რელიგია შეიქმნს მშვიდობას

საკონკურსო პოსტი

ავტორი: ანა მოსაშვილი                                                                       

2015 წლის პარიზის საშინელი ტერორისტული აქტის შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით მსოფლიო საზოგადოება ახალი გამოწვევის ისლამოფობიის წინაშე აღმოჩნდა. „ევროპა მუსულმანების გარეშე“, „ ძირს ისლამი“, „ ჩაკეტეთ ევროპის საზღვრები“-ამგვარ რადიკალურ განცხადებებს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს მასმედიის სივრცეშიც მოისმენდით.

დღესდღეობით ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიძულვილის ენაა, რელიგიურ ნიადაგზე და სამწუხაროდ ეს გლობალურია. არავინ ამართლებს ტერორისტულ აქტებს, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილ გენოციდს სირიაში პოლიტიკური თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ, თუმცა ჩვენი ისლამოფობიური მოქმედებებით დასაფიქრებელია ხომ არ ვაღვივებთ უფრო დაპირისპირებას. ტერორიზმის საშინელებაც ხომ ისაა, რომ ის არ ცნობს არავის და არაფერს, და ანადგურებს ყველაფერს მის ირგვლივ. ამის შესანიშნავი გამოხატულებაა ისევ პარიზში 2015 წლის იანვრის ტერორისტული აქტი, როდესაც ტერორისტებმა პოლიციელი მოკლეს და საკონტროლო გასროლაც დაახალეს, ის სამართალდამცავი სწორედ, რომ მუსულმანი იყო.

ჩემმა მუსულმანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: „მე ვარ ტერორისტი, მაგრამ არა-მუსულმანი.“ ამ წინადადების შინაარსი იმაში გამოიხატება,რომ შეუძლებელია, რელიგია ძალადობას, კაცთა ჟლეტას ქადაგებდეს. შეუძლებელაი რელიგია, ჰუმანურობის და მშვიდობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. არცერთი რელიგიურად ექსტრემისტი არ ეკუთვნის რელიგიას, ამ შემთხვევაში კი თუნდაც რადიკალურ ისლამს. ასე რომ დაუშვებელია, ადამიანების რელიგიური გრძნობების შელახვა.

სიძულვილის ენის და ისლამოფობიის დილემა ყველაზე კარგად შეერთებულ შტატებში ესმით და მის გადაჭრასაც ყველა გზით ცდილობენ. ამის მაგალითია, 9/11 მემორიალზე მეჩეთის მშენებლობა იმის პასუხად რომ სწორედ ისლამი ქადაგებს მშვიდობას და ადამიანის სიყვარულს.

თუმცა სწორედ, რომ რელიგიური ტოლერანტობა და თავისუფლება შეიძლება დადგეს საფრთხის წინაშე თუკი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის შეხედულებებისნაირ პიროვნებებს უფლება მიეცემათ, რომ რელიგიური ნიშნით ლტოლვილები აღარ მიიღონ, მეჩეთები ამოწმონ და ასევე სირიელი ლტოლვილების მუსულმანი ნაწილიც. ეს ეწინააღმდეგება იმ ღირულებებს, რითიც ასე ამაყობს შეერთებული შტატები.

და კიდევ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიძულვილის ენას. არ შეიძლება ადამიანის რელიგიური გრძნობებით თამაში, როდესაც ყველამ იცის რომ ეს თემა ძალიან სენსიტიურია.

თუ კი მსოფლიო საზოგადოება გააცნობიერებს ამ პრობლემებს და მხოლოდ პარიზში მხარდამხარ მსოფლიო ლიდერები არ ივლიან ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად, რაც უდავოა რომ უპირველესია, თუმცა ამ   პრობლემებს კიდევ უფრო თუ გაიაზრებენ მაშინ შესაძლებელია, ამ პრობლემების გადაჭრა.

შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არსებობს მსოფლიოს რელიგიების კონგრესი, სადაც სწორედ რომ რელიგიებს შორის მშვიდობიან არსებობას განიხილავენ. ჩემი აზრით, ისევ რელიგიებს თუ შეუძლიათ რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა და როდესაც სათანადო სიმაღლეზე იქნებიან როგორც მსოფლიო, ისე რელიგიური საზოგადოება მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი პრობლემა გადაჭრილია და რაც მთავარია რელიგია შეიქმნს მშვიდობას!

2 thoughts on “რელიგია შეიქმნს მშვიდობას

  1. Pingback: Page not found | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s