მეშახტეების სოლიდარობა

ავტორი: ლიკა ჩხაიძე

ისტორია მეორდებაო ამბობენ, თუმცა, ცხადზე ცხადია, რომ ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას. ზემოთ მოყვანილი მოკლე ინფორმაციები მხოლოდ სათაურებია იმ ამბებისა, რაც უკვე რამდენიმე წელია მაღაროებში ხდება. საკმარისია საძიებო სისტემაში მეშახტე ან მაღაროელი მიუთითო და ველი სავსეა უამრავი ტრაგიკული ისტორიით, დაღუპულების, დაშავებულების შესახებ ცნობებით.

12767485_1045374855523799_1297270580_n

ბექა წიქარიშვილის ფოტო

მიწიდან 400 მეტრის სიღრმეში, ქვანახშირის მტვერში, გამონაბოლქვში, ბურღებისა და წერაქვების ხმაურში, მუშაობენ. მუშაობენ და იციან, რომ ფაქტობრივად სიკვდილს აწერენ ხელს, რადგან შეუძლებელია ამ გარემოს ნორმალურად განიავება, იციან, რომ სუნთქავენ ფილტვებისათვის საშიში ნივთიერებებით დაბინძურებულ ჰაერს, იციან, რომ ყოველი ჩასვლა მაღაროში/შახტაში შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუმცა, ჩადიან და მუშაობენ, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ. ყოველი მაღაროელის ან მეშახტის უკან ოჯახი, შვილები, ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები და უმძიმესი სოციალური ვითარება დგას.

ადამიანს, რომელიც ოჯახის გამოსაკვებად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დებს სასწორზე, არ უსმენენ. ამ ადამიანებს საუბარი უწევთ ელემენტარულ სამუშაო პირობებზეც კი, მაგალითად, აბანოში სანიტარული ნორმების გაუმჯობესებაზე. ადამიანებს, რომლებიც ამ ვითარებას უძლებენ, რკინის კარს ბოქლომებით უკეტავენ და სულის მოთქმის საშუალებასაც უზღუდავენ. მაღაროში დასაქმებული ადამიანები ამ შემოსავლით ხშირ შემთხვევაში ოჯახების ერთადერთი მარჩენალები არიან.

დღეს მეშახტეები დანებებას არ აპირებენ, მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა, რაც, თავისთავად, არ იქნება მარტივად მისაღწევი, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, მათ სჭრიდებათ საქართველოს სხვა ქალაქების მხარდაჭერა. სოლიდარობა ყველა ქალაქიდან, სოლიდარობა თბილისიდან!

ბოლო რამდენიმე წელია ქართული სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ მიზნებს აღწევს, ჩვენ უკვე დაგვიგროვდა გამოცდილება თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას, ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანებას, ბრძოლას, ქმედით ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდულ პროტესტს.

გუშინ ღამით, სტუდენტების და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის გარკვეულმა ნაწილმა ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციული შენობა დაიკავა. ამას მოჰყვა მხარდასაჭერი აქციები თბილისსა და ბათუმში, პროტესტს შეუერთდა გორიც. ახლა, როცა მუშებმა საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირეს, გაიფიცნენ და პოზიციებზე მყარად და პრინციპულად დგანან, საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება, რადგან ამ სიტუაციაში სიჩუმე ნიშნავს დამარცხებას.

სახელმწიფოს სრულყოფილ სახელმწიფოდ ფორმირებისათვის  აუცილებელია სოლიდარობის განცდის არებობა. ჩვენ ვართ სოლიდარული საზოგადოება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის დამტკიცება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s