როგორ გაგვწირა (გაწირულმა) პრემიერმა

საკონკურსო ბლოგპოსტი

ავტორი: გიორგი გვიმრაძე

ცოტა ხნის წინ, პატრიარქმა ილია II-მ ისურვა, პატიმრების შეწყალების უფლება ჰქონოდა. საპასუხოდ, ხელისუფლების პოლიტიკური შტოების წარმომადგენელები მზად აღმოჩნდნენ, სეკულარიზმის პრინციპი დაეთმოთ, პატრიარქის სურვილის შესრულების სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნაში შეიძლება მოიძებნოს ხელისუფლების ისეთი წარმომადგენელი, რომელიც სასულიერო პირს მუდამ თავს დაუქნევს, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს შემთხვევაში, კონსტიტუციით გარანტირებული სეკულარიზმის პრინციპის დათმობაზე თანხმობა განაცხადეს არა ხელისუფლების რიგითმა წარმომადგენლებმა, არამედ საქართველოს მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა.

ამ ადამიანებმა კრიტიკა დაიმსახურეს ასეთი უპრინციპობის გამო. კრიტიკა სწორედ მათ მიერ კონსტიტუციური წყობის მიმართ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია. ყველამ ვიცით, რომ სეკულარიზმის პრინციპი გულისხმობს საერო და სასულიერო ხელისუფლებების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ზოგადად რა შედეგი მოაქვს სეკულარიზმის პრინციპის დარღვევას, ეს ძალიან ფართო საკითხია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის კონკრეტული მოსალოდნელი შედეგი, რაც ამ შემთხვევაში დადგებოდა, თუკი პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭებოდა.

დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ხალხს გააჩნია შესაძლებლობა, ხელისუფლებას პასუხი აგებინოს, მის ქმედებებზე. თუ სახელმწიფოში გარკვეული უფლებამოსილების საფუძველზე, პირი ახორციელებს ქმედებას, რომლის შედეგიც პირდაპირ აისახება საზოგადოებაზე და მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, ამ შედეგებისათვის პასუხი აგებინოს პირს ირიბად მაინც, მაშინ დემოკრატია მხოლოდ ისეთივე დატვირთვის მატარებელი გახდება, როგორც ეს ერთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, და არა მხოლოდ მას, ახასიათებს.

თუ პატრიარქს ექნება პატიმრის შეწყალების უფლება, მის მიერ განხორციელებული ქმედება (შეწყალება) პირდაპირ გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, შესაბამისად მოსახლეობაზე. ძალიან მარტივი და თვალშისაცემი უარყოფითი შედეგი, რაც შეიძლება პატრიარქის მიერ შეწყალებამ შეიძლება გამოიღოს, არის კრიმინალის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება საერთოდ არ მოხდეს, მისი მოხდენის ალბათობა რეალურია. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა უძლური აღმოჩნდება, გამოასწოროს გაუარესებული მდგომარეობა. თუ პრეზიდენტის შემთხვევაში მათ მარტივად შეეძლებათ მის მიმართ არსებული პოზიცია საარჩევნო უბნებზე გამოხატონ, პატრიარქი ამ მხრივ, ხელშეუხებელია და ცხადია, ასეც უნდა იყოს.

საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ არავინ დარჩება, ვინც პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ემშვიდობება დემოკრატიულ მმართველობას, არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ ფორმალურადაც.

ამ ყველაფრის მიხვედრა ძალიან მარტივია. მაგრამ ამდენი არ ესმით აღმასრულებელი ხელისუფლების უკვე ყოფილ ხელმძღვანელსა და პარლამენტის წევრებს თუ ისინი საკუთარი რეიტინგის ფასად, მზად არიან, ასეთი რამ დაუშვან?! რთული სათქმელია, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მეორე ვერსია უფრო სარწმუნოდ მოჩანს.

მაშინ ვინ მართავს ქვეყანას?! ისინი, ვინც ერთი „ემოციური წამოცდენის“ გამო მზად არიან დათმონ ქვეყნის მომავალი, მოუსპონ ქვეყანას განვითარების ყველა შესაძლებლობა?!

არ გეგონოთ, რომ ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელები არიან მხოლოდ საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ პატრიარქს უთხრან „არა“.

ისინი ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულნი არიან პატრიარქის წინაშე. საერთოდ არ აქვთ შეგნებული, რომ ეს ასე არ არის.

რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვმართავენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მათი ქმედებების გამო, პასუხი უნდა აგონ ჩვენ წინაშე. ისინი ფიქრობენ, რომ სანთლით ხელში საჯაროდ გამოჩენა, პატრიარქის ხელზე ამბორი, მის წინაშე თავდახრილი დგომა და უსიტყვო თავის ქნევა არის ის, რასაც არასდროს არ უნდა უღალატონ, ნებისმიერ ფასად.

ჩვენ გვმართავენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგვწირონ ყველაზე უარესისთვისაც, პატრიარქისთვის ერთი თავის დახრის სანაცვლოდ.

გაწირულნო თუ გაუწირავო პრემიერებო,

ჩვენ დაგავალეთ სახელმწიფოში დემოკრატიული წყობის შექმნა და შენარჩუნება, ჩვენ მოგანდეთ ჩვენი შვილების მომავალი და როცა გადაწყვეტთ, ამ დავალებიდან გადაუხვიოთ, გვკითხეთ, ამის ნებას გაძლევთ თუ არა. ეს ვალდებულებაა. ჩვენ ხმა მოგეცით იმ პირობით, რომ დავალებას შეასრულებდით, ჩვენ თქვენთვის ხმა არ მოგვიცია პირობების გარეშე. გააცნობიერეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოგანდეთ.

One thought on “როგორ გაგვწირა (გაწირულმა) პრემიერმა

  1. Pingback: ლიბცენტრმა კონკურსში მონაწილე ათი საუკეთესო ბლოგპოსტი გამოავლინა | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s