არაბინარული გენდერული იდენტობა

 ავტორი: ნანა გობეჯიშვილი

გენდერის ცნება მეტისმეტად კომპლექსურია იმისათვის, რომ მარტივად მოვახდინოთ მისი ერთმნიშვნელოვანი ფორმულირება, მივაწოდოთ ჩამოყალიბებული დეფინიცია ადამიანებს და შედეგად ყველას ჰქონდეს კითხვაზე პასუხი, რა არის გენდერი?

ალბათ, მართებული იქნება, თუ ვიტყვი, რომ გენდერის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისათვის განსხვავეულია. ასევე, განსხვავებულია ის დატვირთვა, რომელსაც ადამიანები ამ ტერმინს ანიჭებენ და ის კონკრეტული გამოცდილებებიც, რომლებიც მათთვის ამავე ტერმინთანაა  დაკავშირებული.

გენდერის მეინსტრიმული გაგება ჩვენს ცალსახად ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში მხოლოდ ბინარული გენდერული იდენტობის არსებობას აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, ჩვენ გარშემო მხოლოდ კაცები და ქალები არსებობენ.   სინამდვილეში თითოეულმა ადამინმა საკუთარი თავის გენდერული იდენტიფიცირება თავადვე უნდა მოახდინოს, რადგან  გენდერული იდენტობის განსაზღვრა მეტისმეტად რთული და პირადი პროცესია იმისათვის, რომ ის მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებების მიხედვით განვიხილოთ და შემდეგ ჩვენს პრეფერენციებს მოვარგოთ.

tyler

ტაილერ ფორდი

ერთი შეხედვით, გენდერი, მისი დეფინირების  ინტერპრეტაციები, თვითიდენტიფიკაცია და ა.შ.,  თემასთან არსებული სხვადასხვა პრობლემა,  შესაძლოა, მარტივი ჩანდეს, რადგან ჩვენ გვასწავლიან, რომ როცა ვიბადებით, ან გოგო ვართ, რომელიც ფემინური უნდა იყოს, ან ბიჭი, რომელიც მასკულინური უნდა იყოს. შესაბამისად, გადასაწყვეტიც არაფერი გვრჩება.ეს ასე არ არის _  გენდერული გამორკვევა და საკუთარი იდენტობისათვის ტერმინის მორგება რთულია. კიდევ უფრო რთული კი საკუთარი გადაწყვეტილების საზოგადოებისათვის წარდგენა და იმის ახსნაა, თუ რატომ ვწყვეტთ ვიყოთ არა მხოლოდ კაცები, ან ქალები.

არბინარული გენდერული იდენტობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეკატეგორიის ადამიანები არიან:

მაგალითად, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ არც ერთი გენდერის გამოცდილება: აგენდერი, რომელიც გახლავთ პირი, რომლის გენდერული იდენტობა არც ერთ არსებულს ერგება, შესაბამისად, მათ უწოდებენ პირებს, რომელთან გენდერი არ აქვთ. მაგალითად, გენდერულად ფლუიდური ადამიანი, რომელიც სხვადასხვა გენდერს შორის მოძრაობს და საკუთარი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე თავის გენდერულ იდენტიფიცირებას სხვადასხვა გენდერში ახდენს. მაგალითად: ტრიგენდერი, ბიგენდერი, გენდერქვიარი და ა.შ.

ტაილერ ფორდი გენდერქვიარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გენდერულად ამბივალენტურია.  თავისი გამოხატვის მეთოდებით, ის ცდილობს არ გაამართლოს ადამიანების წინასწარგანწყობები, რათა მათ გადააფასებინოს თავიანთი სტერეოტიპული შეხედულებები საკითხთან მიმართებით.  ის, ტრადიციული გაგებით, გოგოს სხეულით დაიბადა. მოგვიანებით, როცა სკოლაში სხვა გოგო შეუყვარდა, იფიქრა, რომ ლესბოსელი იყო. მის გარშემო მყოფი გოგოებისნაირი არ იყო და, საერთოდაც, არ იყო ტიპური, ფემინური გოგონა. ფიქრობდა, რომ სხეულთან ჰარმონიაში არ ყოფნა  მის სექსუალური ორიენტაციასთან იყო კავშირში.  ტაილერმა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მამაკაცი უფრი იყო, ვიდრე _ ქალი, ამიტომ ტესტოსტერონის შეყვანა დაიწყო ორგანიზმში, რამაც ერთხანს ბედნიერების ილუზია შეუქმნა. ერთ დღეს, როცა კარადასთან, ტანსაცმლის ასარჩევად, ორ საათს იდგა, მიხვდა, რომ ქალად ყოფნიდან მამაკაცად ყოფნამდე ტრანზიციისათვის შეყვანილი ჰორმონები, ტრანსგენდერ მამაკაცად ქამინგ აუთი და თითოეული გადადგმული ნაბიჯი სისულელე იყო. ამის შემდეგ ხან გაუპარსავი წვერისა და წითელი პომადის კომბინაციას, ხანაც გაპარსულ სახეს, ქუდსა და პერანგის კომბინაციას ატარებს. ეს იმის მიხედვით ხდება, თუ რას გრძნობს ტაილერი კონკრეტულ დღეს. ის თითოეულ დღეს წყვეტს ატაროს ვაგინა თუ პენისი და ადამიანებს აჩვენოს, რომ ეს ფაქტი არაფერს ცვლის.

io

იო თაილეთ რაითი

იო თაილეთ რაითი ლგბტქი + სპეტქრის აქტივისტთაგან ერთ-ერთია. მას გენდერის ტრადიციულ  გაგებასთან პატრიარქალურ საზოგადოებაში და შემდეგ როლების მორგებასთან დაკავშირებით პროტესტი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პატარა იოს ფეხბურთის თამაში მოუნდა. მოედანზე მოთამაშე ბიჭებმა მას უარი განუცხადეს. მიზეზი მარტივი იყო, ბიჭი არ ხარო, უთხრეს. თაილეთმა გადაწყვიტა, რომ ამის შემდეგ ბიჭი უნდა ყოფილიყო და, თუ მოუნდებოდა,  ამის შემდეგ ფუხბურთის თამაშსაც შეძლებდა.

