“ლიბცენტრმა” 2015 წლის საქმიანობა შეაჯამა

1909969_554534014723164_4478459102586463036_n

23 იანვარს, საქართველოს ჟურნალისტურიეთიკის ქარტიამ პროექტის “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცა და აქტივობები შეაჯამა. ერთი წლის განმავლობაში 40-მა სტუდენტმა გაიარა კურსი. ამზადებდნენ ბლოგპოსტებს, რეპორტაჟებს სხვდასხვა თემაზე, რაც ქვეყნდებოდა ცენტრის ვებგვერდზე libcenter.ge. გარდა ამისა, ტარდებოდა საჯარო ლექციები, რასაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბევრი დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა ლიბერალური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების თემაზე გამოცხადებული ბლოპოსტების კონკურსის გამარჯვებულიც. ჟიურიმ შემოსული განაცხადებიდან თავდაპირველად ათი საუკეთესო გამოვალინა და მათი ნამუშევრები ლიბცენტრის ვებგვერდზე განთავსდა. გამარჯვებულად კი დასახელდა ირმა დიმიტრაძე პოსტისთვის “პასუხი ISIS-ის”. მას სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტს შეეძლო.

“ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლიდან ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s