კლიენტი ყოველთვის მართალია?!

საკონკურსო პოსტი

ავტორი: სალომე აფციაური

მგონია ეს აზრი თუ გამოთქმა თუ დამკვიდრებული ჩვეულება ერთ-ერთი ყველაზე არალიბერალური ნათქვამია. თითქოს მყიდველები,მგზავრები, კაფესა და რესტორნებში შესულები თუ სალონის სტუმარნი იქ მიდიან იმ აზრით,რომ თითოეული დაწესებულებიდან მართლები გამოვლენ.მათში მოტივირებს ის,რომ ისინი რაღაცით გამყიდველებზე,კონსულტანტებზე თუ მძღოლებზე უკეტესნი, მაღლა მდგომნი არიან ,რადგან მომხმარებლებს წამოადგენენ და მათი სიმართლე ყველა შემთხვევაში სიმართლეა. „კლიენტი ყოველთვის მართალია“-ამბობენ გადაჭრით და დარწმუნებით.

მე მინახავს მყიდველი თავად რომ ვერ გადაუწყვეტია რას ყიდულობს, რიგს აკავებს roca  რიგში მდგომნი,  გამყიდველზე ჩივიან. მინახავს ტყუილუბრალოდ გამწარებული მყიდველიც შარებს რომ სდებს გამყიდველს ან კონსულტანსტს ,პროდუქტის გამო,რომელიც დალუქულია და იქ კონსულტანტი ვერ იჯდება რომ გემო გააკონტროლოს და გითხრათ. მინახავს ჩაციკლული მგზავრები, ერთნი მძღოლს რომ უჯავრდებიან სწრაფი სიარულის გამო,მეორენი კი, აჩქარებენ რას მიზოზინებ გვეჩქარებაო. ასევე ისეთი მგზავრები, ტაქსიში მყოფნი , ძალიან კომფორტულად და საკუთარ სახლში რომ გრძნობენ თავს და  ნაგავს, საჭმლის ნარჩენებს , შიგ ტოვებენ. კიდევ რესტორანსა და კაფეებში ,ყველა ჯოხს მიმტანებზე გადატეხავენ ხოლმე, ცუდ მომსახურებაზე, გაცივებულ საჭმელზე,დაგვიანებულ შეკვეთაზე უჩივიან,თითქოს ყველა მათგანი მიმტანს გამოეწვიოს. კიდევ ისეთი კლიენტები,თავადაც რომ არ იციან როგორი ვარცხნილობა სურთ და ღლიან სტილისტებს აბა ასე ვცადოთ,აბა ისეო, მერე კი ბრაზობენ მეძვირეაო,როცა პროცესს თავად აჯანჯლებენ, ახარჯვინებენ სტილისტებს მასალას, ღლიან ფიზიკურად და რა გასაკვირია თუ ოდნავ ძვირს დაუფასებს.

ყველაზე ცუდი სიტუაცია მაინც ბაზრებშია, სადაც სოფლის პროდუქტები იყიდება. იქ სულ ქაოსია და უკმაყოფილება ხშირად  შეხლა-შემოხლაში გადაიზრდება ხოლმე.აქ უშვერი სიტყვებიც არაა გასაკვირი და მყიდველ-გამყიდველის მთელი ხმით ლანძღვა. სალანძღავს კი,რა დალევს, ზოგს ფასი არ აკმაყოფილებს,ზოგს გამყიდველის უყურადღებობა ან ის ,რომ ცელოფანში ცუდი პროდუქტები ჩაულაგა.

მე მგონია,რომ ეს  ყველაფერი იმ აზრითაა ხორცშსხმული ,რომ მყიდველი თუ მომხმარებელი ყოველთვის მართალია და ეს ხელს აძლევს ადამიანებს,ზოგჯერ მეც უკამყოფილება გამოთქვან, ეუხეშონ გამყიდველს და ჩივილით დაემუქრონ. ვთვლი ასე გამიჯვნა და განუსაზღრვრელი სიმართლის გვირგვინის დადგმა მომხმარებელებისთვის არასწორია.

მეორე მხრივ, მე მინახავს, ნახევრად მძინარე კონსულტანტი,სულ რომ არ ეპიტნავება პასუხი. მინახავს გამყიდველი,ყურადღებას რომ არ გაქცევს და ტელეფონზე საუბრობს, როდესაც შენ ელი. ასევე ბაზრის გამყიდველები, შეგნებულად რომ გატყუებენ გადასახდელ ხურდას. მძღოლები გააფთრებულნი,რომ დადიან გზაზე და სულ აგრესიულები არიან. რესტორნის მიმტანები, ერთმანეთთან მუსაიფში რომ ივიწყებენ შენს შკვეთას.ეს მათი შეცდომებია და რა თქმა უნდა საჭიროებს შენიშვნას ან ჩივილს, თუმცა არა იმ აზრით რომ თავად კლიენტები ვართ ყოველთვის მართლები.

ამ გამოთქვამას არასორად დამკვიდრებულ სტერეოტიპად მივიჩნევ და ვთვლი, ნებისმიერი მომხმარებელის და სერვისის მიმწოდებლის ურთიერთობა ამ აზრზე არ უნდა იყოს დაფუძნებული,არამედ იმაზე ,რომ შეცდომებს ორივე მხარე უშვებს და მათზე, ერთმანეთს შეგვიძლია წყნარად მივუთითოთ.

One thought on “კლიენტი ყოველთვის მართალია?!

  1. Pingback: ლიბცენტრმა კონკურსში მონაწილე ათი საუკეთესო ბლოგპოსტი გამოავლინა | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s