ბათუმის ბულვარის ამბავი

ავტორი: ნინი სანაძე

ბათუმი ის ქალაქია, სადაც დავიბადე, გავიზარდე, გავატარე შეგნებული ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც მშობლიურ ქალაქზე ვსაუბრობ, პირველ რიგში ბათუმური წვიმა, მყუდრო კაფეები, პატარა ქუჩები და, რაღა თქმა უნდა, ბულვარი მახსენდება.

ბათუმელებისთვის ბულვარი უბრალოდ მოსასვენებელი სკვერი არ არის – ეს შეიძლება ითქვას ყოველგვარი ზედმეტი პათოსის გარეშე, ამიტომაც ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც ბულვარს უკავშირდება, თითოეული ბათუმელისთვის გულთან ახლოს მისატანი და მნიშვნელოვანია.

bulvariბულვარის რეკონსტრუქცია აჭარის მთავრობის ახალი ინიციატივაა, რაც ბულვარის იერსახის რადიკალურ ცვლილებასთანაა დაკავშირებული. როგორც ფაქტობრივი მასალიდან ჩანს, პროექტის განხორციელება დაევალა კომპანია ,,შ.პ.ს დრიმლენდ-ოაზისს’’ (ყოფილი შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“). პირველი ლაფსუსი, რაც ყურადღებამისაქცევია, თვით კომპანიის იურიდიული კომპეტენციის საკითხია – ხელშეკრულება დაგეგმარებაზე ზემოხსენებულ კომპანიასთან ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა – დაუსაბუთებლად, პირდაპირი შესყიდვის ფორმით შემსრულებელი კომპანიის შერჩევა მიუთითებს, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავდაპირველ ეტაპზევე არ უზრუნველყვეს პროცესის მაღალი გამჭვირვალობა და არ მისცეს შესაძლებლობა სხვა კომპანიებს მონაწილეობა მიეღოთ პროცესში.

მეორე, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე საყურადღებოა, თვით ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საკითხია. ინვესტიციებისა და ეკონომიკური განვითარების სახელით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა (მათ შორის ბათუმშიც) შესაბამისად, ზემოხსენებული პასუხგაუცემელი კითხვები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ამ პროცესის გაგრძელება გახდეს ბათუმის ძველი ბულვარიც. ეს პროექტი ბათუმის ბულვარის 30 წლის წინანდადელი გამწვანების აღდგენას ისახავს მიზნად, რეალურად კი, სულ სხვა სურათს ვიღებთ – მასობრივი გამწვანების ნაცვლად აქცენტი კვების ობიექტებსა და კაფეებზე კეთდება, რაც თავისთავად აუცილებელი ელემენტია, თუმცა არა ძირითადი.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ იდეა ძირითადად ტურისტებზეა ორიენტირებული და ფინანსურად ფრიად მომგებიანია, თუმცა როცა საპირწონედ კულტურული ძეგლის დამახინჯებისა და ტერიტორიის არარაციონალურად ათვისების საშიშროება დგას, ვფიქრობ, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს არსებულ საკითხს.

მე პირადად ვიყავი საპროტესტო აქციაზე, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართა. სამწუხაროდ, მოსულთა მცირე რაოდენობამ კიდევ ერთხელ დამარწუნა, რომ მოსახლეობის სამოქალაქო შეგნება საკმაოდ დაბალია. მიმაჩნია, რომ თითოეული ბათუმელის (და არა მხოლოდ) ვალია, დაინტერესდეს ზემოხსენებული თემით, და აქტიურად ჩაებას ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც ამ საკითხის ადეკვატურად, სამართლიანად გადაწყვეტას ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s