ყველგან ჩემი სახლი

საკონკურსო პოსტი

ავტორი: ჯაბა ჩხეტიანი

როცა პირველად ვნახე, მახსოვს, გავიფიქრე „ნეტა, ვის მოუვიდა თავში აზრად ამ მთის წვერზე ეკლესიის აშენება“. მცხეთაში ბევრჯერ ვყოფილვარ და ჯვარიც ბევრჯერ მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი მიფიქრია. როცა ამ მთას და ეკლესიას ვუყურებდი, თან საკმაო ხანი, იმიტომ, რომ ძალიან მაღალ მთაზეა და ძალიან შორიდან ჩანს, ჩემს თავს ვკითხე: ვინ? რატომ? რისთვის? მერე თავს მკრეხელობის უფლება მივეცი და გავიფიქრე, რომ აქ ამსვლელი ბევრი არ იქნებოდა არც ერებიდან და არც ბერებიდან. შევცდი. მთასთან ახლოს ჩავიარეთ და სანამ თვალს მიეფარებოდა, მანქანებისა და ადამიანების მოძრაობა არ შეჩერებულა, ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მეორე დღეს უკანა გზაზე ისევ ძალიან შორიდან გამოჩნდა თან ზარების ხმაც ისმოდა მკაფიოდ, რომ მოვვახლოვდით ადამიანები და მანქანები ისევ ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ.

მერე ვფიქრობდი იმ ზარის ხმა იქ ამსვლელების გასაგოდანდ არ უნდა ყოფილიყო, უფრო იმათ გასაგონად სხვა დროს სხვანაირად და სხვა ღმერთზე რომ ლოცულობენ და იმ მხარეში ცხოვრობენ. აი, იმ სხვებისთვის იმის სათქმელად არის ის ეკლესია აშენებული, რომ ეს მიწა, მთები და მინდვრები ყველასი არ არის და მითუმეტეს, თქვენი, სხვების. ეს ამ ზაფხულს იყო, ახლა ცოტა უკან დავბრუნდეთ.

70 წელი ვიცხოვრეთ სისტემაში, რომელიც ეკლესიებს და ადამიანებს ანგრევდა (და კიდევ ბევრ რამეს). ადამიანებს მგონი, უფრო მონდომებით. როცა სისტემა დასრულდა და დამოუკიდებლები გავხდით, ჩვენ ერთმანეთის დანგრევა, მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიების შენება დავიწყეთ და იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილს ებრძოდა, ფული ადამიანების გამოსაკვებად თუ არა, ეკლესიების საშენებლად ყოველთვის ჩნდებოდა და ვაშენებდით კიდეც. ასე ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ბევრი რამის სიმბოლოდ შეირაცხა, თუმცა, მე არცერთი არ მახსენდება ახლა. მერე ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში საკმარისზე მეტი სიმდიდრე გვქონდა და სად უნდა წაგვეღო თუ არა იქ, სადაც წესით ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ, ცაში. გამართლება ამასაც მოუძებნეს მამებმა. 100 მეტრზე ავიტანეთ ოქრო და გუმბათზე დავადეთ, იმ მთის წვერზე აშენებული ეკლესიასავით შორიდან მოჩანს ახლა ეს ოქრო და იმაზე მეტს გვეუბნება ჩვენც და სხვებსაც.

ამის მერეც არ გავჩერებულვართ რაც მთავარი სახლი ავაშენეთ. საქართველოში მთები ბევრია და იხარე ერო, არც ბარში დაგვზარებია. ახლა კიდევ ერთს ვაშენებთ მთაზე, ჩვენ ყველანი ერთად. თაობებს დარჩება როგორც სხვები. ეს თაობებიც ისეთი მშივრები და გაჭირვებულები იქნებიან, როგორც სხვები, მარა მაინც.

სახლები რომ ავაშენეთ, მერე დიდი გალავნები შემოვარტყით. დიდი, მყარი კუნსტრუქციები, რომლებიც ჩაკეტილობის, უნდობლობის, საზოგადოებისაგან გამიჯვნის სურვილს ასახავს, მაგრამ ისევე ჩვულებრივად აღიქმება ადამიანებში, როგორც საკეტი კარზე.

ღმერთს ბევრი სახლი ავუშენეთ, გალავნებით გავამაგრეთ, ძვირფასი ქვები შევწირეთ და ა.შ. რამდენს ავაშენებთ კიდევ. რამდენი დავხარჯეთ ყველაფერ ამაზე და კიდევ ვაგრძელებთ უფრო მონდომებით, მაგრამ მაინც გვიჭირს ფულის გაღება ადამიანებისთვის, რომლებსაც შიათ, ბავშვი უკვდებათ ან სახლი არ ააქვთ და ქუჩაში ცხოვრობენ. ალბათ, გვგონია ღმერთისკენ გზა მარტო მისთვის სახლების შენებაზე გადის და არა მშიერი ადამიანების დაპურებაზე. იქნებ მოოქროვილ გუმბათზე უფრო მნიშვნელოვანი ორი ძროხა იყოს შვიდსულიანი ოჯახისთვის.

რატომ უნდა ჩააბარონ ადამიანებმა ამქვეყნიური გამოცდა მშიერი კუჭით, მომაკვდავი შვილით ხელში ან ღია ცის ქვეშ მაშინ, როცა ადამიანებს რომლებიც ზეცის სამსახურში არიან, მარტო სულიერი საცდურების გადალახვა უწევთ ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ისე კარგად არიან ამქვეყნიურ სიამეებს ზიარებულნი. უსულო ქვის შენობების ასაგებად გაღებული ჩემი და თქვენი ერთი, ორი ან ათი ლარი და ამ ადამიანების მოწოდებები ღვთის სახლების მშენებლობისკენ, არაფერს ნიშნავს, როდესაც ბავშვს სთხოვ მოგიყვეს შაბათ-კვირის შესახებ და საკვებიდან მხოლოდ ჩაის, პურს და მოხარშულ მაკარონს ახსენებს.

და მაინც, ბევრს ავაშენებთ, ბევრჯერ დაგვეუფლება კმაყოფილების გრძნობა, ბევრჯერ გადავიწერთ პირჯვარს, ვაკურთხებთ ჯიპებს და ყოველთვის დავინახავთ ოქროს გუმბათს, მასზე არეკლილი მზის სხივი ყოველთვის დაგვაბრმავებს და ვერასოდეს დავინახავთ ღმერთს, რომელიც გვეუბნება: არ მინდა ყველგან ჩემი სახლი.

One thought on “ყველგან ჩემი სახლი

  1. Pingback: ლიბცენტრმა კონკურსში მონაწილე ათი საუკეთესო ბლოგპოსტი გამოავლინა | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s