პაNOრამა – აქცია მთავრობის კანცელარიასთან

ავტორები: ნინი ჩუბინიძე, სოფო აბულაძე

„არა პანორამას“- ამ სახელწოდების აქცია 27 თებერვალს გამართა სამოქალაქო მოძრაობისა და ორგანიზაციების გაერთიანებამ „ერთად“ . მოქალაქეები პუშკინის სკვერში ოთხ საათზე შეიკრიბნენ და საყვირებითა და პლაკატებით გააპროტესტეს პროექტი „პანორამა“, რომელიც ფართომასშტაბიან მშენებლობას გულისხმობს თბილისის ძველ უბანში. სამოქალაქო მოძრაობის „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის, თამარ ქადაგიძის თქმით, პროექტი თბილისის ძველ უბნებს იერსახეს შეუცვლის და ამ ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულიად განადგურდება.

 „ჩვენ გვინდა პრემიერთან შეხვედრა,  რადგან ეს პროექტი 2014 წელს მისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდშია შეტანილი და ის ამ პროექტს დაწვრილებით იცნობს. გვსურს, რომ რამენაირად გავაგებინოთ მთავრობას, ეს ქვეყანა არის ხალხის და არა ერთეულების და, შესაბამისად, მოქალაქეების  მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.“

DSC_0908აქციის კიდევ ერთი მონაწილე ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ მათი პროტესტის მთავარი მიზანი  ქალაქში უკანონო მშენებლობების შეჩერებაა, ვინაიდან პროექტი არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ, კულტურული მემკვიდრეობის, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. ქალაქის იერსახის ცვლილება კი ინდივიდების ინტერესებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

„პანორამა  თბილისის“ პროექტი ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ინვესტორი, ოფშორში დარეგისტირებული  შპს “ოლდ სითი დიველოპმენტია”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2014 წლის მარტში დააფუძნა.

აქციას პანტომიმის თეატრის მსახიობებიც შეუერთდნენ. ისინი თეატრალიზებული დადგმებითა და კოსტუმებით აპროტესტებდნენ პანორამას მშენებლობას. აქციის მონაწილეების თქმით, თუ პრემიერ მინისტრი მათ  ერთი კვირის განმავლობაში არ შეხვდება, ისინი პერმანენტულ აქციებსა და გამოხატვის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s