მოკრძალებული ფეხსაცმელი გზაზე

oppressionავტორი: დალი მელიქიძე      

ლუის ბუნიუელის ფილმი „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი” უჩვეულოა, დასასრულის უმელოდიო მელოდიით. ლამაზი, დახვეწილი, ელიტარული ფეხსაცმლები გზაზე დადიან, ქუსლებს მაგრად, გაბედულად ადგამენ , შიში არ არის, გზა მათი საკუთრებაა… გზა ტკივილისგან კვნესის, სისხლი სდის, მაგრამ არ ჩანს, ეს ხმაური ფორმდება დახვეწილად…

გზა ყველა ის ადამიანია, ვინც მუშაობს საკუთარი სიცოცხლის ფასად, აუტანელ გაუსაძლის პირობებში არასათანადო ანაზღაურებით. განიცდის სოციალურ ჩაგვრას, გარიყული და მარგინალიზებულია, აღიქმება არა ადამიანად, არამედ „მოლაპარაკე მონად“. ისინი არ წარმოადგენენ წონიანი სოციალური სტატუსის მქონე პირებს ამიტომ, სახელმწიფოს ყურადღება მათკენ არ არის მიმართული, მედია სოციალურ პრობლემებს აქტუალურად არ აშუქებს, რეიტინგზეა ორიენტირებული. რასაც ითხოვს საზოგადოება აწვდის იმას. ერთგვარი მოთხოვნა-მიწოდების ამბავია. საზოგადოება კი ითხოვს გასართობ ტელე-შოუებს, დროის მოსაკლავ თურქულ და მექსიკურ სერიალებს. სხვისი ცხოვრების ყურებაში ეკარგებათ საკუთარი ცხოვრება. ასეთი სახის მედია იმდენად ამდაბლებს ადამიანის ცნობიერებას, რომ უკარგავს სოლიდარობის განცდას, უხშობს  რეალობის აღქმის უნარს. ინერციის მდგომარეობაში ამყოფებს: „ყველა უნჯი, ყველა მუნჯი.“

ქართულ რეალობაში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას – “ეს შენი საქმე არ არის“. ადამიანის პრობლემა აღიქმება უცხოდ, რჩება გაუზიარებელი საზოგადოების წევრების მხრიდან. ვერ ცნობიერდება მოქალაქეობის პრინციპი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ქონა. ისინი მინდობილნი არიან სახელმწიფოს და აბსოლუტურ ლეგიტიმურობას ანიჭებენ მართვის. თავს დაქირავებულებად აღიქვამენ, მაშინ როცა დამქირავებლები არიან. საკუთარი უფლებების მოთხოვნის ეშინიათ იმის გათვალისწინებით რომ მათი შემცვლელი მარტივად გამოჩნდება, რასაც ხელს უწყობს ტოტალური უმუშევრობა საქართველოში. უალტერნატივო სივრცეში სასიცოცხლო პირობების დასაკმაყოფილებლად უხმოდ ქრები…

დასაქმების დროს უმეტესწილად შრომითი ხელშეკრულებები არ არსებობს, თუ არსებობს სადმე მხოლოდ ფორმალურად. დამქირავებლების პრიორიტეტია ნაკლები ხარჯი და მეტი პროდუქცია.ადამიანის ღირებულება არ აქვს მნიშვნელობა. გინდა იმუშავე წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად იპოვიან შემცვლელს…

ერთი ადამიანის ან მცირე ჯგუფის პროტესტი ვერ შეცვლის არსებულ სოციალურ ჩაგვრას საჭიროა ერთიანი მობილიზაცია, კოლექტიური წინააღმდეგობა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებებისთვის. მათ აქვთ ცხოვრების უფლება და არა არსებობის. პრიორიტეტი ადამიანია და არა ქვეყნის იმიჯი, არა რელიგია, არა ტერიტორია, არა ნაციონალიზმი. ორგანული სოლიდარობაა საჭირო.  სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა იბრძოდეს ერთმანეთის უფლებების დასაცავად, რადგან მას აქვს უფლება და მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც სხვისგან ხდება ამის აღიარება, პატივისცემა და დაცვა. თანადგომა, თანაგანცდა ჯერ კიდევ უცხოდ ჟღერს არსებულ რეალობაში, ამ საკითხში შერჩევითი ემპათია არსებობს. სოციალური და კლასობრივი ნიშნით.

