“მეტი ქალი პოლიტიკაSHE”

ავტორი: ანა ათაბეგაშვილი

8 მარტს, თბილისში გაიმართა ქალთა მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც ქალთა ყველა ჯგუფისთვის ღირსეულ შრომით პირობებს მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები 15:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, შემდეგ მსვლელობით შეუერთდნენ “ქალთა მოძრაობის” აქტივისტებს პარლამენტის შენობის წინ, სადაც შეკრებილი მოქალაქეები დეპუტატებს სთხოვდნენ იმ კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში ქალთა კვოტირების შემოღებას ითვალისწინებს.

“პოლიტიკაSHE”, “დიასახლისობა მოვალეობა არ არის”, “ქალის შრომა უჩინარი შრომაა!”, “ჩემი სხეული ჩემი უფლებაა” – ასეთი იყო შეკრებილი მოქალაქეების მოწოდებები. აქციის ფარგლებში, აქტივისტებმა მისწერეს წერილები პარლამენტარებს მოთხოვნით “მეტი ქალი პარლამენტში”. აქცია დაახლოებით ორ საათში, ქეთათოსა და ერეკლე დეისაძის სიმღერებით დასრულდა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s