აბსენტიზმი ანუ რა ჩემი საქმეა 

საკონკუსო პოსტი

ავტორი: გიორგი ბედოიძე

წარმოგიდგენთ ბატონ ლევანსა და მის მეუღლეს, ქალბატონ ეკას. მათ ორი შვილი ყავთ, ნინო და ნიკოლოზი.

ლევანი პროფესიით იურისტია, ის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობს. მისი მეუღლე ეკა ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორია. პოლიტიკის მეცნიერებას ასწავლის.

კვირა დღეა, ოჯახი სახლში იმყოფება. მათ ისადილეს და თან საინფორმაციოს ისმენენ. წამყვანი აქტიურად საუბრობს გუშინდელი პოლიტიკური აქციის დარბევისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, გარდაცვლილ მომიტინგეებზე.

რამდენიმე წუთში ისე ისმენენ კულტურული ძეგლის განადგურების შესახებ ისმენენ ინფორმაციას.  ლევანმა გამორთო ტელევიზორი. „ყოველდღე ერთი და იგივეა“ – ჩაილაპარაკა.

უცებ მეზობელი აკაკუნებს, ეკა კარს აღებს, მეზობელი, ქალბატონი ნანული ეკასთან შემორბის და ქაქანით ეუბნება: „ეკა გოგო, გაიგე ხარატიშვილებში დიდი ჩხუბია, კივილის და ლეწვის ხმა გამოდის, მეზობლები გაიქცნენ, რომ გაარკვიონ რა ხდება“. ეკას ლევანი ურჩევს არ წაყვეს ნანულის, ეს მათი საქმე არ არის. ცოტა ხანში ლეილა შემოდის მათთან, და ეუბნება, რომ ცოლ-ქმრული კინკლაობა ყოფილა, მეტი არაფერი. დაძაბულობა მინელდა.

ეკას და ლევანის ბავშვები იქვე სხედან მაგიდასთან, ნინო, 10 წლის მამას ეკითხება:“სკოლაში ნატა მასწავლებელიც სულ გვასწავლის რომ სხვის საქმეში არ ჩავერიოთ“ . ეკამ ჩაიცინა. მერე ნიკამ დააყოლა:“ იცი გუშინ ის ქალაჩუნა ვასო ვატირეთ“. ლევანი: „ცემეთ ბიჭო? მერე მასწავლებელმა რაო? როგორ შეიძლება რა დაგიშავათ?“. ნიკა პასუხობს: „არა არ გვიცემია, ვეთამაშებოდით რა. მასწავლებელმა არაფერი, აზრზე მოვაო, რა თქმა უნდა, გაგვკიცხა, მაგრამ ეგ არაფერი“.

კვირაა და ჩვეულებრივ ბებია და ბაბუა მოვიდნენ ლევანის ოჯახში. მოიტანეს პროდუქტი და საჩუქრები შვილიშვილებისთვის. ნელი ბებო სასწრაფოდ სამზარეულოში შევიდა და ამოლაგება დაიწყო. ირაკლი ბაბუა ლევანთან დაჯდა და გუშინდელი დღის აქციაზე დაუწყო საუბარი. გალანძღა პოლიცია, ხელისუფლება. და თან კმაყოფილი ამბობდა, რომ არჩევნებზე არც ყოფილა,  ისინი არ აურჩევია და ერის წინაშეც არ აქვს ცოდვა.

ლევანი გარეთ გავიდა. მეგობართან. ქუჩაში გასვლისას მათხოვარს გადაეყარა და ხურდები ჩაუყარა მუჭში.

 მეგობარს შეხვდა. რეზომ უცებ მიმართა მეგობარს: „ბიჭო გუშინ გოგას ცოლმა თურმე აბორტი გაიკეთა, გაიგე? ბავშვი მოკლა. დღეს მოძღვარიც ამაზე გველაპარაკა ტაძარში. აბორტი აკრძალული უნდა იყოს სამუდამოდო. ბიჭო როგორ უნდა გაიმეტო, პატარა..?“ ლევანი თავს უხრის და ეთანხმება: „ჩვენ რას ვიზამთ მათი გადასაწყვეტია“….

ეკამ ისევ საინფორმაციო ჩართო. ჟურნალისტი საკურორტო ზონაში გახსნილ ახალ საციგურაო ზოლზე საუბრობს, რომელიც მთავრობის წევრმა გახსნა. რეპორტაჟის მიწურულს ჟურნალისტმა დააყოლა: „ფრთხილად იყოს, ფეხი არსად დაუცდეს“…ეკას ყურადღება ხმაურმა მიიპყრო ეზოდან.

შუადღეა, კორპუსის წინ, სადაც ლევანი და ეკა ცხოვრობენ მანქანა გაჩერდა, სატვირთო. რამდენიმე უნიფორმიანმა მამაკაცმა უცებ კორპუსის წინ მდგარი სამი ხე მოჭრა, და დადგა ბანერი იწყება  „ახალი კორპუსის მშენებლობა“. უშველებელი მანქანით გაიტანეს ეზოში განთავზებული საბავშვო ატრაქციონიც.  ეკამ მეზობლებს დაურეკა.: „რა ქვნათ არ გავარკვიოთ რა ხდება? ნახე რას გვიკეთებენ?“

მან რჩევა უცებ მიიღო ნანულისგან: „რას გააწყობ, რამეს გახდები რომ გახვიდე? აქამდე ვინც გასულა რას მიაღწია. რაც არის არის. ფული თუ გაქვს ჭრი და კერავ კიდეც როგორც გინდა.“

ეკამ  ნიკას სკოლის დღიურის შემოწმება დაიწყო. ჩანთა შეუმოწმა და იქ ხატი და სანთელი აღმოაჩინა. გადააბრძანა სხვა ადგილას და ნიკას ჰკითხა საიდან მოიტანა ისინი. ნიკამ უთხრა, რომ მასწავლებელმა შემოიტანა კლასში და დაარიგა.  ეკას გაეღიმა და შეინახა ხატი.

ლევანმა და მისმა მეგობარმა ცოტა დალიეს. ლევანი ნასვამი დაბრუნდა სახლში. ეკამ ხმა არ გასცა, იშვიათია, რომ მისი ქმარი სვამდეს. ამიტომ მიეხმარა პალტოს გახდაში. უღიმოდა, ესიყვარულებოდა. ნასვამმა ლევანმა ეკას უთხრა: „ეკა, არ მომწონს, რომ მთელი დღე გარეთ ხარ და მუშაობ.“

– კარგი ლევან, კარგი…-  უთხრა ეკამ და ლევანმა მალევე მიიძინა.

ორშაბათი გათენდა.

ლევანი სასამართლოსკენ გაემართა. დღეს ცვლილება შეაქვთ კანონპროექტში მარიხუანას მოხმარების თაობაზე.

ეკა უნივერსიტეტში პოლიტიკისა და გენდერის ურთიერთკავშირს ხსნის და ქალთა უფლებების დაცვაზე საუბრობს. სტუდენტები განაბულნი უსმენენ.

One thought on “აბსენტიზმი ანუ რა ჩემი საქმეა 

  1. Pingback: ლიბცენტრმა კონკურსში მონაწილე ათი საუკეთესო ბლოგპოსტი გამოავლინა | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s