იოც, ტაილერის მსგავსად, ტრადიციული გაგებით, გოგოს სხეულით დაიბადა, თუმცა ის გენდერულად ფლუდურთა კატეგორიას მიეკუთვნება. მან გენდერთა შორის ტრანზიციის მტკივნეული და არაერთი  რთულად გადასალახი პროცესი საკუთარ თავზე გამოსცადა. 2015 წელს მან თვითიდენტიფიცირების პროექტის წამოიწყო. მის ფარგლებში, ის იღებდა ადამიანებს, რომლებიც ლგბტქი+ სპეტრის წარმომდგენლები იყვნენ. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და მასში ბევრი ადამიანი ჩაება.

არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში,  ცნობიერება გენდერის ცნებასთან მიმართებით, არც თუ მაღალია.  უმცირესობები, რომლთა  გენდერული იდენტობა არაბინარულია, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია. ისინი, გარდა იმისა, რომ თვითგამორკვევის რთული პერიოდის გადალახვა უწევთ, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან,  ამავე მიზეზით ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი.

One thought on “არაბინარული გენდერული იდენტობა

  1. ჯერ ეს ერთი ძალიან გაგეწელათ მსჯელობა არაბინარული პირების პირად გრძნობებსა თუ შეხედულებებზე.რას გვეტყვით ბიოლოგიის შესახებ?ასახავს თუ არა იგი ობიექტურ,ჭეშმარიტ რეალობას?პასუხი ცალსახაა:დიახ.ეს ერთი, ეხლა მეორე-პირის სუბიექტური შეგრძნება,რომ იგი არ ჯდება ქალისა და მამაკაცის ჩარჩოებში,სრული აბსურდია:”მე ვახდენ ჩემი თავის იდენტიფიცირებას,როგორც არაბინარული გენდერის წარმომადგენელი:(არც ქალი ვარ, არც კაცი, მარტივად რომ ვთქვათ)რა მეცნიერულ-ბიოლოგიურ დატვირთვას ატარებს ეს წინადადება? არავითარს.შეგრძნება სუბიექტურ კატეგორიას მიეკუთვნება,რომლითაც არ შეიძლება გაიზომოს და შეფასდეს ობიექტური რეალობა.თუ გენდერის შესახებ მოძღვრება ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს,როგორც სოციალურ კონსტრუქციას ცალკე გამოყოფენ,რა საფუძვლების გათვალისწინებით ეძლევა გენდერს უპირატესობა ბიოოლოგიურ სქესზე? ჩნდება ლოგიკური კითხვა:შესაძლებელია თუ არა,რომ თეთრკანიანმა პირმა მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება ფერადკანიან პირად? გენდერის მოძღვრების ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით,დიახ შესაძლებელია,ვინაიდან გენდერი უარყოფს ბიოლოგიურ რეალობას.აქედან გამომდინარე არაფერი უდგას წინ თეთრკანიან ადამიანს უარყოს საკუთარი ბიოლოგიური რეალობა და თავის იდენტიფიცირება მოახდინოს ფერადკანიან პირად მხოლოდ იმიტომ,რომ იგი სწორედ ასე გრძნობს.

    რაც შეეხება ფეხბურთის ნაწილს….მინდა შეგახსნოთ,რომ ფეხბურთი და ზოგადად სპორტი წარმოადგენს პირის ფიზიკურ მონაცემებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებულ აქტივობას,რომელიც განისაზღვრება ბიოლოგიური ფაქტორებით.რატომ არ არის ქალისა და მამაკაცის უშუალო მეტოქეობა სპორტის უამრავ სახეობაში? პასუხი:მამაკაცსა და ქალს შორის არის ფიზიკური დისბალანსი(თუმცა,არ არის გამორიცხული,რომ ზოგ შემთხვევაში ქალი მეტი ფიზიკური ძალით იყოს აღჭურვილი,ვიდრე საშუალო სიძლიერის მამაკაცი,მაგრამ ასეთი შესაძლებელია მხოლოდ ქალის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად,რომელიც უნდა აღემატებოდეს საშუალო სიძლიერის მაჩვენებელს კაცში)მათ შორის ვერ იარსებებს პარიტეტი.ასევე მოგეხსენებათ,რომ დოპინგი აკრძალულია საერთაშორისო დონეზე.მაშასადამე გამორიცხულია რაიმე ხელოვნური პრეპარატებით ფიზიკური მონაცემების ნებისმიერი სახით შეცვლა(ფიზიკური ძალის მომატება,დაკლება)ვინაიდან ასეთი მოქმედება არ შეესაბამება პირის ბუნებრივ ფიზიკურ მდგომარეობას და იმთავითვე ეწინააღმდეგება ჯანსაღი და ნატურალური კონკურენტუნარიანობის პრინციპს.
    დასკვნა:არაბინარული გენდერელი მოძღვრება წარმოადგენს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ პროექტს,რომელიც რაციონალურ,ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებულ მეცნიერულ ფაქტებსა და რეალობას უგულვებელყოფს და ქმნის გამოგონილ სამყაროს,რომელშიც გამოგონილი იდენტობის პირები ცხოვრობენ.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s