომ დავუახლოვდით“- ქოთქოთებდა 60 წლამდე ასაკის ქალბატონი მიკროავტობუსში. მგზავრებით გადაჭედილ ტრანსპორტში მას მხოლოდ ერთი თანამოაზრე ჰყავდა- ისიც მისივე ასაკის იქნებოდა და დანანებით, ამბობდა, რომ რუსეთი ახლა აღარც გამოიხედავს ჩვენკენო. საბედმიეროდ, მათ არავინ უსმენდა, ან ჩემსავით უსმენდა, და არ ბრაზდებოდა. პირველად მოხდა, რომ მსგავსი შინაარსის დიალოგს ვისმენდი და რეაქცია არ მქონია- გულში მხოლოდ იმას ვიმეორებდი, თქვენი საუბარი არაფერს შეცვლის, ქალბატონებო, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ-მეთქი და ნიშნის მოგებით ვიღიმოდი.

18 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – დასკვნა, რომელსაც ქვეყანა ფაქტობრივად საუკუნეების მანძილზე ელოდა, დადებითი აღმოჩნდა. ევროკომისიამ სულ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ 100%-ით შესრულა ევროპის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და ვიზალიბერალიზაციაც მიიღო. „ეს ფაქტი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებაო,“ „დღეს საქართველო თავიდან დაიბადაო“, „როგორც იქნა, დავბრუნდით ოჯახშიო“, და ა.შ. – ამ შინაარსის განცხადებები ისმოდა და იწერებოდა დღეს მთელს ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე საათია, დიდი თუ პატარა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას ზეიმობს.

ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და მეც, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ქვეყნის მომავალს იმედიანად შევხედე. ევროპული აზროვნება, კულტურული დონის ამაღლების შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემისა და სოლიდარობის გრძნობის გამომუშავება, ორგანიზებულობა, წესრიგის სიყვარული, კანონის უზენაესობის დაცვა, მეტი განათლება – ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი და რომლის რეალობად ქცევაც მხოლოდ „ევროპული სიოს დაბერვის“ შემდეგ წარმომედგინა. და აი, დავბრუნდით ისტორიულ ოჯახში და იმედი მაქვს, სიო, რომელიც ევროპელობას გვიქადის, ჩვენთანაც ნელ-ნელა უფრო ძლიერად დაუბერავს და საქართველოც ევროპის ღირსეული წევრი გახდება.

გასულ კვირას ვიზალიბერალიზაციის პროცესზე სიუჟეტი მოვამზადე. გერმანიის საელჩოს სავიზო განყოფილებასთან მოქალაქეები რიგში იდგნენ, ვიზას ელოდებოდნენ და წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ რამდენიმე დღეში რეალობა შეიცვლებოდა, ევროპა კარს გააღებდა და უვიზოდ შეძლებდნენ გამგზავრებას, თუნდაც გერმანიაში. მართალია, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების დაწესებამდე რამდენიმე ფორმალობის გავალა კიდევ მოუწევს საქართველოს, მაგრამ ის ხომ დანამდვილებით ვიცით, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის (ოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 თვე დასჭრდება პროცედურებს) ყველა ეს ფორმალობა გავლილი იქნება და საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას.

ამ ხნის მანძილზე ქვეყანას ევროკომიის მიერ დასახელებული არაერთი მოთხოვნის შესრულება მოუწია. განხორციელდა რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები; ძრითადად კი აქცენტები გაკეთდა დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საზღვრისა და მიგრაციის მართვას, თავშესაფრის პოლიტიკას; საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას, კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას და ა.შ.

მართალია, რეალურად დღეს საქართველოს ზემოთ ჩამოთვლის საკითხებში კვლავ ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, რადგან კიდევ უამრავი კუთხით სჭირდება განვითარება, მაგრამ მთავარი ფაქტია, 18 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს მისცა შანსი ევროპულ ოჯახში შესვლისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა გვენდობა- მას სჯერა, რომ სულ მალე საქართველო ის ქვეყანა გახდება, სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად ფასობს, სადაც სოლიდარობა ურთიერთობის მთავარი განმსაზღვრელი იქნება და სადაც ადამიანები მხოლოდ განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

მოკლედ, საქართველო, WELCOME TO EUROPE! მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მყოფ 22 ქვეყანაში შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი. ასევე შენგენის ზონაში მყოფი ამ 22 ქვეყნის გარდა, შესაძლებელი იქნება უვიზოდ მოგზაურობა შენგენის კანდიდატ ქვეყნებშიც. ასეთი ოთხი ქვეყანაა – ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია. უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც – ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია. აქაც აუცილებელი იქნება ბიომეტრიული პასპორტი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s