ჩაგრული ადამიანები

ავტორი: მარიამ არბოლიშვილი  

ჩვენთან, საქართველოში ადამიანები და მათი უფლებები მხოლოდ არჩევნების დროს ახსოვთ. ეს ტენდენცია ისე ბუნებრივად აღიქმება, რომ თავად ადამიანებიც არჩევნებიდან-არჩევნებამდე აფხიზლებენ საკუთარ თავს. ყოველდღიურად კი ძალიან უჭირთ თავის დაღწევა უფუნქციოდ დაჩენილი ავთენტური რეალობიდან, რომელიც ნათლად ჩანს ცოტნე ცხვედიანის მოთხრობების კრებულში “ქალაქი და წმინდანები”.

კრებულში აღწერილია თბილისს მიღმა არსებული სამყარო, რამდენიმე ქალაქი, რომლებიც თითქოს ქალაქებსაც არ გვანან, სადაც ადამიანები უპერსპექტივობის, მოწყენილობის, პესიმიზმის, უფუნქციობის მიუხედავად საკუთარ თავს აიძულებენ, რომ იარსებონ. მთავარი გაქცევაა, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ, მაინც, ყველგან შენი აჩრდილად ქცეული ქალაქის ლანდი დაგყვება და მუდმივად გახსენებს, რომ გაქცევა ერთადერთი გამოსავალი არ არის.

მოთხრობების წაკითხვის შემდეგ პირველად ის ვიფიქრე რა აზრი აქვს ისეთი ქალაქის არსებობას, რომელიც თავისი სოციალური  ფონის, უპერსპექტივობის, უმოქმედობის ფონზე თავშესაფრად ქცეულა, სადაც “ბედნიერება ყველას ამ ქალაქის მიღმა ეგულება”.

წყარო: liberali.ge

წყარო: liberali.ge

არ გვიკვირს, რევოლუციები, გადატრიალებები, დარბევები, მიტინგები, “მოლოტოვის კოქტეილები”, პატრიოტული პათოსით გაჟღენთილი გამოსვლები,  რომელიც თავისუფლების ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ. მაგრამ რეალურად სად არის ან როგორია თავისუფლება? ვართ თუ არა თავისუფლები მაშინ, როდესაც გამოკეტილები ვართ უფუნქციოდ დარჩენილ ქალაქში, ან მაშინ ვართ თუ არა თავისუფლები, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადამიანები მოწყალებას ითხოვენ.

სახელმწიფოში, სადაც არსებობს ინსტიტუტები, სადაც არსებობს უფლებები, უფლებადამცველები, პროფკავშირები, ადამიანებს არ უნდა უწევდეთ არსებობისთვის ბრძოლა ღირსების და სიცოცხლის ფასად. შეიქმნა გარემო, სადაც დამქირავებელი მუდმივად მჩაგვრელის პოზიციაშია, რომელიც არაადამიანურ შრომით პირობებს გთავაზობს და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ვერ იცავენ მშრომელი, გადასახადების გადამხდელი ადამიანის უფლებებს.

დღეს ამ უფუნქციოდ დარჩენილ გარემოს, რომელიც ქმნის და აყალიბებს ჩაგრულ ადამიანებს აცოცხლებს ტყიბულში მეშახტეების პროტესტი, რომლის სოლიდარობის ქსელი ამ 17 დღის განმავლობაში ძალიან გაფართოვდა.

სოლიდარობას გამოხატავს რიგითი ადამიანი, რიგითი ქალაქები. ისინი იცავენ მუშებს, რომლებიც ამ თვითკმარ ქალაქში სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. სადაც კაპიტალისტების ხელში არსებული ძალაუფლება მშრომელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, სადაც სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქის უფლებებს. ბოლო ინფორმაციით კი 17 დღიანი მოლაპატაკებები და მუშების გაფიცვა დასრულდა იმით, რომ მოთხოვნების 50% არ შეასრულა კომპანიამ.

EMC-ის ცნობით საწარმომ მუშებს 7% უზრდის ხელფასს, აპრილის თვიდან კი დამატებით 3%-ით. ქვანახშირის მოპოვება ტყიბულში უკვე განახლდება.

ყველაფერი ბოლოს მაინც კონსენსუსამდე მიდის, რადგან “ანარქია გინდათ?! უნდა დაწყნარდეთ! ანარქია ხომ არ იქნება?!”

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s