აზროვნება დაპროგრამებული და  დეტერმინირებულია ელიტარული კუთხით. საზოგადოებას უფრო მეტად აღელვებს კონკრეტული პოლიტიკოსის თავდასხმის ფაქტი ვიდრე ტყიბულელი მეშახტეების სოციალური პრობლემები, სიდუხჭირე. მაგრამ ვის ადარდებს ჩვეულებრივი ადამიანი აქ ხომ შენს უფლებას იცავენ იმ შემთხვევაში თუ ადამიანობის გარდა ფულიც გაქვს, წონაც. მნიშვნელოვანი ხარ ფორმით და არა შინაარსით. ქუჩაში ასობით ადამიანი იტანჯება სიღარიბით, მაგრამ ისინი არ ჩანან დახვეწილი ელიტის თვალები ასეთ „სიმდაბლეს“ ვერ ხედავენ. საზოგადოების უმრავლესობასაც ის აღელვებს რაც ელიტას. ერთგვარად მათი სუროგატები ხდებიან.

დღეს დაჩაგრული ადამიანების ბედი წყდებოდა, ტყიბულელი მეშახტეების და მათი სახით მთლიანად დაქირავებული მუშის უფლებების, მაგრამ საზოგადოება ოსკარის ცერემონიალმა და მათი აქსესუარების საკითხმა უფრო ააღელვა. არაერთხელ დაამტკიცა ქართულმა საზოგადოებამ სნობიზმი და კლასობრივი კუთხით აზროვნება. როდესაც საფრანგეთში განხორციელდა ტერორისტული აქტი ქართულ რეალობაში შეინიშნებოდა სოლიდარობის ისტერიული გამოვლინება, სოციალურ სივრცეში პროფილის სურათებზე საფრანგეთის დროშები დააყენეს რა თქმა უნდა  საკუთარი სურათების სინთეზით…(სნობიზმის და სიყალბის შესანიშნავი გამოვლინება).არ ვამბობ რომ თანაგრძნობა და სოლიდარობა არ უნდა გამოეხატათ, ტერორიზმის შემზარავი გამოვლინება არ დაეგმოთ და აქციის სახით პროტესტი არ გამოეხატათ. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როცა სხვა არაპოპულარულ ქვეყანაში ხდება მსგავსი ქმედება, შეუმჩნეველი რჩება, ეს საკითხი ინტერესს მოკლებული არის ქართულ რეალობაში. არადა განსხვავება მხოლოდ ფორმაშია და არა შინაარსში. ორივეგან ადამიანები კვდებიან. საფრანგეთის ჩანს მესამე მსოფლიოს ქვეყნების კი არა. ისმება კითხვა ადამიანია თავისთავადი ღირებულება თუ ის სად ცხოვრობს? როგორ ცხოვრობს? რა მდგომარეობით სარგებლობს საზოგადოებაში? არსებული ფაქტები მხოლოდ უკანასკნელს ადასტურებს.  პარადოქსულია სიტუაციაა, როდესაც სიღარიბე, უსამართლობა პიკს აღწევს რატომ არ ერთიანდება და არ იბრძვის ერთიანი ძალებით საზოგადოება. ეს საერთო პრობლემაა, მაგრამ ხმას არ იღებენ. ერთგვარად იქმნება მდგომარეობა „სპილო ოთახში“, როდესაც ყველა ხედავს, მაგრამ თანხმდებიან არ ილაპარაკონ, იმალებიან, სიმართლის არ მცოდნედ ასაღებენ თავს და სხვის საქმეში ჩარევას უხერხულობად და თავხედობის გამოვლინებად თვლიან.

გზა დიდია, ისინი კი წინ და წინ მიდიან თავიანთი მოკრძალებული ფეხსაცმლებით შენთანაც მოვლენ და დახვეწილად, ელეგანტურად დაგაბიჯებენ ფეხს სისხლი წამოგივა, იყვირებ და შენს ხმასაც ვერავინ გაიგონებს. ამიტომ საჭიროა უსმინო თანამოქალაქეების ტკივილს და მათი ხვეწნა, ხმა ამოიღო – გაიზიარო…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s